საქმე # ა-3871-შ-78-2012 30 ოქტომბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ მ. ქ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. დ-ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ვოიკოვსკის რაიონის №75 სასამართლო უბნის 2011 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ვოიკოვსკის რაიონის №75 სასამართლო უბნის 2011 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმებულ იქნა ქორწინება მ. ქ-სა და ა. ა-ს ასულ დ-ს შორის, რეგისტრირებული საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელვაჩაურის სამსახურის მიერ, ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. ა-ი, 2010 წლის 13 სექტემბერს, სააქტო ჩანაწერი №71201030376, რაზეც გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების წიგნში. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 24 მაისს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
მ. ქ-მ შუმადგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ვოიკოვსკის რაიონის №75 სასამართლო უბნის 2011 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2012 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით მ. ქ-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ვოიკოვსკის რაიონის №75 სასამართლო უბნის 2011 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ მ. ქ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ვოიკოვსკის რაიონის №75 სასამართლო უბნის 2011 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმებულ იქნა ქორწინება მ. ქ-სა და ა. ა-ს ასულ დ-ს შორის, რეგისტრირებული საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელვაჩაურის სამსახურის მიერ, ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. ა-ი, 2010 წლის 13 სექტემბერს, სააქტო ჩანაწერი №71201030376, რაზეც გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების წიგნში. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 24 მაისს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ვოიკოვსკის რაიონის №75 სასამართლო უბნის 2011 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ქ-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ვოიკოვსკის რაიონის №75 სასამართლო უბნის 2011 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ვოიკოვსკის რაიონის №75 სასამართლო უბნის 2011 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმებულ იქნა ქორწინება მ. ქ-სა და ა. ა-ს ა. დ-ს შორის, რეგისტრირებული საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელვაჩაურის სამსახურის მიერ, ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. ა-ი, 2010 წლის 13 სექტემბერს, სააქტო ჩანაწერი №71201030376, რაზეც გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების წიგნში.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
მ. სულხანიშვილი