საქმე # ა-2049-შ-43-2012 30 ოქტომბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ მ. ა-ი
წარმომადგენელი – მ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ დ. გ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე _ ჰოლანდიის დასავლეთ-ფლანდრიის პროვინციის ქ.კორტრეიკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 1 აპრილის განაჩენი (გადაწყვეტილებa)
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჰოლანდიის დასავლეთ-ფლანდრიის პროვინციის ქ.კორტრეიკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 1 აპრილის განაჩენით (გადაწყვეტილებით) მ.ა-ი, დაბადებული ქ.თბილისში, 1973 წლის 25 ივლისს და დ. გ-ი, დაბადებული თბილისში, 1976 წლის 29 აპრილს, რომლებიც დაქორწინდნენ კასპში (საქართველო) 1999 წლის 2 ნოემბერს გამოცხადდნენ გაყრილებად.
მ. ა-ის წარმომადგენელმა მ. მ-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჰოლანდიის დასავლეთ-ფლანდრიის პროვინციის ქ.კორტრეიკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 1 აპრილის განაჩენის (გადაწყვეტილების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2012 წლის 25 მაისის განჩინებით მ. ა-ის წარმომადგენელ მ. მ-ის შუამდგომლობა ჰოლანდიის დასავლეთ-ფლანდრიის პროვინციის ქ.კორტრეიკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 1 აპრილის განაჩენის (გადაწყვეტილების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ მ. ა-ის წარმომადგენელ მ. მ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ჰოლანდიის დასავლეთ-ფლანდრიის პროვინციის ქ.კორტრეიკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 1 აპრილის განაჩენით (გადაწყვეტილებით) მ. ა-ი, დაბადებული ქ.თბილისში, 1973 წლის 25 ივლისს და დ. გ-ი, დაბადებული თბილისში, 1976 წლის 29 აპრილს, რომლებიც დაქორწინდნენ კასპში (საქართველო) 1999 წლის 2 ნოემბერს გამოცხადდნენ გაყრილებად.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, ჰოლანდიის დასავლეთ-ფლანდრიის პროვინციის ქ.კორტრეიკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 1 აპრილის განაჩენი (გადაწყვეტილება) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ა-ის წარმომადგენელ მ. მ-ის შუამდგომლობა ჰოლანდიის დასავლეთ-ფლანდრიის პროვინციის ქ.კორტრეიკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 1 აპრილის განაჩენის (გადაწყვეტილების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ჰოლანდიის დასავლეთ-ფლანდრიის პროვინციის ქ.კორტრეიკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 1 აპრილის განაჩენი (გადაწყვეტილება), რომლითაც მ. ა-ი, დაბადებული ქ.თბილისში, 1973 წლის 25 ივლისს და დ. გ-ი, დაბადებული თბილისში, 1976 წლის 29 აპრილს, რომლებიც დაქორწინდნენ კასპში (საქართველო) 1999 წლის 2 ნოემბერს გამოცხადდნენ გაყრილებად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
მ. სულხანიშვილი