Facebook Twitter
quTaisis saqalaqo sasamarTlos samoqalaqo samqeTa kolegiis 2010 wlis 16 ivnisis gadawyvetilebiT darejan biwaZis sarCeli ar dakmayofilda usafuZvlobis gamo

№ას-1280-1207-2012 28 სექტემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – უ. ბ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ტ-ი, ც. ნ-ე, მ. გ-ი და სხვები (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 აგვისტოს დამატებითი გადაწყვეტილება

დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 16 მაისის განჩინებით მოსარჩელე უ. ბ-ს უარი ეთქვა განცხადების მიღებაზე.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა უ. ბ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 აგვისტოს დამატებითი გადაწყვეტილებით უ. ბ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა გადავადებული სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივით გაასაჩივრა უ. ბ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ უ. ბ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისიწნებულ შემთხვევებში. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, ნათელია რომ კანონი, ზუსტად განსაზღვრავს კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას და ამბობს, რომ კერძო საჩივარი დაიშვება მხოლოდ იმ განჩინებაზე, რომელზეც პირდაპირ მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, ხოლო ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კერძო საჩივრით საჩივრდება მხოლოდ გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინება, ხოლო მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია დამატებითი გადაწყვეტილება, რომლოთაც კერძო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკირა გადავადებული ბაჟის გადახდა, რომლის კერძო საჩივრით გასაჩივრებასაც კანონი არ ითვალისწინებს.

მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ გასაჩივრებული დამატებითი გადაწყვეტილება კერძო საჩივრის ავტორს ჩაბარდა 2012 წლის 31 აგვისტოს (ს.ფ.307). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 1 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 12 სექტემბერს, ხოლო კერძო საჩივარი უ. ბ-მა შეიტანა 2012 წლის 13 სექტემბერს (ს.ფ.308-309), ე.ი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ უ. ბ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 414-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უ. ბ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თეიმურაზ თოდრია