Facebook Twitter

№ა-3522-შ-70-2012 19 ნოემბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ზ. ჰ.-ის წარმომადგენლის ნ. მ.-ის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი გერმანიის გიფჰორნის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 9 თებერვლის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ ტ. ჰ.-ის მიმართ განქორწინების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის გიფჰორნის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 9 თებერვლის განაჩენით ვეზენდორფის მმაჩის ბიუროს 1997 წლის 4 აგვისტოს (რეგისტრაციის ნომერი №42/1997) რეგისტრირებული წყვილის ქორწინება გაუქმდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2005 წლის 15 აპრილს.

ზ. ჰ.-ის წარმომადგენელმა ნ. მ.-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის გიფჰორნის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 9 თებერვლის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ზ. ჰ.-ის წარმომადგენლის ნ. მ.-ის შუამდგომლობა გერმანიის გიფჰორნის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 9 თებერვლის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ზ. ჰ.-ის წარმომადგენლის ნ. მ.-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის გიფჰორნის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 9 თებერვლის განაჩენით გაუქმდა ვეზენდორფის მმაჩის ბიუროს 1997 წლის 4 აგვისტოს (რეგისტრაციის ნომერი №42/1997) რეგისტრირებული წყვილის ქორწინება.

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის გიფჰორნის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 9 თებერვლის განაჩენი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. ჰ.-ის წარმომადგენლის ნ. მ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს:

ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის გიფჰორნის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 9 თებერვლის განაჩენი, რომლითაც გაუქმდა ვეზენდორფის მმაჩის ბიუროს 1997 წლის 4 აგვისტოს (რეგისტრაციის ნომერი №42/1997) რეგისტრირებული წყვილის ქორწინება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

თ. თოდრია