Facebook Twitter

№ა-3557-შ-72-2012 2 ოქტომბერი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა. ღ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ღ-ე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის მარბურგის საოჯახო საქმეების განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის მარბურგის საოჯახო საქმეების განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა მხარეებს: ი. ღ-სა და ა. ღ-ს შორის, 1994 წლის 8 ოქტომბერს, თბილისში, სამოქალაქო რეგისტრაციის სამსახურში რეგისტრირებული (რეგისტრაციის ნომერი ...) ქორწინება.

ა. ღ-მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა დასახელებულ ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ა. ღ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ა. ღ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის მარბურგის საოჯახო საქმეების განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა მხარეებს: ი. ღ-სა და ა. ღ-ს შორის, 1994 წლის 8 ოქტომბერს, თბილისში, სამოქალაქო რეგისტრაციის სამსახურში რეგისტრირებული (რეგისტრაციის ნომერი 1309) ქორწინება.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, გერმანიის მარბურგის საოჯახო საქმეების განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა მხარეებს: ი. ღ-სა და ა. ღ-ს შორის, 1994 წლის 8 ოქტომბერს, თბილისში, სამოქალაქო რეგისტრაციის სამსახურში რეგისტრირებული (რეგისტრაციის ნომერი ...) ქორწინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ღ-ის შუამდგომლობა გერმანიის მარბურგის საოჯახო საქმეების განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის მარბურგის საოჯახო საქმეების განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა მხარეებს: ი. ღ-სა და ა. ღ-ს შორის, 1994 წლის 8 ოქტომბერს, თბილისში, სამოქალაქო რეგისტრაციის სამსახურში რეგისტრირებული (რეგისტრაციის ნომერი ...) ქორწინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე