Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-1259-1188-2012 15 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „დ. დ. ო-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ბ-ი, ა. გ-ი, ლ. კ.-გ-ე, გ. ლ-ე, ჯ. რ-ი, დ. ბ-ე, გ. ზ- (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივლისის განჩინება

დავის საგანი _ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის, ა. გ-ის, ლ. კ.-გ-ის, დ. ბ-ის, გ. ზ-ის, მ. მ-ის, გ. ლ-ის და ჯ. რ-ის სარჩელი მოპასუხე შპს ,,დ. დ. ო-ის’’ მიმართ დაკმაყოფილდა:

1.1 მოპასუხე შპს „დ. დ. ო-ს“ თ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა საკუთარი ხარჯით მოსარჩელისათვის გადასაცემ ფართში, მდებარე თბილისში, დიდი დიღმის, ტ. მ. ქ-ის მიმდებარედ, პირველ ბლოკში, პირველ სადარბაზოში, მე-5 სართულზე №A-14 ბინაში ჩაატაროს შიდა შელესვითი სამუშაოები და წყალსადენის დგარებზე ურდულები;

1.2. მოპასუხე შპს „დ. დ. ო-ს“ ა. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა საკუთარი ხარჯით მოსარჩელისათვის გადასაცემ ფართში, მდებარე თბილისში, დიდი დიღმის, ტ. მ. ქ-ის მიმდებარედ, პირველ ბლოკში, მეორე სადარბაზოში, მე-3 სართულზე, ბინა №A-39 ბინაში ჩაატაროს შიდა შელესვითი სამუშაოები და წყალსადენის დგარებზე ურდულები;

1.3. მოპასუხე შპს „დ. დ. ო-ს“ ლ. კ.-გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა საკუთარი ხარჯით მოსარჩელისათვის გადასაცემ ფართში, მდებარე თბილისში, დიდი დიღმის, ტ. მ. ქ-ის მიმდებარედ, პირველ ბლოკში, პირველ სადარბაზოში, მე-6 სართულზე, ბინა №A-17 ბინაში ჩაატაროს შიდა შელესვითი სამუშაოები და წყალსადენის დგარებზე ურდულები;

1.4. მოპასუხე შპს „დ. დ. ო-ს“ დ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა საკუთარი ხარჯით მოსარჩელისათვის გადასაცემ ფართში, მდებარე თბილისში, დიდი დიღმის, ტ. მ. ქ-ის მიმდებარედ, პირველ ბლოკში, მეორე სადარბაზოში, მე-5 სართულზე, ბინა №A-47 ბინაში ჩაატაროს შიდა შელესვითი სამუშაოები და წყალსადენის დგარებზე ურდულები;

1.5. მოპასუხე შპს „დ. დ-ის ო-ს“ ჯ. რ-ის სასარგებლოდ დაეკისრა საკუთარი ხარჯით მოსარჩელისათვის გადასაცემ ფართში, მდებარე თბილისში, დიდი დიღმის, ტ. მ. ქ-ის მიმდებარედ, პირველ ბლოკში, პირველ სადარბაზოში, მე-4 სართულზე, ბინა №A-10 ბინაში ჩაატაროს შიდა შელესვითი სამუშაოები და წყალსადენის დგარებზე ურდულები;

1.6. მოპასუხე შპს „დ. დ. ო-ს“ გ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა საკუთარი ხარჯით მოსარჩელისათვის გადასაცემ ფართში, მდებარე თბილისში, დიდი დიღმის, ტ. მ. ქ-ის მიმდებარედ, მესამე ბლოკში, მესამე სადარბაზოში, მე-9 სართულზე, ბინა №B-3-3-96 ბინაში ჩაატაროს შიდა შელესვითი სამუშაოები და წყალსადენის დგარებზე ურდულები;

1.7 მოპასუხე შპს „დ. დ. ო-ს“ მ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა საკუთარი ხარჯით მოსარჩელისათვის გადასაცემ ფართში, მდებარე თბილისში, დიდი დიღმის, ტ. მ. ქ-ის მიმდებარედ, მესამე ბლოკში, პირველ სართულზე, ბინა №C-3-0-9 არასაცხოვრებელ ფართში ჩაატაროს შიდა შელესვითი სამუშაოები და წყალსადენის დგარებზე ურდულები;

1.8. მოპასუხე შპს „დ. დ. ო-ს“ გ. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა საკუთარი ხარჯით მოსარჩელისათვის გადასაცემ ფართში, მდებარე თბილისში, დიდი დიღმის, ტ. მ. ქ-ის მიმდებარედ, პირველ ბლოკში, მეოთხე სადარბაზოში, მე-5 სართულზე ბინა A-108 ბინაში ჩაატაროს შიდა შელესვითი სამუშაოები და წყალსადენის დგარებზე ურდულები.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „დ. დ. ო-ის“ დირექტორმა ი. ც-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „დ. დ. ო-ის“ დირექტორმა ი. ც-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინებით შპს „დ. დ. ო-ის“ არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა შპს „დ. დ. ო-ის“ დირექტორ ი. ც-ს პირადად 2012 წლის 2 ოქტომბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა შპს „დ. დ. ო-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორ შპს „დ. დ. ო-ის“ დირექტორ ი. ც-ს პირადად ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2012 წლის 2 ოქტომბერს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, (ტ.2, ს.ფ.159). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 3 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 8 ოქტომბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „დ. დ. ო-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია