საქმე №ას-1477-1395-2012 19 ნოემბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე სს „ჩ. ო. კ-ის“ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი, საქმეზე _ სს „სადაზღვეო კომპანია ჯ. პ. ა. ჰ-ის“ სარჩელის გამო, სს „ჩ. ო. კ-ის“ მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
სს „ჩ. ო. კ-ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ამავე სასამართლოს 2012 წლის 20 მარტის განჩინებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 სექტემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. მითითებული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო საჩივრის ობიექტი და დადგენილია, რომ საკასაციო საჩივრის შეტანა შიძლება სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი აქტის მიმართ. ამდენად, საკასაციო საჩივრის ობიექტია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება რომელიც სააპელაციო საჩივრის განხილვის შედეგადაა მიღებეული, ასეთი კი შესაძლებელია იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება.
მოცემულ შემთხვევაში, მხარე საკასაციო სასამართლოში მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2012 წლის 20 მარტის განჩინების გაუქმებას დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ არ არის საკასაციო საჩივრის ობიექტი, გამომდინარე იქიდან რომ აღნიშნული გადაწყვეტილებისა და განჩინების გასაჩივრების წესი განსაზღვრული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლით. ამასთან, სს „ჩ. ო. კ.“ საკასაციო სასამართლოში ხდის სადავოდ თბილისის სააპელაციო სასამრთლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 სექტემბრის განჩინების კანონიერებას ამავე სასამართლოს 2012 წლის 29 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ და მოითხოვს მის გაუქმებას. პალატა აღნიშნულთან დაკაშირებით განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოს განხილვის ობიექტი შესაძლებელი იყოს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები და ის განჩინებები რომლებიც სააპელაციო საჩივრის განხილვის შედეგადაა მიღებული, ამდენად, საკასაციო საჩივარი ისეთ განჩინებბეზე, რომლეთა საკასაციო წესით გასაჩივრებასც კანონმდებელობა არ ითვალისწინებს დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „ჩ. ო. კ-ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ამავე სასამართლოს 2012 წლის 20 მარტის განჩინებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 სექტემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად.
რაც შეეხება წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 სექტემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში, უნდა დაუდგინდეს ხარვეზი შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარს ერთვის სახელმწიფო ბაჟის – 4265 ლარის ჩარიცხვის ქვითრის ასლი. პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტი ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებად სახელმწიფო ბაჟის გადახდილად მიჩნევისათვის, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის შესაბამისად წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება განთავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს, შეუძლებელია. საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე, 391-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ჩ. ო. კ-ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ამავე სასამართლოს 2012 წლის 20 მარტის განჩინებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 სექტემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველად.
2. სს „ჩ. ო. კ-ას“ დაევალოს ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 2 (ორი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს 2012 წლის 9 ნოემბრის №776 საგადახდო დავალების დედანი სახელმწიფო ბაჟის – 4265 ლარის ჩარიცხვის დასადასტურებლად.
3. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, საკასაციო საჩივარი არ მიიღება წარმოებაში და განუხილველად დარჩება.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე