Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-1186-1115-2012 5 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ლ. ხ-ი, ნ. დ-ე, ნ. ე-ი, ე. გ-ის წარმომადგენელი დ. გ-ი, ე. უ-ა, მ. ჩ-ე, ბ. წ-ა, ნ. დ-ე, ნ. შ-ი, ე. ჭ-ა, ა. ჭ-ა, ნ. ჭ-ა, შ. ბ-ი, თ. ფ-ი, ზ. კ-ი, ა. კ-ე, მ. მ-ე, გ. წ-ა, ნ. ჩ-ი, ნ. გ-ი, ა. გ-ე, დ. გ-ი, ლ. ფ-ი, თ. ფ-ი, ს. ჭ-ე, ლ. ო-ე, თ. ს-ი, გ. გ-ი, შ. ქ-ე, თ. შ-ს მინდობილობით რ. მ-ა, თ. მ-ე, ქ. გ-ი, თ. ჭ-ე, მ. ს-ი, ვ. წ-ე, თ. ბ-ი, თ. ქ-ა, გ. შ-ა, პ. ბ-ა, ა. კ-ე, გ. წ-ი, შ. გ-ი, ნ. მ-ი, ი. კ-ი, ქ. ბ-ე, გ. ღ-ი, ნ. მ-ე, ნ. ქ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. გ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ამხანაგობა „გ.-2007-ის“ მიმართ მოპასუხისაგან ნარდობის ხელშეკრულებების საფუძველზე მისაღები უძრავი ქონების მიუღებლობით მიყენებული ზიანის – 189500 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ლ. გ-მა მოითხოვა მოპასუხეებად იბა „გ.-2007-ის“ დამფუძნებლების – მ. გ-ს, ლ. ხ-ის, ნ. დ-ის, ნ. ე-ისა და ა. ო-ის საქმეში მოპასუხეებად ჩაბმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი ამხანაგობა „გ.-2007-ის“, მ. გ-ს, ლ. ხ-ის, ნ. დ-ის, ნ. ე-ისა და ა. ო-ის მიმართ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 189500 აშშ დოლარის გადახდა, რაც მ. გ-მ, ლ. ხ-მა, ნ. დ-მა, ნ. ე-მა, ასევე ე. გ-ის წარმომადგენელმა დ. გ-მა, ე. უ-მ, მ. ჩ-მ, ბ. წ-მ, ნ. დ-მ, ნ. შ-მ, ე. ჭ-მ, ა. ჭ-მ, ნ. ჭ-მ, შ. ბ-მა, თ. ფ-მა, ზ. კ-მა, ა. კ-მ, მ. მ-მ, გ. წ-მ, ნ. ჩ-მა, ნ. გ-მა, ა. გ-მ, დ. გ-მა, ლ. ფ-მა, თ. ფ-მა, ს. ჭ-მ, ლ. ო-მ, თ. ს-მა, გ. გ-მა, შ. ქ-მ, თ. შ-ს მინდობილობით რ. მ-მ, თ. მ-მ, ქ. გ-მა, თ. ჭ-მ, მ. ს-მა, ვ. წ-მ, თ. ბ-მა, თ. ქ-მ, გ. შ-მ, პ. ბ-მ, ა. კ-მ, გ. წ-მა, შ. გ-მა, ნ. მ-მა, ი. კ-მა, ქ. ბ-მ, გ. ღ-მა, ნ. მ-მ და ნ. ქ-მ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ივლისის განჩინებით ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „გ.-2007-ის“ წევრების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2012 წლის 6 მარტს წარდგენილ სარჩელში მოსარჩელემ მოპასუხედ დაასახელა ინდივიდუალური ბინამშენებლობის ამხანაგობა „გ.-2007“. 2012 წლის 9 მარტს მან დააზუსტა მოპასუხეთა წრე და წარმოდგენილ სარჩელზე მოპასუხეებად მიუთითა ამავე ამხანაგობის დამფუძვნებლები – მ. გ-ა, ლ. ხ-ი, ნ. დ-ე, ნ. ე-ი და ა. ო-ე. ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოპასუხეებს საქმეში სწორედ ეს უკანასკნელნი წარმოადგენდნენ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ამხანაგობის წევრები ხსენებული ნორმით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე სუბიექტები არ არიან და მათი სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ლ. ხ-მა, ნ. დ-მა, ნ. ე-მა, ასევე ე. გ-ის წარმომადგენელმა დ. გ-მა ე. უ-მ, მ. ჩ-მ, ბ. წ-მ, ნ. დ-მ, ნ. შ-მ, ე. ჭ-მ, ა. ჭ-მ, ნ. ჭ-მ, შ. ბ-მა, თ. ფ-მა, ზ. კ-მა, ა. კ-მ, მ. მ-მ, გ. წ-მ, ნ. ჩ-მა, ნ. გ-მა, ა. გ-მ, დ. გ-მა, ლ. ფ-მა, თ. ფ-მა, ს. ჭ-მ, ლ. ო-მ, თ. ს-მა, გ. გ-მა, შ. ქ-მ, თ. შ-ს მინდობილობით რ. მ-მ, თ. მ-მ, ქ. გ-მა, თ. ჭ-მ, მ. ს-მა, ვ. წ-მ, თ. ბ-მა, თ. ქ-მ, გ. შ-მ, პ. ბ-მ, ა. კ-მ, გ. წ-მა, შ. გ-მა, ნ. მ-მა, ი. კ-მა, ქ. ბ-მ, გ. ღ-მა, ნ. მ-მ და ნ. ქ-მ შეიტანეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად მიუთითა ამხანაგობის დამფუძნებლები. რეალურად ლ. გ-მა მოითხოვა სადავო ამხანაგობასთან ერთად მოპასუხედ ჩაბმულიყვნენ მისი დასახელებული დამფუძნებლები.

