Facebook Twitter

საქმე # ა-3544-შ-71-2012 25 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ი. გ-ი

წარმომადგენელი – შ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ბ-ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ ისრაელის ხაიფას საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება (განაჩენი)

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ისრაელის ხაიფას საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით (განაჩენით) 2000 წლის 18 დეკემბერს ი. გ-სა და ვ-ა ბ-ს შორის საქართველოში რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა. ინფორმაცია განქორწინების შესახებ მიეწოდა შსს-ს. აღნიშნული გადაწყვეტილება (განაჩენი) ძალაშია 2012 წლის 28 აგვისტოდან. ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსახლეობის რეესტრის ამონაწერით დასტურდება ისრაელის ხაიფას საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულება.

ი. გ-ის წარმომადგენელმა შ. კ-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ისრაელის ხაიფას საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ი. გ-ის წარმომადგენელ შ. კ-ის შუამდგომლობა ისრაელის ხაიფას საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ი. გ-ის წარმომადგენელ შ. კ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ისრაელის ხაიფას საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით (განაჩენით) 2000 წლის 18 დეკემბერს ი. გ-სა და ვ. ბ-ს შორის საქართველოში რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა. ინფორმაცია განქორწინების შესახებ მიეწოდა შსს-ს. აღნიშნული გადაწყვეტილება (განაჩენი) ძალაშია 2012 წლის 28 აგვისტოდან. ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსახლეობის რეესტრის ამონაწერით დასტურდება ისრაელის ხაიფას საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულება.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, ისრაელის ხაიფას საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. გ-ის წარმომადგენელ შ. კ-ის შუამდგომლობა ისრაელის ხაიფას საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ისრაელის ხაიფას საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება (განაჩენი), რომლითაც 2000 წლის 18 დეკემბერს ი. გ-სა და ვ. ბ-ს შორის საქართველოში რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

მ. სულხანიშვილი