№ას-1036-971-2012 20 ნოემბერი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივანი _ ლელა სანიკიძე
კასატორი _ ე. ქ.-ე
წარმომადგენლები - ლ. ტ.-ი, ლ. ჭაჭუკაშვილი
მოწინააღმდეგე მხარეები _ ი. ზ.-ი, ინდმეწარმე „გ. ღ.-ი“
მესამე პირი - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საავტორო უფლების დაცვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ქ.-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ილ. მ.-ის, შ. ო.-ის, ი. ზ.-ისა და ინდმეწარმე გ. ღ.-ის მიმართ და მოითხოვა საავტორო უფლების დაცვა შემდეგი დასაბუთებით: ე.ქ.-ე და მ. გ.-ე არიან ავტორები ნაწარმოების „საგამოცდო ტესტები აბც კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად“. აღნიშნული ნაწარმოები არსებობს ობიექტური ფორმით, როგორც „კრებული“ და მოიცავს მეთოდური წესით განლაგებულ მასალას. აღნიშნული კრებული, როგორც ინტელექტუალური შრომის ნაყოფი, დაცულ. საავტორო სამართლით. ნაწარმოები შეიქმნა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე და გამოქვეყნდა 2008 წლის მარტში, თუმცა კრებული უფრო ადრეა შექმნილი და დეპონირებული საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში. აღნიშნული კრებულით უკანონოდ ისარგებლეს მოპასუხეებმა. სახელმძღვანელოებში („საგამოცდო ტესტების სრული კრებული“, „ახალი ტესტები ა.ბ.ც.დ.ე მართვის მოწმობის მისაღებად“) მოსარჩელის ავტორობით გამოცემულ კრებულში არსებული ტესტებია გამოყენებული, თუმცა არეულ. მათი თანმიმდევრობა. მოპასუხეებმა განახორციელეს ე.ქ.-ის ნაწარმოების რეპროდუცირება და რეალიზაცია შეცვლილი სათაურით ავტორის თანხმობისა და მისი სახელის მითითების გარეშე, რითაც დაირღვა მოსარჩელის განსაკუთრებული ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები.
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს შემდეგი დასაბუთებით: საგამოცდო ბილეთი, რომელიც განთავსებულ. სააგენტოს საიტზე, შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: 1. სიტუაციური ფოტო; 2. კითხვა; 3. პასუხების ვარიანტები; 4. სწორი პასუხი და 5. კომენტარი ბილეთისადმი. როგორც ხელშეკრულების №1.2 მუხლი ცხადყოფს, მოსარჩელეს უნდა შეედგინა 594 ბილეთისათვის მხოლოდ კითხვები და სავარაუდო პასუხები, ანუ მან მიიღო სლაიდები, დასვა კითხვები და შეადგინა სავარაუდო პასუხები, ხოლო კომენტარები მას არ ეკუთვნის. ამასთან, შსს სსიპ მომსახურების საიტზე ამჟამად 1025 ბილეთია განთავსებული, ამდენად, მისი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ საიტზე განთავსებული ბილეთები შედგენილ. მხოლოდ მის მიერ, არის მცდარი და არ შეესაბამება სინამდვილეს. ხელშეკრულების №3.5 მუხლის მიხედვით, დამკვეთი უფლებამოსილია, შედგენილი კითხვები გამოიყენოს საკუთარი შეხედულებისამებრ. აქედან გამომდინარე, სააგენტომ, როგორც მესაკუთრემ საგამოცდო ბილეთები კომენტარების დამატებისა და შეცდომების შესწორების შემდეგ თავის საიტზე განათავსა. მოწმობა არ წარმოშობს საავტორო უფლებებს და ადასტურებს მხოლოდ დეპონირების ფაქტს შესაბამისი თარიღის მითითებით. როგორც „სამართლებრივი დახმარების ცენტრის“ მისამართით გაგზავნილი მომსახურების სააგენტოს პასუხიდან ირკვევა, სააგენტო მართვის მოწმობის თეორიული გამოცდების ტესტების გამოსაცემად ნებართვის გაცემას არ ახორციელებს. ეს ბუნებრივია, რადგან სააგენტოს არა აქვს ლიცენზიების ან ნებართვების გაცემის უფლება. საგამოცდო ბილეთების მეპატრონე არის მომსახურების სააგენტო, ხოლო მოსარჩელეს მისი განკარგვის ან სხვაგვარი გამოყენების ექსკლუზიური უფლება არ გააჩნია, რადგან საგამოცდო ბილეთები არ წარმოადგენენ მოსარჩელის დამოუკიდებელი ინტელექტუალური შრომის ნაყოფს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით ე. ქ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის მოწმობით დასტურდება, რომ მ. გ.-ის სახელზე, ნაწარმოები: საგზაო მოძრაობის ტესტები A;B;C კატეგორიების მართვის მოწმობის მისაღებად დეპონირებულ. 28.02.2008 წელს. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2009 წლის 24 ივლისის წერილის თანახმად, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობების თეორიული გამოცდების ტესტების გამოსაცემად ნებართვის გაცემას არ ახორციელებს. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის მოწმობით დასტურდება, რომ ილ. მ.-ისა და შ. ო.-ის სახელებზე ნაწარმოები, საგზაო მოძრაობისა და მოძრაობის უსაფრთხოების ,,საგამოცდო ტესტი“, რეგისტრირებულ. 27.02.2007 წელს. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის მოწმობით დასტურდება, რომ ილ. მ.-ის სახელზე ნაწარმოები - საგზაო მოძრაობისა და მოძრაობის უსაფრთხოების საგამოცდო ტესტები დეპონირებულ. 2008 წლის 6 და 25 მარტს. ერთი მხრივ, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (დამკვეთს) და, მეორე მხრივ, ე. ქ.-ეს (შემსრულებელს) შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ხელშეკრულების 1.2. მუხლის თანახმად, შემსრულებელმა აიღო ვალდებულება, შეედგინა 594 კითხვა - შესაბამისი სავარაუდო პასუხებით მართვის მოწმობის მისაღები საგამოცდო ბილეთებისათვის. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 800 ლარით ( 2.1.-2.2. პუნქტები). ხელშეკრულების 3.5. მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამკვეთი უფლებამოსილია, შედგენილი კითხვები გამოიყენოს საკუთარი შეხედულებისამებრ. უდავოა, რომ 25.03.2008 წელს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულებები შესრულებულ. ორივე მხარის მიერ, დამკვეთმა მიიღო 594 კითხვა შესაბამისი სავარაუდო პასუხებით, ხოლო შემსრულებელმა - შეთანხმებული ანაზღაურება. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში 25.11.2011 წელს გამართულ სასამართლო სხდომაზე მესამე პირის - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა განმარტა, მოსარჩელე ე. ქ.-ე არ არის დამამზადებელი საგამოცდო ბილეთების, მან მხოლოდ შეადგინა 594 ბილეთისთვის კითხვები და სავარაუდო პასუხები, ხოლო აღნიშნულ საგამოცდო ბილეთებზე, რომელიც განთავსებულ. სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს საიტზე, საავტორო უფლება ეკუთვნის შსს მომსახურების სააგენტოს. სააგენტომ, როგორც მესაკუთრემ, განათავსა საგამოცდო ბილეთები თავის საიტზე. მესამე პირის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობების თეორიული გამოცდების ტესტების გამოსაცემად ნებართვის გაცემას არ ახორციელებს და ამასთან, სააგენტოს ამ ეტაპზე არ გააჩნია ინტერესი, გააკონტროლოს საიტზე გამოქვეყნებული საგამოცდო ბილეთების წერილობითი სახით გამოცემასთან დაკავშირებული საკითხები.
მოსარჩელე ე. ქ.-ე სარჩელით ითხოვს, მოპასუხეებს აეკრძალოთ ,,საგამოცდო ტესტების სრული კრებულის” (თბილისი, 2008 წელი) და ,,ახალი ტესტები ა,ბ,ც, მართვის მოწმობის მისაღებად“ (თბილისი, 2008 წელი) ნაწარმოების დამზადება, გამოცემა, გავრცელება, გაყიდვა, გაქირავება და სხვა ყოველგვარი გამოყენება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე იმ დასაბუთებით, რომ აღნიშნულ გამოცემებში გამოყენებულ. ე. ქ.-ის მიერ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილი ტესტები. მოპასუხეების მიერ გამოცემულ კრებულებში, ,,საგამოცდო ტესტების სრული კრებული” (თბილისი, 2008 წელი) და ,,ახალი ტესტები ა,ბ,ც, მართვის მოწმობის მისაღებად” (თბილისი 2008 წელი), მითითებულია, რომ აღნიშნული ტესტები (ან მათი ნაწილი) შედგენილ. შსს-ს ვებ-გვერდზე (www.police.ge) გამოქვეყნებული მასალის მეშვეობით. კრებულების გამომცემლები მადლობას უხდიან შსს სსიპ მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობას გაწეული მეთოდური დახმარებისთვის. აღნიშნული ფაქტი მოპასუხეებმა დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოში გაკეთებულ ახსნა-განმარტებებსა და შესაგებლებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, პალატამ მიიჩნია, რომ არ იკვეთებოდა ე. ქ.-ის მიერ ქონებრივი საავტორო უფლებების რეალიზაციის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია. საავტორო ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლების დაცვის საკითხები რეგლამენტებულ. საქართველოს კანონით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. ამავე კანონის მე-6 მუხლი განამტკიცებს მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების ჩამონათვალს. კანონმდებლობა არ იძლევა ნაწარმოების ზუსტ ცნებას, რადგან ნაწარმოები წარმოადგენს რთული, მრავალმხრივი შინაარსის ობიექტს და ამა თუ იმ განსაზღვრებამ შეიძლება, წინ წამოწიოს მხოლოდ მისი რამდენიმე ნიშანი. საავტორო სამართლის სფეროში სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობა აღნიშნული კანონმდებლობით დაცული ობიექტების მიახლოებით და არა ამომწურავ ჩამონათვალს შეიცავს. ზოგჯერ ასეთი საჩვენებელი ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ასეა საქართველოს კანონმდებლობაშიც (მე-6 მუხლის 1 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი). აღნიშნულის გამო თვით ნაწარმოებია ერთადერთი უნივერსალური მაჩვენებელი, რომელიც, ნებისმიერ სადავო შემთხვევაში უნდა შეფასდეს. ამასთან, ასეთი შეფასების ტვირთი მოსამართლის შეხედულებაზეა დამოკიდებული. საავტორო დავის განხილვისას სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, წარმოადგენს თუ არა დაცვის ობიექტი ნაწარმოებს, ინტელექტუალური საქმიანობის შედეგს. ასეთი ობიექტი დაცვას ექვემდებარება მიუხედავად იმისა, შესაძლებელ. თუ არა მისი კონკრეტულად რომელიმე სფეროსათვის მიკუთვნება.
,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-7 პუნქტის, „,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლით, ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი და მერვე პუნქტების შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ე. ქ.-ის მიერ ქონებრივი საავტორო უფლებების რეალიზაციის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე.ქ.-ემ შემდეგი დასაბუთებით: გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა გამოიხატება იმაში, რომ სასამართლომ სრულად არ გამოიკვლ. საქმეში არსებული მტკიცებულებანი, კერძოდ: 2008 წლის 25 მარტის №176 ხელშეკრულება და საქპატენტის №29992 მოწმობა, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ შედგენილი ტესტები გამოხატული ობიექტური ფორმით – „საგამოცდო ტესტები აბც კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად“ შექმნილ. გაცილებით ადრე და დეპონირებულ. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში ხელშეკრულების გაფორმებამდე ერთი თვით ადრე, კერძოდ, 2008 წლის 28 თებერვალს. აღნიშნული გამორიცხავს მის მიჩნევას შსს მომსახურების სააგენტოს მოთხოვნით შექმნილ და მით უფრო სამსახურებრივ ნაწარმოებად. სასამართლომ ყოვლად უკანონოდ მოაქცია სადავო ტესტები „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის განხილვის არეალში.
