საქმე №ა-2358-შ-51-2012 10 სექტემბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ე. შ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ქ. შ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - გერმანიის ბონის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის ბონის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით (№407 F 76/12) ე. შ-სა და ქ. შ-ს შორის ტონდერის თემის/დანია მმაჩის ბიუროში 2008 წლის 17 ივლისს რეგისტრირებული №3647/2008 ქორწინება შეწყდა განქორწინებით.
ე. შ-ის წარმომადგენელმა თ. ვ-მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ბონის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების (№407 F 76/12) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივნისის განჩინებით ე. შ-ის წარმომადგენელ თ. ვ-ის შუამდგომლობა გერმანიის ბონის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების (№407 F 76/12) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ე. შ-ის წარმომადგენელ თ. ვ-ის შუამდგომლობა გერმანიის ბონის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების (№407 F 76/12) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გერმანიის ბონის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით (№407 F 76/12) ე. შ-სა და ქ. შ-ს შორის ტონდერის თემის/დანია მმაჩის ბიუროში 2008 წლის 17 ივლისს რეგისტრირებული №3647/2008 ქორწინება შეწყდა განქორწინებით.
საქმეში წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 23 აპრილს, ასევე დასტურდება, რომ მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე, რადგან გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ შეესაბამებოდა ორივე მეუღლის განცხადებას.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
გერმანიის ბონის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება (№407 F 76/12) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. შ-ის წარმომადგენელ თ. ვ-ის შუამდგომლობა გერმანიის ბონის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების (№407 F 76/12) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ბონის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება (№407 F 76/12), რომლითაც ე. შ-სა და ქ. შ-ს შორის ტონდერის თემის/დანია მმაჩის ბიუროში 2008 წლის 17 ივლისს რეგისტრირებული №3647/2008 ქორწინება შეწყდა განქორწინებით.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.