სააპელაციო პალატამ არ ჩათვალა რა ამხანაგობა „გ.-2007“ მოპასუხედ, პრაქტიკულად ისე შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი, რომ არც კი განუხილავს სააპელაციო საჩივარი.

აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა ამხანაგობის წევრთა მონაწილეობის გარეშე, რაც უკანონოა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს ე. გ-ის წარმომადგენელ დ. გ-ის, ე. უ-ს, მ. ჩ-ის, ბ. წ-ს, ნ. დ-ის, ნ. შ-ის, ე. ჭ-ს, ა. ჭ-ს, ნ. ჭ-ს, შ. ბ-ის, თ. ფ-ის, ზ. კ-ის, ა. კ-ის, მ. მ-ის, გ. წ-ს, ნ. ჩ-ის, ნ. გ-ის, ა. გ-ის, დ. გ-ის, ლ. ფ-ის, თ. ფ-ის, ს. ჭ-ის, ლ. ო-ის, თ. ს-ის, გ. გ-ის, შ. ქ-ის, თ. შ-ს მინდობილობით რ. მ-ს, თ. მ-ის, ქ. გ-ის, თ. ჭ-ის, მ. ს-ის, ვ. წ-ის, თ. ბ-ის, თ. ქ-ს, გ. შ-ს, პ. ბ-ს, ა. კ-ის, გ. წ-ის, შ. გ-ის, ნ. მ-ის, ი. კ-ის, ქ. ბ-ის, გ. ღ-ის, ნ. მ-ისა და ნ. ქ-ს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონმდებელი განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მქონე პირთა წრეს და ასეთად მიიჩნევს მხარეებს, მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ განუხილველად დატოვა ე. უ-სა და სხვათა სააპელაციო საჩივარი იმ მოტივით, რომ აპელანტები ზემოხსენებული ნორმით დადგენილ პირთა წრეს არ განეკუთვნება.

სადავო სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი ამხანაგობა „გ.-2007-ის“, მ. გ-ს, ლ. ხ-ის, ნ. დ-ის, ნ. ე-ისა და ა. ო-ის მიმართ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 189500 აშშ დოლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ აპელანტები, რომელთა მოთხოვნათ განუხილველად იქნა დატოვებული, არიან ამხანაგობა „გ.-2007-ის“ წევრები და აღნიშნული საკითხი სადავოდ არ გამხდარა. პალატა ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო კოდექსის 934-ე მუხლის პირველის ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის მიხედვით თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ერთობრივი ხელშეკრულების (ამხანაგობის) მონაწილეები ერთობლივად უძღვებიან საქმეებს და წარმოადგენენ ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ამასთან, ამავე კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად.

კანონის აღნიშნული ნორმების შესაბამისად, ამხანაგობა მესამე პირებთან ურთიერთობაში შეიძლება წარმოდგენილ იქნეს მისი წევრების მეშვეობით, საიდანაც გამომდინარეობს, რომ ამხანაგობის წევრებს სრული უფლება გააჩნიათ, იდავონ სასამართლოში ამხანაგობის სახელით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებაში ამხანაგობა „გ.-2007“ მითითებულია ერთ-ერთ მოპასუხედ. ამავდროულად ცხადია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უშუალოდ ეხება ამხანაგობა „გ.-2007-ის“ წევრთა უფლებებს, – მათ ხსენებული ამხანაგობის დამფუძნებლებთან ერთად დაეკისრათ სოლიდური თანხის გადახდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ე. უ-სა და სხვათა სააპელაციო საჩივარი არასწორად დარჩა განუხილველად და პალატამ აპელანტები სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილ პირებად არასწორად არ ჩათვალა.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორთა მითითებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე მათი მონაწილეობის გარეშე უკანონოდ განიხილა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების ფარგლებს სცდება და ამ ეტაპზე საკასაციო პალატის შეფასების საგანი ვერ გახდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. ხ-ის, ნ. დ-ის, ნ. ე-ის, ე. გ-ის წარმომადგენელ დ. გ-ის, ე. უ-ს, მ. ჩ-ის, ბ. წ-ს, ნ. დ-ის, ნ. შ-ის, ე. ჭ-ს, ა. ჭ-ს, ნ. ჭ-ს, შ. ბ-ის, თ. ფ-ის, ზ. კ-ის, ა. კ-ის, მ. მ-ის, გ. წ-ს, ნ. ჩ-ის, ნ. გ-ის, ა. გ-ის, დ. გ-ის, ლ. ფ-ს, თ. ფ-ის, ს. ჭ-ის, ლ. ო-ის, თ. ს-ის, გ. გ-ის, შ. ქ-ის, თ. შ-ს მინდობილობით რ. მ-ს, თ. მ-ის, ქ. გ-ის, თ. ჭ-ის, მ.ს-ის, ვ. წ-ის, თ. ბ-ის, თ. ქ-ს, გ. შ-ს, პ. ბ-ს, ა. კ-ის, გ. წ-ის, შ. გ-ის, ნ. მ-ის, ი. კ-ის, ქ. ბ-ის, გ. ღ-ის, ნ. მ-ისა და ნ. ქ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ივლისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ე. გ-ის წარმომადგენელ დ. გ-ის, ე. უ-ს, მ. ჩ-ის, ბ. წ-ს, ნ. დ-ის, ნ. შ-ის, ე. ჭ-ს, ა. ჭ-ს, ნ. ჭ-ს, შ. ბ-ის, თ. ფ-ის, ზ. კ-ის, ა. კ-ის, მ. მ-ის, გ. წ-ს, ნ. ჩ-ის, ნ. გ-ის, ა. გ-ის, დ. გ-ის, ლ. ფ-ის, თ. ფ-ის, ს. ჭ-ის, ლ. ო-ის, თ. ს-ის, გ. გ-ის, შ. ქ-ის, თ. შ-ს მინდობილობით რ. მ-ს, თ. მ-ის, ქ. გ-ის, თ. ჭ-ის, მ. ს-ის, ვ. წ-ის, თ. ბ-ის, თ. ქ-ს, გ. შ-ს, პ. ბ-ს, ა. კ-ის, გ. წ-ის, შ. გ-ის, ნ. მ-ის, ი. კ-ის, ქ. ბ-ის, გ. ღ-ის, ნ. მ-ისა და ნ. ქ-ს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

თ. თოდრია