საქმე # ა-2172-შ-48-2012 30 ოქტომბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ გ. ნ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ ე. ს-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე _ ისრაელის იერუსალიმის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2011 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ისრაელის იერუსალიმის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2011 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ.თბილისში, 1994 წლის 20 აგვისტოს გ. ნ-სა და ე. ს-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა. ინფორმაცია განქორწინების შესახებ მიეწოდა შსს-ს. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა ძალაში 2011 წლის 11 დეკემბერს.
გ. ნ-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ისრაელის იერუსალიმის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2011 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2012 წლის 1 ივნისის განჩინებით გ, ნ-ს შუამდგომლობა ისრაელის იერუსალიმის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2011 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ გ. ნ-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ისრაელის იერუსალიმის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2011 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ.თბილისში, 1994 წლის 20 აგვისტოს გ. ნ-სა და ე. ს-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა. ინფორმაცია განქორწინების შესახებ მიეწოდა შსს-ს. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა ძალაში 2011 წლის 11 დეკემბერს.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, ისრაელის იერუსალიმის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2011 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ნ-ს შუამდგომლობა ისრაელის იერუსალიმის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2011 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ისრაელის იერუსალიმის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2011 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ქ.თბილისში, 1994 წლის 20 აგვისტოს გ. ნ-სა და ე. ს-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
მ. სულხანიშვილი