საქმე №ას-1516-1431-2012 27 ნოემბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ვ. ხ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინებაზე საქმეზე, ვ. ხ-ის სარჩელის გამო, ლ. ა-ის მიმართ, კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ვ. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში ხარვეზი უნდა დაუდგინდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. მითითებული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო საჩივრის ობიექტი და დადგენილია, რომ საკასაციო საჩივრის შეტანა შეიძლება სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი აქტის მიმართ. ამდენად, საკასაციო საჩივრის ობიექტია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც სააპელაციო საჩივრის განხილვის შედეგადაა მიღებული, ასეთი კი შესაძლებელია იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება. განსახილველ შემთხვევაში, მხარე საკასაციო სასამართლოსაგან ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, რაც დაუშვებელია, ხოლო, რაც შეეხება ვ. ხ-ის საკასაციო საჩივარს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში, პალატა თვლის, რომ წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინების გაუქმების ნაწილში აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე და 397-ე მუხლების მოთხოვნებს, რის გამოც იგი წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი განხილვის გარეშე.
კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტისა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, განსახილველად მიღების შემდეგ საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები უნდა გადაეგზავნოს მეორე მხარეს, რომელსაც საკასაციო სასამართლო დაუნიშნავს ვადას საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის თაობაზე დარჩეს განუხილველად.
2. წარმოებაში იქნეს მიღებული ვ. ხ-ის საკასაციო საჩივრი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
3. მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნოს საკასაციო საჩივრის ასლი და განემარტოს, რომ მას უფლება აქვს მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოადგინოს წერილობითი პასუხი.
4. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე