Facebook Twitter

საქმე №ა-3573-შ-73-2012 26 ნოემბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - შპს ,,ბა.-ი“

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ბე.-ი“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს - გაერთიანებული ერების საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (იუნსიტრალი, UNCITRAL) არბიტრაჟის მიერ 2010 წლის 25 ოქტომბერს ქ. ლონდონში (დიდი ბრიტანეთი) გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გაერთიანებული ერების საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (იუნსიტრალი, UNCITRAL) არბიტრაჟის მიერ 2010 წლის 25 ოქტომბერს ქ. ლონდონში (დიდი ბრიტანეთი) გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილებით:

1. შპს ,,ბა.-ი“ უფლებამოსილია დიატოვოს შპს ,,ბე.-ის“ მიერ 2007 წლის 22 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხა 9 750 000 აშშ დოლარის ოდენობით.

2. შპს ,,ბე.-მა“ დაუყოვნებლივ უნდა გადაუხადოს შპს ,,ბა.-ს“ იურიდიული წარმომადგენლობის ხარჯები 174 181.00 შვეიცარული ფრანკის, 7 200.00 აშშ დოლარის და 265 126.00 ბრიტანული ფუნტი სტერლინგის ოდენობით.

3. შპს ,,ბე.-მა“ დაუყოვნებლივ უნდა გადაუხადოს შპს ,,ბა.-ს“ 75 000 ევრო არბიტრაჟის ხარჯების ანაზღაურების მიზნით.

4. 400 000 აშშ დოლარი, რომელიც შპს ,,ბე.-მა“ დეპოზიტის სახით შეიტანა და ინახება Mischen de Reya-სთან, ზარალის უზრუნველყოფისთვის, ქონების დაყადაღების მოთხოვნასთან დაკავშირებით, უნდა დაუბრუნდეს შპს ,,ბე.-ს“.

შპს ,,ბა.-ის“ წარმომადგენელმა პ. ს.-მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გაერთიანებული ერების საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (იუნსიტრალი, UNCITRAL) არბიტრაჟის მიერ 2010 წლის 25 ოქტომბერს ქ. ლონდონში (დიდი ბრიტანეთი) გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინებით შპს ,,ბა.-ს“ მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად და დაევალა სასამართლოში წარმოედგინა დამოწმებული ცნობა იმის შესახებ, რომ გაერთიანებული ერების საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (იუნსიტრალი, UNCITRAL) არბიტრაჟის მიერ 2010 წლის 25 ოქტომბერს ქ. ლონდონში (დიდი ბრიტანეთი) გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.

დადგენილ ვადაში შპს ,,ბა.-ის“ წარმომადგენელმა პ. ს.-მ შუამდგომლობით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება, რადგან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ ხერხდებოდა შესაბამისი დოკუმენტის მოპოვება, რაც განპირობებული იყო დიდ ბრიტანეთში სამართალწარმოების თავისებურებებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,ბა.-ს“ გაუგრძელდა ვადა შუამდგომლობაზე ხარვეზის გამოსწორებისათვის.

დადგენილ ვადაში შპს ,,ბა.-ის“ წარმომადგენელმა პ. ს.-მ განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინა დიდი ბრიტანეთის იუსტიციის უმაღლესი სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის ბრძანება მხარეთა შეთანხმების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,ბა.-ს“ გაუგრძელდა ვადა შუამდგომლობაზე ხარვეზის გამოსწორებისათვის.

დადგენილ ვადაში შპს ,,ბა.-ის“ წარმომადგენელმა პ. ს.-მ შუამდგომლობით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა შპს ,,ბა.-ის“ შუამდგომლობის გამოხმობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 -ე მუხლის შესაბამისად, რადგან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ ხერხდებოდა ხარვეზის გამოსწორება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო შუამდგომლობის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად თვლის, რომ შპს ,,ბა.-ის“ შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დასახელებული ნორმების თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ პუნქტის თანახმად, ამ კარის მიხედვით სასამართლო განიხილავს საქმეებს საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ. ხოლო, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საქმეს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

ამდენად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების საკითხის განხილვისას უფლებამოსილია მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლო. მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ბა.-ის“ წარმომადგენელმა პ. ს.-მ მოითხოვა შუამდგომლობის გამოხმობა მის წარმოებაში მიღებამდე. შესაბამისად, შუამდგომლობის გამოხმობისათვის მოპასუხე მხარის თანხმობა არ არის აუცილებელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ბა.-ის“ წარმომადგენელ პ. ს.-ს განცხადება შუამდგომლობის გამოხმობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. შპს ,,ბა.-ის“ შუამდგომლობა გაერთიანებული ერების საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (იუნსიტრალი, UNCITRAL) არბიტრაჟის მიერ 2010 წლის 25 ოქტომბერს ქ. ლონდონში (დიდი ბრიტანეთი) გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად და შპს ,,ბა.-ს“ სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 8000 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს ,,ბა.-ის“ შუამდგომლობა გაერთიანებული ერების საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (იუნსიტრალი, UNCITRAL) არბიტრაჟის მიერ 2010 წლის 25 ოქტომბერს ქ. ლონდონში (დიდი ბრიტანეთი) გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად შუამდგომლობის გამოხმობის გამო.

შპს ,,ბა.-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 2012 წლის 14 აგვისტოს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 8000 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. კვანტალიანი