Facebook Twitter

№ა-1833-შ-36-2012 11 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ი. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ს. ბ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს - საბერძნეთის ქ. პირეას სასამართლოს 2010 წლის 30 იანვრის და ამავე სასამრთლოს 2010 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი - შვილად აყვანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საბერძნეთის ქ. პირეას სასამართლოს 2010 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით მ. გ-ს ე-ის ძის და ი. ბ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, საქართველოს მოქალაქე ს. ბ. ცნობილ იქნა მ. გ. ე-ის ძის და ი. ბ-ის შვილად.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი. ბ-მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი საბერძნეთის ქ. პირეას სასამართლოს 2010 წლის 30 იანვრის და ამავე სასამრთლოს 2010 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს საელჩოს მიერ ლეგალიზებული გადაწყვეტილებისა და მისი თარგმანის შესწავლით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, განხილულ იქნა სასამართლოს დახურულ სხდომაზე და მოპასუხე მასში მონაწილეობას წარმომადგენლის მეშვეობით იღებდა, დადენილია, რომ მხარემ (შვილად ამყვანმა) თანხმობა განაცხადა საქართველოს მოქალაქის შვილად აყვანაზე, სასამართლომ მისი კომპეტენციის ფარგლებში შეამოწმა და დაადგინა, რომ შვილად აყვანა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას - სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებს. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია ის გარემოება, რომ შვილად ასაყვანი პირი - ს. ბ-ი საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 მაისის განჩინებით მოცემული შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ი. ბ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ. პირეას სასამართლოს 2010 წლის 30 იანვრის და ამავე სასამრთლოს 2010 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბერძნეთის ქ. პირეას სასამართლოს 2010 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით მ. გ. ე-ის ძის და ი. ბ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, საქართველოს მოქალაქე ს. ბ. ცნობილ იქნა მ. გ. ე-ის ძის და ი. ბ-ის შვილად.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი საბერძნეთის ქ. პირეას სასამართლოს 2010 წლის 30 იანვრის და ამავე სასამრთლოს 2010 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს საელჩოს მიერ ლეგალიზებული გადაწყვეტილებისა და მისი თარგმანის შესწავლით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, განხილულ იქნა სასამართლოს დახურულ სხდომაზე და მოპასუხე მასში მონაწილეობას წარმომადგენლის მეშვეობით იღებდა, დადენილია, რომ მხარემ (შვილად ამყვანმა) თანხმობა განაცხადა საქართველოს მოქალაქის შვილად აყვანაზე, სასამართლომ მისი კომპეტენციის ფარგლებში შეამოწმა და დაადგინა, რომ შვილად აყვანა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას - სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებს. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია ის გარემოება, რომ შვილად ასაყვანი პირი - ს. ბ-ი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია, ამდენად, საბერძნეთის ქ. პირეას სასამართლოს 2010 წლის 30 იანვრის და ამავე სასამრთლოს 2010 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ბ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ. პირეას სასამართლოს 2010 წლის 30 იანვრის და ამავე სასამართლოს 2010 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საბერძნეთის ქ. პირეას სასამართლოს 2010 წლის 30 იანვრის და ამავე სასამრთლოს 2010 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს მოქალაქე ს. ბ-ი ცნობილ იქნა მ. გ. ე-ის ძის და ი. ბ-ის შვილად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

თ. თოდრია