№ა-2288-შ-49-2012 19 ნოემბერი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის პირველი მოადგილე, დახურული სააქციო საზოგადოება „ს. რ.-ის“ სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარე გ.ბ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ. +“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – სომხეთის რესპუბლიკის ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების ერთიანი იურისდიქციის სასამართლოს 2011 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სომხეთის რესპუბლიკის ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების ერთიანი იურისდიქციის სასამართლოს 2011 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით დახურული სააქციო საზოგადოება „ს. რ.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა: შპს „მ. +-ს“ დახურული სააქციო საზოგადოება „ს. რ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 5032000 სომხური დრამის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით შპს „მ. +-ს“ დახურული სააქციო საზოგადოება „ს. რ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 100640 სომხური დრამის ანაზღაურება.
სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დახურული სააქციო საზოგადოება „ს. რ.-ის“ სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარე გ.ბ.-მა იშუამდგომლა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივნისის განჩინებით სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის პირველი მოადგილის, დახურული სააქციო საზოგადოება „ს. რ.-ის“ სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარე გ.ბ.-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის პირველი მოადგილის, დახურული სააქციო საზოგადოება „ს. რ.-ის“ სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარე გ.ბ.-იანის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სომხეთის რესპუბლიკის ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების ერთიანი იურისდიქციის სასამართლოს 2011 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით დახურული სააქციო საზოგადოება „ს. რ.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა: შპს „მ. +-ს“ დახურული სააქციო საზოგადოება „ს. რ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 5032000 სომხური დრამის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით შპს „მ. +-ს“ დახურული სააქციო საზოგადოება „ს. რ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 100640 სომხური დრამის ანაზღაურება.
ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 2 მარტს. ამასთან, იგი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა (ს.ფ. 2-3).
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის პირველი მოადგილის, დახურული სააქციო საზოგადოება „ს. რ.-ის“ სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარე გ.ბ.-იანის შუამდგომლობის დაკმაყოფილების და წარმოდგენილი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის პირველი მოადგილის, დახურული სააქციო საზოგადოება „ს. რ.-ის“ სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარე გ.ბ.-იანის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების ერთიანი იურისდიქციის სასამართლოს 2011 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად სომხეთის რესპუბლიკის ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების ერთიანი იურისდიქციის სასამართლოს 2011 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც დახურული სააქციო საზოგადოება „ს. რ.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა: შპს „მ. +-ს“ დახურული სააქციო საზოგადოება „ს. რ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 5032000 სომხური დრამის გადახდა, ამასთან, შპს „მ. +-ს“ დახურული სააქციო საზოგადოება „ს. რ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 100640 სომხური დრამის ანაზღაურება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე