საქმე №ა-1846-შ-37-2012 15 ოქტომბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ჯ. მ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – შვეიცარიის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის (სარჩოს) დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შვეიცარიის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა შემდეგი:
1. ნებას რთავს ცოლ-ქმარ დ. მ-ისა და ი. მ-ს იცხოვრონ ცალ-ცალკე ორი წლის ვადით, ანუ 2012 წლის 31 ოქტომბრამდე;
2. ნებას რთავს ი. მ-ს დაიბრუნოს თავისი ტანსაცმელი, აგრეთვე პირადი დოკუმენტები და ნივთები.
3. აცხადებს, რომ დ. მ-ი მონაწილეობას მიიღებს მეუღლის რჩენაში, 3000 ფრანკის ოდენობის ყოველთვიური ალიმენტის რეგულარულად გადახდით. თანხას ხელზე გადაუხდის ი. მ-ს, წინასწარ, ყოველი თვის პირველ რიცხვში, აღნიშნული თარიღით დაწყებული, ანუ 2009 წლის 1 დეკემბრიდან.
4. აცხადებს ცოლ-ქმარ დ. მ-ისა და ი. მ-ს ქონების გამიჯვნის რეჟიმს, დაუყოვნებლივ აღსრულებით.
5. არ აკმაყოფილებს მხარეების არცერთ სხვა, ან შემდგომ მოთხოვნებს.
6. აცხადებს, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია მოსაკრებლისა და სასამართლო ხარჯების გარეშე.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 22 სექტემბერს და შვეიცარიის ტერიტორიაზე აღსრულდა ნაწილობრივ, კერძოდ, დ. მ-მა გადაიხადა მხოლოდ 2009 წლის დეკემბრის თვის ალიმენტი.
ი. მ-მა მიმართა შვეიცარიაში ვოდის კანტონში (შუამდგომლობის ავტორი საცხოვრებელი ადგილი 2009-2010წწ.) „სარჩოს/ალიმენტის გადახის აღსრულებისა და ავანსების გაცემის ოფისს“ (BRAPA), რომელიც სარჩოსა და ალიმენტების გადახდასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების უფასო აღსრულებას ახორციელებს, სადაც დღევანდელი მდგომარეობით მიმდინარეობს ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულება მხოლოდ ცხრა თვის საალიმენტო თანხაზე, კერძოდ, 2010 წლის 1 მაისიდან 2011 წლის 31 იანვრამდე.
ი. მ-ის წარმომადგენელმა ნ. ბ-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შვეიცარიის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის (სარჩოს) დაკისრების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 მაისის განჩინებით ი. მ-ის წარმომადგენელ ნ. ბ-ის შუამდგომლობა შვეიცარიის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის (სარჩოს) დაკისრების ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში.
2012 წლის 8 ოქტომბერს ი. მ-ის წარმომადგენელმა ნ. ბ-მ წარმოადგინა დაზუსტებული შუამდგომლობა და მოითხოვა შვეიცარიის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ალიმენტის (სარჩოს) დაკისრების ნაწილში 2010 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 მაისამდე და 2011 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების განხორციელების მომენტამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ი.მ-ის წარმომადგენელ ნ. ბ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ შვეიცარიის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა შემდეგი:
1. ნებას რთავს ცოლ-ქმარ დ. მ-სა და ი.მ-ს იცხოვრონ ცალ-ცალკე ორი წლის ვადით, ანუ 2012 წლის 31 ოქტომბრამდე;
2. ნებას რთავს ი. მ-ს დაიბრუნოს თავისი ტანსაცმელი, აგრეთვე პირადი დოკუმენტები და ნივთები.
3. აცხადებს, რომ დ. მ-ი მონაწილეობას მიიღებს მეუღლის რჩენაში, 3000 ფრანკის ოდენობის ყოველთვიური ალიმენტის რეგულარულად გადახდით. თანხას ხელზე გადაუხდის ი. მ-ს, წინასწარ, ყოველი თვის პირველ რიცხვში, აღნიშნული თარიღით დაწყებული, ანუ 2009 წლის 1 დეკემბრიდან.
4. აცხადებს ცოლ-ქმარ დ. მ-ისა და ი. მ-ს ქონების გამიჯვნის რეჟიმს, დაუყოვნებლივ აღსრულებით.
5. არ აკმაყოფილებს მხარეების არცერთ სხვა, ან შემდგომ მოთხოვნებს.
6. აცხადებს, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია მოსაკრებლისა და სასამართლო ხარჯების გარეშე.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 22 სექტემბერს და შვეიცარიის ტერიტორიაზე აღსრულდა ნაწილობრივ, კერძოდ, დ. მ-მა გადაიხადა მხოლოდ 2009 წლის დეკემბრის თვის ალიმენტი.
ი. მ-მა მიმართა შვეიცარიაში ვოდის კანტონში (შუამდგომლობის ავტორი საცხოვრებელი ადგილი 2009-2010წწ.) „სარჩოს/ალიმენტის გადახის აღსრულებისა და ავანსების გაცემის ოფისს“ (BRAPA), რომელიც სარჩოსა და ალიმენტების გადახდასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების უფასო აღსრულებას ახორციელებს, სადაც დღევანდელი მდგომარეობით მიმდინარეობს ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულება მხოლოდ ცხრა თვის საალიმენტო თანხაზე, კერძოდ, 2010 წლის 1 მაისიდან 2011 წლის 31 იანვრამდე.
ი. მ-ის წარმომადგენელმა ნ. ბ-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შვეიცარიის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის (სარჩოს) დაკისრების ნაწილში 2010 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 მაისამდე და 2011 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების განხორციელების მომენტამდე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, შვეიცარიის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება ალიმენტის (სარჩოს) დაკისრების ნაწილში 2010 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 მაისამდე და 2011 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების განხორციელების მომენტამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. მ-ის წარმომადგენელ ნ. ბ-ის შუამდგომლობა შვეიცარიის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის (სარჩოს) დაკისრების ნაწილში, 2010 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 მაისამდე და 2011 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების განხორციელების მომენტამდე, დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად შვეიცარიის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დ. მ-ს დაევალა მეუღლის რჩენაში მონაწილეობის მიიღება, 3000 ფრანკის ოდენობის ყოველთვიური ალიმენტის რეგულარულად გადახდით. თანხას ხელზე გადაუხდის ი. მ-ს, წინასწარ, ყოველი თვის პირველ რიცხვში, აღნიშნული თარიღით დაწყებული, ანუ 2009 წლის 1 დეკემბრიდან.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
მ. სულხანიშვილი