Facebook Twitter
#as-1301-1536-05

№ას-1218-1148-2012 2 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე –მაია სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ვ. ც-ის, გ. ძ-ის და ლ. ი-ის წარმომადგენლის მ. ყ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე – ე. ჯ-ის სარჩელის გამო მოპასუხეები ვ. ც-ის, გ. ძ-ის და ლ. ი-ის მიმართ საკუთრების უფლების ხელშეშლის აღკვეთა, ფართის გამოყოფა და გამიჯვნა (თავდაპირველ სარჩელში), ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში).

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ვ. ც-ის, გ. ძ-ის და ლ. ი-ის წარმომადგენლის მ. ყ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 სექტემბრის განჩინებით კასატორებს განესაზღვრა 3 დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის – 600 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად უკვე გადახდილი 300 ლარის გათვალისწინებით..

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელს მ. ყ-ს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2012 წლის 21 სექტემბერს, შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2012 წლის 24 სექტემბერს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორების მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.

კასატორებს უნდა დაუბრუნდეს 2012 წლის 14 აგვისტოს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი, ვინაიდან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე, როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 285-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ც-ის, გ. ძ-ის და ლ. ი-ის წარმომადგენლის მ. ყ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. ვ. ც-ს, გ. ძ-ს და ლ. ი-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დ. გ-ს მიერ 2012 წლის 14 აგვისტოს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე მ. სულხანიშვილი