Facebook Twitter

№ა-2517-შ-54-2012 24 სექტემბერი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – გ. რ-ი (წარმომადგენელი ა. შ-ი)

მოწინააღმდეგე მხარე –მ. რ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის ნიურნბერგის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2011 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ნიურნბერგის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2011 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე № 111 F 4264/10) გაუქმდა 2003 წლის 27 თებერვალს ნიურნბერგის მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე მეუღლეების (მხარეები: გ. რ-ი და მ. რ-ი) მიერ გაფორმებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის №193).

გ. რ-მა წარმომადგენელ ა. შ-ის მეშვეობით შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა დასახელებულ ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 ივნისის განჩინებით გ. რ-ის (წარმომადგენელი ა. შ-ი) შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ გ. რ-ის (წარმომადგენელი ა. შ-ი) შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის ნიურნბერგის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2011 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე № 111 F 4264/10) გაუქმდა 2003 წლის 27 თებერვალს ნიურნბერგის მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე მეუღლეების (მხარეები: გ. რ-ი და მ. რ-ი) მიერ გაფორმებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის №193).

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, გერმანიის ნიურნბერგის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2011 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე № 111 F 4264/10), რომლითაც გაუქმდა 2003 წლის 27 თებერვალს ნიურნბერგის მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე მეუღლეების (მხარეები: გ. რ-ი და მ. რ-ი) მიერ გაფორმებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის №193) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. რ-ის შუამდგომლობა გერმანიის ნიურნბერგის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2011 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ნიურნბერგის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2011 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე № 111 F 4264/10) იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა 2003 წლის 27 თებერვალს ნიურნბერგის მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე მეუღლეების (მხარეები: გ. რ-ი და მ. რ-ი) მიერ გაფორმებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის №193).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.