Facebook Twitter

№ა-2768-შ-56-2012 2 ოქტომბერი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ა. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ვ. გ-ო

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს - ერევნის არაბკირ და ქანაქერ-ზეითუნ საადმინისტრაციო მუნიციპალიტეტის საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 1 თებერვლის განაჩენი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ერევნის არაბკირ და ქანაქერ-ზეითუნ საადმინისტრაციო მუნიციპალიტეტის საერთო იურიდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 1 თებერვლის განაჩენით ვ. გ-ო დამნაშავედ იქნა ცნობილი სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 2-ე ნაწილი 2-ე, 3-ე პუნქტებით და 34-177-ე მუხლის 2-ე ნაწილის 3-ე 4-ე პუნქტებით და ვ. ა-ის ძე გ-ს ა. მ-ის ასული ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა დანაშაულით მიყენებული ზარალის - 175. 000 (ას სამოცდათხუთმეტი ათასი) სომხეთის რესპუბლიკის დრამის ანაზღაურება.

ა. ბ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ერევნის არაბკირ და ქანაქერ-ზეითუნ საადმინისტრაციო მუნიციპალიტეტის საერთო იურიდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 1 თებერვლის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ივლისის განჩინებით ა. ბ-ის შუამდგომლობა ერევნის არაბკირ და ქანაქერ-ზეითუნ საადმინისტრაციო მუნიციპალიტეტის საერთო იურიდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 1 თებერვლის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ა. ბ-ის შუამდგომლობა ერევნის არაბკირ და ქანაქერ-ზეითუნ საადმინისტრაციო მუნიციპალიტეტის საერთო იურიდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 1 თებერვლის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ერევნის არაბკირ და ქანაქერ-ზეითუნ საადმინისტრაციო მუნიციპალიტეტის საერთო იურიდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 1 თებერვლის განაჩენით ვ. გ-ო დამნაშავედ იქნა ცნობილი სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 2-ე ნაწილი 2-ე, 3-ე პუნქტებით და 34-177-ე მუხლის 2-ე ნაწილის 3-ე 4-ე პუნქტებით და ვ. ა-ის ძე გ-ს ა. მ-ის ასული ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა დანაშაულით მიყენებული ზარალის - 175. 000 (ას სამოცდათხუთმეტი ათასი) სომხეთის რესპუბლიკის დრამის ანაზღაურება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 1 მარტს, ასევე დასტურდება, რომ მოცემული განაჩენი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, ერევნის არაბკირ და ქანაქერ-ზეითუნ საადმინისტრაციო მუნიციპალიტეტის საერთო იურიდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 1 თებერვლის განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ბ-ის შუამდგომლობა ერევნის არაბკირ და ქანაქერ-ზეითუნ საადმინისტრაციო მუნიციპალიტეტის საერთო იურიდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 1 თებერვლის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ერევნის არაბკირ და ქანაქერ-ზეითუნ საადმინისტრაციო მუნიციპალიტეტის საერთო იურიდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 1 თებერვლის განაჩენი, რომლითაც ვ. გ-ო დამნაშავედ იქნა ცნობილი სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 2-ე ნაწილი 2-ე, 3-ე პუნქტებით და 34-177-ე მუხლის 2-ე ნაწილის 3-ე 4-ე პუნქტებით და ვ. ა-ის ძე გ-ს ა. მ-ის ასული ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა დანაშაულით მიყენებული ზარალის - 175. 000 (ას სამოცდათხუთმეტი ათასი) სომხეთის რესპუბლიკის დრამის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. კვანტალიანი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე