საქმე №ა-1931-შ-41-2012 10 სექტემბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - მ. ო-ი
მოწინააღმდეგე მხარე - პ. კ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - გერმანიის დარმშტადტის უბნის სასამართლოს 2010 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის დარმშტადტის უბნის სასამართლოს 2010 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ო-სა და პ. კ-ს შორის დარმშტადტის მმაჩის ბიუროში 2006 წლის 20 ოქტომბერს რეგისტრირებული №694/2006 ქორწინება შეწყდა განქორწინებით.
მ. ო-ის წარმომადგენელმა რ. ჩ-მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დარმშტადტის უბნის სასამართლოს 2010 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 16 მაისის განჩინებით მ. ო-ს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად და დაევალა სასამართლოში წარმოედგინა მის მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა ან უფლებამოსილ ადვოკატთან კანონით დადგენილი წესით შედგენილი რწმუნებულება. დადგენილ ვადაში მ. ო-ის წარმომადგენელმა რ. ჩ-მ განცხადებით მომართა სასამართლოს და წარმოადგინა ადვოკატის მოწმობა და სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომლებიდანაც დადგინდა, რომ რ. ჩ-ს ჩაბარებული აქვს სამოქალაქო სამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა და მინიჭებული აქვს საერთო სპეციალიზაცია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივნისის განჩინებით მ. ო-ის წარმომადგენელ რ. ჩ-ის შუამდგომლობა დარმშტადტის უბნის სასამართლოს 2010 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების (№55 F 1360/10 S) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ მ. ო-ის წარმომადგენელ რ. ჩ-ის შუამდგომლობა დარმშტადტის უბნის სასამართლოს 2010 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების (№55 F 1360/10 S) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გერმანიის დარმშტადტის უბნის სასამართლოს 2010 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით (№55 F 1360/10 S) მ. ო-სა და პ. კ-ს შორის დარმშტადტის მმაჩის ბიუროში 2006 წლის 20 ოქტომბერს რეგისტრირებული №694/2006 ქორწინება შეწყდა განქორწინებით.
საქმეში წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 15 თებერვალს. მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
გერმანიის დარმშტადტის უბნის სასამართლოს 2010 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება (№55 F 1360/10 S) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ო-ის წარმომადგენელ რ. ჩ-ის შუამდგომლობა გერმანიის დარმშტადტის უბნის სასამართლოს 2010 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების (№55 F 1360/10 S) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის დარმშტადტის უბნის სასამართლოს 2010 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება (№55 F 1360/10 S), რომლითაც მ. ო-სა და პ. კ-ს შორის დარმშტადტის მმაჩის ბიუროში 2006 წლის 20 ოქტომბერს რეგისტრირებული №694/2006 ქორწინება შეწყდა განქორწინებით.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.