Facebook Twitter

№ას-1011-948-2012 5 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ლ. კ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჩ-ი“ (მოპაასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 თებერვლის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 15 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ლ. კ-მ მოპასუხე შპს ,,ჩ-ის‘’ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე; ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა შპს ,,ჩ-ისათვის” მის საკუთრებაში რეგისტრირებული 16, 164 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მდებარე, თბილისი, სოფელი წ-ი, საკადასტრო კოდი ... კვ.მ.) გასხვისების და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა.

სასამართლოს 2011 წლის 18 ივლისის განჩინებით ლ. კ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კერძოდ, შპს ,,ჩ-ს” აეკრძალა 120 158 ევროსა და 3050 ლარის ფარგლებში მის საკუთრებაში რეგისტრირებული 16,164 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მდებარე, თბილისი, სოფელი წ-ი, საკადასტრო კოდი ....) გასხვისება. ხოლო ლ. კ-ის მოთხოვნა შპს ,,ჩ“-სათვის მის საკუთრებაში რეგისტრირებული 16, 164 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მდებარე, თბილისი, სოფელი წ-ი, საკადასტრო კოდი ...) იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა ლ. კ-მ. 2011 წლის 8 აგვისტოს განჩინებით ლ. კ-ის საჩივარი დაუსაბუთებლობით იქნა გადაგზავნილი თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ლ. კ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 ივლისის განჩინების ის ნაწილი, რომლითაც ლ. კ-ს უარი ეთქვა შპს ,,ჩ-ისათვის” 16,164 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მდებარე, თბილისი, სოფელი წ-ი, საკადასტრო კოდი ....) იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სასამართლოს ამავე განჩინებით მოპასუხე შპს ,,ჩ-ს” აეკრძალა 16,164 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მდებარე, თბილისში, სოფელი, წ-ი, საკადასტრო კოდი ...) იპოთეკით დატვირთვა.

2011 წლის 13 ოქტომბერს, შპს ,,ჩ-მა” მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა და გარანტიის სახით მოსარჩელის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დეპოზიტზე 1 616 488 აშშ დოლარის და 308 765 ევროს განთავსება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,ჩ-ის” განცხადება უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ლ. კ-ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში მოპასუხისათვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტიის 23 733 ევროსა და 3050 ლარის ოდენობით წარმოდგენა, კერძოდ, თანხის ჩარიცხვა შემდეგ ანგარიშზე: სს ,,ბ. რ-ა”, საქ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტი, საიდენტ, კოდი 204856263. ანგ, №33050001, ბანკის კოდი 220101757.

2011 წლის 22 ნოემბერს ლ.კ-ემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტიის წარმოსადგენად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება. სასამართლოს 2011 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ლ. კ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამავე განჩინებით გაუქმდა სასამართლოს 2011 წლის 18 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის მიხედვითაც შპს ,,ჩ-ს” აეკრძალა 120 158 ევროსა და 3050 ლარის ფარგლებში მის საკუთრებაში რეგისტრირებული 16,164 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მდებარე, თბილისში, სოფელი წ-ი, საკადასტრო კოდი .... გასხვისება.

აღიშნული განჩინება გაასაჩივრა ლ. კ-მ. 2012 წლის 17 იანვრის განჩინებით საჩივარი დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

2012 წლის 24 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შუამდგომლობით (უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნის თაობაზე) მიმართა შპს „ჩ“-ს წარმომადგენელმა გ. ს-მა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებით ლ. კ-ის საჩივარი უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, ასევე შპს „ჩ-ის“ შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით განხორციელებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ: გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა მხოლოდ იმ ნაწილში, რა ფარგლებშიც (სარეზოლუციო ნაწილის) მე-2 პუნქტის მიხედვით ძალაში დარჩა გასხვისების აკრძალვის შესახებ უზრუნველყოფის ღონისძიება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით განხორციელებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა გარდა იმ ნაწილისა, რა ფარგლებშიც (სარეზოლუციო ნაწილის), მე-2 პუნქტის მიხედვით ძალაში დარჩა იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის შესახებ უზრუნველყოფის ღონისძიება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 ივლისის განჩინებით განხორციელებული უზრუნველყოფის ღონისძიება – შპს „ჩ-ისათვის“ მის საკუთრებაში რეგისტრირებული 16, 164 კვ.მ მიწის ნაკვეთის (მდებარე თბილისი, სოფ. წ-ი საკადასტრო კოდი ...) გასხვისების აკრძალვა, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით განხორციელებული უზრუნველყოფის ღონისძიება – შპს „ჩ-ისათვის“ მის საკუთრებაში რეგისტრირებული 16 164 კვ.მ მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა, გაუქმდა ნაწილობრივ და გასხვისების და იპოთეკით დატვირთვის შესახებ აკრძალვა, ძალაში დარჩა შპს „ჩ-ის“ კუთვნილი მიწის ნაკვეთის, მხოლოდ ნაწილზე, კერძოდ შპს „ჩ-ის“ კუთვნილ 13957 კვმ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთის (მდებარე ქ.თბილისი სოფ. წ-ი სარეგისტრაიო კოდი ...) ფარგლებში მოქცეულ შემდეგ მიწის ნაკვეთებზე: 2008 წლის 30 მაისის განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით №26 , 503.10 კვ.მ.; №27, 501.60 კვ.მ. და №28, 504. 70 კვ.მ. ნაკვეთებზე, ასევე შპს „ჩ-ის“კუთვნილ იმავე მისამართზე მდებარე 569 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით №..., განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით ნაკვეთზე №10 ) . გასხვისების და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა 2008 წლის 30 მაისის განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით №26 , 503.10 კვ.მ.; №27, 501.60 კვ.მ. და №28, 504. 70 კვ.მ. ნაკვეთებზე, განხორციელდა დასახელებული ნაკვეთების ცალკე საკადასტრო ერთეულად (მიწის ნაკვეთად) გამოყოფის გზით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საჩივრით გაასაჩივრა ლ. კ-ის წარმომადგენელმა ი. ყ-მა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ივლისის განჩინებით ლ. კ-ის წარმომადგენლის ი. ყ-ის საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. კ-ის წარმომადგენლის ი. ყ-ის საჩივრი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და გამოკლისებით. დასახელებული ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLVIII თავი არ შეიცავს ამა თუ იმ ურთიერთობის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმას, უფლებამოსილია, გამოიყენოს ურთიერთობის მარეგულირებელი ის ნორმა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ქვემდგომი ინსტანციის მიერ საქმის გახილვა-გადაწყვეტისათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.

ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის გადაცემიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს გასაჩივრებულ განჩინებაზე დაიშვება თუ არა საჩივრის (კერძო) შეტანა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი საჩივრის (კერძო) შეტანის გზით განჩინების გასაჩივრებისათვის აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. დასახელებული ნორმა იმპერატიული ხასიათის ნორმათა რიგს განეკუთვნება და ადგენს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის განხილვისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმის ამავე პროცესუალური წესით შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამდენად, ზემდგომი სასამართლოს მიერ საჩივარზე (კერძო საცივარი) მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა.

მოცემულ შემთხვევაში, ლ. კ-ის წარმომადგენელი ი.ყ-ი საჩივრით ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებით ლ. კ-ის საჩივარი უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, ასევე შპს „ჩ-ის“ შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით განხორციელებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ: გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა მხოლოდ იმ ნაწილში, რა ფარგლებშიც (სარეზოლუციო ნაწილის) მე-2 პუნქტის მიხედვით ძალაში დარჩა გასხვისების აკრძალვის შესახებ უზრუნველყოფის ღონისძიება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით განხორციელებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა გარდა იმ ნაწილისა, რა ფარგლებშიც (სარეზოლუციო ნაწილის), მე-2 პუნქტის მიხედვით ძალაში დარჩა იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის შესახებ უზრუნველყოფის ღონისძიება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 ივლისის განჩინებით განხორციელებული უზრუნველყოფის ღონისძიება – შპს „ჩ-ისათვის“ მის საკუთრებაში რეგისტრირებული 16, 164 კვ.მ მიწის ნაკვეთის (მდებარე თბილისი, სოფ. წ-ი საკადასტრო კოდი ...) გასხვისების აკრძალვა, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით განხორციელებული უზრუნველყოფის ღონისძიება – შპს „ჩ-ისათვის“ მის საკუთრებაში რეგისტრირებული 16 164 კვ.მ მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა, გაუქმდა ნაწილობრივ და გასხვისების და იპოთეკით დატვირთვის შესახებ აკრძალვა, ძალაში დარჩა შპს „ჩ-ის“ კუთვნილი მიწის ნაკვეთის, მხოლოდ ნაწილზე, კერძოდ შპს „ჩ-ის“ კუთვნილ 13957 კვმ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთის (მდებარე ქ.თბილისი სოფ. წ-ი სარეგისტრაიო კოდი ...) ფარგლებში მოქცეულ შემდეგ მიწის ნაკვეთებზე: 2008 წლის 30 მაისის განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით №26 , 503.10 კვ.მ.; №27, 501.60 კვ.მ. და №28, 504. 70 კვ.მ. ნაკვეთებზე, ასევე შპს „ჩ-ის“კუთვნილ იმავე მისამართზე მდებარე 569 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით №..., განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით ნაკვეთზე №10 ). გასხვისების და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა 2008 წლის 30 მაისის განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით №26 , 503.10 კვ.მ.; №27, 501.60 კვ.მ. და №28, 504. 70 კვ.მ. ნაკვეთებზე, განხორციელდა დასახელებული ნაკვეთების ცალკე საკადასტრო ერთეულად (მიწის ნაკვეთად) გამოყოფის გზით. აღნიშნული განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის საფუძველზე, წარმოადგენს საბოლოოს და მისი შემდგომი გასაჩივრება საპროცესო კანონმდებლობით არ დაიშვება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ლ. კ-ის წარმომადგენლის ი. ყ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ლ. კ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის 70% – 35 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე, 419-ე, 178-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. კ-ის წარმომადგენლის ი. ყ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

ლ. კ-ს (პირადი №...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150. მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 35 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება

თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

თ. თოდრია