Facebook Twitter

საქმე №ა-3147-შ-65-2012 10 სექტემბერი, 2012 წელი.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ჯ. წ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ა.მ-ე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება; გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება; გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ჯ. წ-სა და ა. მ-ს შორის მცხეთის რაიონის/საქართველო მმაჩის ბიუროში 2001 წლის 4 ივლისს რეგისტრირებული №4 ქორწინება შეწყდა განქორწინებით.

გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის საბოლოო გადაწყვეტილებაში მოხდა შესწორების შეტანა და ქორწინების თარიღად ნაცვლად 2001 წლის 4 ივლისისა მიეთითა 2001 წლის 7 აპრილი.

გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებაში მოხდა შესწორების შეტანა და ქორწინების მოწმობის გაცემის თარიღად ნაცვლად 2011 წლის 7 აპრილისა მიეთითა 2001 წლის 7 აპრილი.

ჯ. წ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების, გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებისა და გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ივლისის განჩინებით ჯ. წ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების, გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებისა და გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ჯ. წ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების, გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებისა და გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ჯ. წ-სა და ა. მ-ს შორის მცხეთის რაიონის/საქართველო მმაჩის ბიუროში 2001 წლის 4 ივლისს რეგისტრირებული №4 ქორწინება შეწყდა განქორწინებით.

გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის საბოლოო გადაწყვეტილებაში მოხდა შესწორების შეტანა და ქორწინების თარიღად ნაცვლად 2001 წლის 4 ივლისისა მიეთითა 2001 წლის 7 აპრილი.

გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებაში მოხდა შესწორების შეტანა და ქორწინების მოწმობის გაცემის თარიღად ნაცვლად 2011 წლის 7 აპრილისა მიეთითა 2001 წლის 7 აპრილი.

საქმეში წარმოდგენილი გადაწყვეტილებებით დასტურდება, რომ გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 3 მარტს, გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 14 ივნისს და გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 6 ივლისს.

მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება, გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება და გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ჯ. წ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების (№001 F 00096/07), გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებისა (№1 F 96/07) და გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების (№1 F 96/07) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება (№001 F 00096/07), რომლითაც ჯ. წ-სა და ა. მ-ს შორის მცხეთის რაიონის/საქართველო მმაჩის ბიუროში 2001 წლის 4 ივლისს რეგისტრირებული №4 ქორწინება შეწყდა განქორწინებით.

საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება (№1 F 96/07), რომლითაც გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის საბოლოო გადაწყვეტილებაში მოხდა შესწორების შეტანა და ქორწინების თარიღად ნაცვლად 2001 წლის 4 ივლისისა მიეთითა 2001 წლის 7 აპრილი.

საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება (№1 F 96/07), რომლითაც გერმანიის ფრაიბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებაში მოხდა შესწორების შეტანა და ქორწინების მოწმობის გაცემის თარიღად ნაცვლად 2011 წლის 7 აპრილისა მიეთითა 2001 წლის 7 აპრილი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.