პალატამ შეფასების გარეშე დატოვა სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს 2009 წლის 7 სექტემბრით დათარიღებული №49/8-7005 წერილი, რომლითაც დგინდება, რომ შსს მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობის თეორიული გამოცდების ტესტების გამოსაცემად ნებართვას არ გასცემს, რაც უტყუარად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სააგენტოს სადავო ტესტებზე საავტორო და ქონებრივი უფლება არ გააჩნია.
სასამართლომ მიიღო რა ე. ქ.-ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი, რომლითაც დგინდება მისი საავტორო უფლება არსებულ ტესტებზე, არ შეუფასებია იგი, უფრო მეტიც, თავისი გადაწყვეტილებით, მხარეს, კერძოდ კი, მესამე პირად ჩართულ სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს მიაკუთვნა ის, რაც მას არ მოუთხოვია. პალატამ უკანონოდ აღიარა მესამე პირის, საავტორო უფლება აღნიშნულ ტესტებზე. დარღვეულ. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-7 მუხლების დათქმა, რომელიც ადგენს საავტორო უფლების დამოუკიდებლობას საკუთრების უფლებისაგან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, ე.ქ.-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
2012 წლის 20 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე კასატორმა ე. ქ.-ემ, მოწინააღმდეგე მხარეებმა ი. ზ.-მა და გ. ღ.-მა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:
1. მოპასუხეები ი.ზურაბაშვილი და გ. ღ.-ი მათ მიერ სამომავლოდ გამოცემულ საგამოცდო ტესტების კრებულთა (რომელიც განკუთვნილ. მართვის მოწმობის მისაღებად) ყველა ეგზემპლარზე მიუთითებენ, რომ „594 (ხუთასოთხმოცდათოთხმეტი) ტესტი (კითხვა-პასუხი) შეადგინა ე.ქ.-ემ“.
2. მოპასუხეები ასევე თანხმდებიან, რომ ე. ქ.-ის სასარგებლოდ გადაიხდიან თანხას 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით ერთჯერადი სახით. თანხას გადაიხდიან მოცემული განჩინების დამტკიცებიდან ერთი თვის ვადაში.
3. მოცემულ საკითხზე მხარეები უარს აცხადებენ მომავალში ერთმანეთის მიმართ პრეტენზიებზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მიიჩნევს, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება ი. ზ.-ისა და გ. ღ.-ის მიმართ შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.
მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.
მხარეებს განემარტათ, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. ქ.-ის, ი. ზ.-ისა და გ. ღ.-ის შუამდგომლობა მორიგების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს მორიგება, ერთი მხრივ, ე. ქ.-ესა და, მეორეს მხრივ, ი. ზ.-სა და გ. ღ.-ს შორის შემდეგი პირობებით:
1. მოპასუხეები ი.ზურაბაშვილი და გ.ღ.-ი მათ მიერ სამომავლოდ გამოცემულ საგამოცდო ტესტების კრებულთა (რომელიც განკუთვნილ. მართვის მოწმობის მისაღებად) ყველა ეგზემპლარზე მიუთითებენ, რომ „594 (ხუთასოთხმოცდათოთხმეტი) ტესტი (კითხვა-პასუხი) შეადგინა ე.ქ.-ემ“.
2. მოპასუხეები ასევე თანხმდებიან, რომ ე. ქ.-ის სასარგებლოდ გადაიხდიან თანხას 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით ერთჯერადი სახით. თანხას გადაიხდიან მოცემული განჩინების დამტკიცებიდან ერთი თვის ვადაში.
3. მოცემულ საკითხზე მხარეები უარს აცხადებენ მომავალში ერთმანეთის მიმართ პრეტენზიებზე.
შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება ე. ქ.-ის სარჩელისა გამო ი. ზ.-ისა და გ. ღ.-ის მიმართ საავტორო უფლების დაცვის თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. კვანტალიანი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე