¹ ბს-527-113-კ-05 23 ივნისი, 2005 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ჯ. გახოკიძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სოფლის მეურნეობის პროდუქტისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის საკასაციო საჩივარი, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ნ. მ-ა სარჩელი აღძრა თბილისის მთაწმინდა-კრწანისი რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სოფლის მეურნეობის პროდუქციის და ფქვილის ხარისხის ინსპექციის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება, შემდეგი საფუძვლით:
2002წ. 9 ივლისამდე მოსარჩელე მუშაობდა სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის თერჯოლის რაიონულ განყოფილების ...., 2003წ. 4 აგვისტომდე, სანამ მისთვის ცნობილი არ გახდა დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ საშტატო რიცხოვნობის შემცირებასთან დაკავშირებით განთავისუფლების შესახებ, მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა 2003წ. 4 აგვისტოს, როცა მოთხოვნის შესაბამისად არაოფიციალურად ჩაბარდა განთავისუფლების ბრძანება. მოსარჩელემ განმარტა, რომ ორგანიზაციას მისთვის არ ჩაუბარებია ბრძანება “შრომის კანონთა კოდექსის” 42.2 მუხლის შესაბამისად, არ ჩაბარებია შრომის წიგნაკი განთავისუფლების დღეს, არ არსებობს პროფკავშირის თანხმობა მის განთავისუფლებაზე, არ გასწორებია საბოლოო ანგარიში და არ მიუღია “შრომის კანონთა კოდექსის” 42.2 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია, რის გამოც მოითხოვა სოფლის მეურნეობის პროდუქციის და ფქვილის ხარისხის კონტროლის ინსპექციის 2003წ. 02. 06 ბრძანების ბათილად ცნობა და იძულებით განაცდურის 600 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
მოპასუხე _ სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის კონტროლის ინსპექციამ არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
რაიონული სასამართლოს 2003წ. 06.10 გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლოს დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
2003წ. 02.06 ¹63-ვ ბრძანებით ნ. მ-ი განთავისუფლდა სამსახურიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის შესაბამისად.
რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127.1 მუხლი და განმარტა, რომ სარჩელი სასამართლოში შეტანილ იქნა სადავო ბრძანების მიღებიდან ორთვე ნახევრის შემდეგ, რის გამოც გასაჩივრების ვადა მოსარჩელის მიერ გაშვებულ იქნა, ამასთან ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ თავად განყოფილების უფროსმა არ იცოდა ორი თვის განმავლობაში რაიონში მისი განყოფილების გაუქმებაზე.
რაიონულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ნ. მ-ი არ ყოფილა გაფრთხილებული წინასწარ შტატების შემცირებაზე, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ეს არ შეიძლება იყოს განთავისუფლების ბრძანების გაუქმების საფუძველი, რადგან ნ. მ-ის მიერ გაშვებული იქნა სადავო ბრძანების გასაჩივრების ვადა.
რაონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება, შემდეგი მოტივით:
2001წ. 16.08 თერჯოლის რ-ნის გამგებლისადმი სოფლის მეურნეობის პროდუქციის და ფქვილის ხარისხის ინსპექციის ... გ. გ-ის ¹5121 მიმართვის საფუძველზე ინსპექციის ხელმძღვანელობამ თანხმობა განაცხადა აპელანტის თერჯოლის რ-ნის “სოფლის მეურნეობის პროდუქციის და ფქვილის ხარისხის ინსპექციის” უფროსად დანიშვნაზე. თერჯოლის რ-ნის სოფლის მეურნეობის და სურსათის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2001წ. 20.09 ბრძანების საფუძველზე, სოფლის მეურნეობის და სურსათის სმინისტროს, სოფლის მეურნეობის პროდუქციის და ფქვილის ხარისხის ინსპექციის 2001წ. 16.08 ¹21/21 წერილის საფუძველზე აპელანტი 2002წ. 09.07 ბრძანებით დაინიშნა თერჯოლის რ-ნის სოფლის მეურნეიობის პროდუქციის და ფქვილის ხარისხის ინსპექციის ...., ხელფასის განაკვეთი ფანისაზღვრა საშტატო განრიგის მიხედვით. მითითებულ თანამდებობაზე მუშაობდა 2003წ. 04 აგვისტომდე.
აპელანტის განთავისუფლებისას მოაპსუხის მიერ დარღვეულ იქნა “შრომის კანონთა კოდექსის” 42-ე მუხლის მოთხოვნა და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლი, ასევე, “შრომის კანონთა კოდექსის” 422 მუხლი. ამასთან, აპელანტი აღნიშნავს, რომ მას განთავისუფლების შესახებ ბრძანება არ ჩაბარებია. აღნიშნული ბრძანების შესახებ ცნობილი გახდა 2003წ. 04.08, ხოლო ამ პერიოდამდე ჩვეულებრივად აგრძელებდა მუშაობას თანამდებობაზე. სასამართლოში მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებით, რომ სადავო ბრძანება მას მოთხოვნის შესაბამისად ჩაბარდა 2003წ. 04.08, ხოლო სასამართლოში სარჩელი აღძრა 2003წ. 13.08-ში, მის მიერ დაცული იქნა “შრომის კანონთა კოდექსის” 204-ე და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127.1 მუხლების მოთხოვნები.
აპელანტი თვლის, რომ მისი განთავისუფლების დროს ასევე დარღვეულ იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე და 97-ე მუხლების, ასევე 109-ე მუხლის მოთხოვნები.
სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 02.03 განჩინებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს 2003წ. 06.10 გადაწყვეტილება.
ნ. მ-ის საკასაციო საჩივრის საფუძველზე უზენაესი სასამართლოს მიერ 2004წ. 09.06 განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 23.12 გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამართლოს 2003წ. 06.10. გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
სოფლის მეურნეობის პროდუქტისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის 2002წ. 09.07 ¹91 ბრძანებით თერჯოლის რაიონული განყოფილების ... დაინიშნა ნ. მ-ი. სოფლის მეურნეობის პროდუქტისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის 2003წ. 02.06 ¹63-კ ბრძანების ამონაწერის თანახმად, 2003წ. ბიუჯეტის შესახებ კანონის პირველი თავის 19.1 მუხლის და სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003წ. 17 მარტის ¹2-62 ბრძანების 2.2 პუნქტის შესასრულებლად, 2003წ. 01.06 კანონმდებლობით დადგენილი წესით მუშაკთა საშტატო რცხოვნების შემცირებასთან დაკავშირებით ინსპექციის 2003წ. 02.04 ¹17 ბრძაებით, შრომის კანონთა კოდექსის 422 მუხლის შესაბამისად, ინსპექციის თითოეული მუშაკი პერსონალურად იქნა გაფრთხილებული მოსალოდნ. განთავისუფლების შესახებ. აღნიშნული კანონის და ბრძანების შესრულების უზრუნველსაყოფად 2003წ. 01.06 ნ. მუჯირი განთავისუფლებულ იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის შესაბამისად. დაკავებული თანამდებობიდან ბრძანება ნ. მ-ს ჩაბარდა 2003წ. 04.08.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 14.2 და “შრომის კანონთა კოდექსის” 204.1 მუხლი და: იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ბრძანება მოსარჩელეს ჩაბარდა 2003წ. 04.08, ხოლო, სარჩელი რაიონულ სასამართლოში აღძრული იქნა 2004წ. 18.08, ნუგზარ მუჯირის სარჩელი არ იყო ხანდაზმული და მოსარჩელეს არ გაუშვია სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის ერთთვიანი ვადა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე და 108.1 მუხლი და განმარტა, რომ საქმის მასალებით არ დადასტურდა, რომ ნ. მ-ი პერსონალურად იქნა გაფრთხილებული მოსალოდნ. შემცირების თაობაზე, აგრეთვე არ დადასტურდა, რომ მას შესთავაზეს სხვა თანამდებობა, ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე და სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლები, რის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება ნ. მ-ის განთავისუფლების ნაწილში, ნ. მ-ი აღდგენილ იქნა განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე და მასვე უნაზღაურდა ხელფასი სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სოფლის მეურნეობის პროდუქტისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციამ, რომლითაც მოითხოვა მითითებული გადაწყვეტილების გაუქმება, შემდეგი მოტივით:
სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, ინსპექციის უფროსის ¹63-კ 2002წ. 02.06 ბრძანება, რომლის თანახმად, ინსპექციის თითეული მუშაკი პერსონალურად იქნა გაფრთხილებული მოსალოდნ. განთავისუფლების შესახებ; შესაბამისად გაფრთხილებულ იქნა თერჯოლის რაიონული განყოფილების უფროსიც. ინსპექციის უფროსის 2003წ. 03.04 ¹17 ბრძანების თანახმად მუშაკთა გაფრთხილება შტატების მოსალოდნ. შემცირების შესახებ დაევალა სამსახურის აპარატს და იურისტს, რომლებსაც ტელეფონოგრამით შეატყობინეს ნ. მ-ს აღნიშნულის შესახებ.
ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ მათ მიერ არ ყოფილა დარღვეული “შრომის კანონთა კოდექსის” 422 მუხლი.
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ შესაგებელში ნ. მ-მა არ ცნო საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლით:
მოწინააღმდეგე მხარე მიიჩნევს, მისი განთავისუფლების დარღვეულ იქნა რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე და 108.1. მუხლების მოთხოვნები, კერძოდ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ის გაფრთხილებული იყო მოსალოდნ. შემცირების თაობაზე, ამასთან, მისთვის არ შეუთავაზებიათ სხვა თანამდებობა.
მოწინააღმდეგე მხარე თვლის, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 70-ე და სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლები სადაო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, შესაბამისად მას ასევე უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112 -ე მუხლის საფუძველზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინების მიღებისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსკ-ის 393.2 და 394 “ე” მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს სსკ-ის 394 “თ” პუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, კერძოდ, საქმეში სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 23 დეკემბრის მთავარი სხდომის ოქმი ხელმოუწერელია, სხდომის თავმჯდომარის მიერ.
სსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიისან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო პრეტენზია დასაბუთებულია, რამდენადაც საქმის ფურცელ 5-ზე წარმოდგენილია თერჯოლის რ-ნის ინსპექციის ¹63-კ ბრძანების ამონაწერი, რომლის შესაბამისად, “ 2003წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის I თავის მე-19 პუნქტისა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 17 მარტის ¹2-62 ბრძანების 2.2 პუნქტის შესასრულებლად 2003წ. 1 ივნისიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით მუშაკთა საშტატო რიცხოვნების შემცირებასთან დაკავშირებით ინსპექციის 2003წ. 2 აპრილის ¹17 ბრძანებით, შრომის კანონთა კოდექსის 422 მუხლის შესაბამისად, ინსპექციის თითოეული მუშაკი გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნ. განთავისუფლების შესახებ. საკასაციო საჩივარში კასატორი ასევე უთითებს, რომ 2003წ. 2 აპრილის ¹17 ბრძანებით მუშაკთა გაფრთხილება მოსალოდნ. შტატების შემცირების შესახებ დაევალა სამსახურის აპარატს და იურისტს, მათ კი ტელეფონოგრამით შეატყობინეს ნ. მ-ს აღნიშნულის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას აღნიშნულ გარემობებზე არ უმსჯელია და ამ ფაქტისათვის შესაბამისი სამართლებრივი შეფასება არ მიუცია. სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოითხოვოს შესაბამისი მტკიცებულება ადმინისტრაციული ორგანოდან და შეაფასოს მისი შესაბამისობა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108.1 მუხლით იმპერატიულად დადგენილ ვალდებულებასთან _ საჯარო მოხელის გაფრთხილების აუცილებლობასთა დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და სამოქალაქო კოდექსის ნორმები რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა, ამასთან, იურიდიულად დაუსაბუთებლად, ვინაიდან, სასამართლომ შეფასება არ მისცა დავის საგანს და ისე გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე და სამოქალაქო კოდექსის 59-ე სამოქალაქო გარიგების ბათილად ცნობის მომწესრიგებელი ნორმები, შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობას არასწორად შეუფარდა მატერიალური სამართლის ნორმა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ბრძანება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მის მიმართ არ შეიძლება გავრცელდეს გარიგების მომწესრიგებელი ნორმების მოქმედება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას ასევე არსებითად უნდა იმსჯელოს იმ გარემოებაზე, რომ არც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი და არც “შრომის კანონთა კოდექსი” არ ითვალისწინებს ტოლფასი თანამდებობის ცნებას, სასამართლოს მიერ გამოკვლეული უნდა იქნეს არსებობს თუ არა რეორგანიზაციის შემდეგ ის თანამდებობა ინსპექციის სტრუქტურაში, რომელიც ნ. მ-ს ეკავა სამსახურიდან გათავისუფლებამდე და შესაბამისად, ნ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მისი აღდგენა განახორციელოს მითითებული გარემოების გამოკვლევა-დადგენის შემდეგ.
ყოველივე ზემოღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, შეუძლებელია საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას არ იქნა დადგენილი ყველა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე მოიპოვოს შესაბამისი მტკიცებულებები და გამოიკვლიოს მითითებული გარემოებები საქმეზე ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 სსკ-ის 372-ე, 390-ე, 394-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.