Facebook Twitter
saqarTvelos uzenaesi sasamarTlo

№-ა-2769-შ-57-2012 8 ნოემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. ვ. ქ. ფ.-ს შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ნასიმინის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მ. ვ. ქ.-ს სარჩელის გამო, მოპასუხე ო. ი.-ი ო. ფ.-ს მიმართ განქორწინება, ალიმენტის დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ნასიმინის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის დადგენილებით დაადგინა, რომ ნასიმინის რაიონის მმაჩის განყოფილების 1999 წლის 28 ივლისს (რეგისტრაციის ნომერი №311) რეგისტრირებული წყვილის ქორწინება გაუქმდა. ო. ი.-ი ო. ფ.-სა და მ. ვ. ქ. ლ.-ი, დაბადებული 1996 წლის 10 დეკემბერს, დარჩა მ. ვ. ქ. ფ.-სთან ერთად; ამავე დაგენილებით 2011 წლის 1 ივნისიდან დაწყებული მოპასუხეს დაეკისრა ყოველთვიური ალიმენტის გადახდა სტაბილური ფულადი თანხის ოდენობით 150 მანათი ი.-ი ო. ო. ფ.-ს (დაბადებული 1996 წლის 10 დეკემბერს) მის მიერ სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 10 ნოემბერს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

მ. ვ. ქ. ფ.-მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ნასიმინის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ივლისის განჩინებით მ. ვ. ქ. ფ.-ს შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ნასიმინის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ მ. ვ. ქ. ფ.-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ნასიმინის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის დადგენილებით დაადგინა, რომ ნასიმინის რაიონის მმაჩის განყოფილების 1999 წლის 28 ივლისს (რეგისტრაციის ნომერი №311) რეგისტრირებული წყვილის ქორწინება გაუქმდა. ო. ი.-ი ო. ფ.-სა და მ. ვ. ქ. ლ.-ი, დაბადებული 1996 წლის 10 დეკემბერს, დარჩა მ. ვ. ქ. ფ.-სთან ერთად; ამავე დაგენილებით 2011 წლის 1 ივნისიდან დაწყებული მოპასუხეს დაეკისრა ყოველთვიური ალიმენტის გადახდა სტაბილური ფულადი თანხის ოდენობით 150 მანათი ი.-ი ო. ო. ფ.-ს (დაბადებული 1996 წლის 10 დეკემბერს) მის მიერ სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 10 ნოემბერს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირვ. ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ნასიმინის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1 მ. ვ. ქ. ფ.-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ნასიმინის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება, რომლითაც, 2011 წლის 1 ივნისიდან დაწყებული მოპასუხეს დაეკისრა ყოველთვიური ალიმენტის გადახდა სტაბილური ფულადი თანხის ოდენობით 150 მანათი ი.-ი ო. ო. ფ.-ს (დაბადებული 1996 წლის 10 დეკემბერს) მის მიერ სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავჯდომარე მ. სულხანიშვილი

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

თ. თოდრია