Facebook Twitter
saqarTvelos uzenaesi sasamarTlo

№-ა-3660-შ-74-2012 15 ნოემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ქალაქ მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს მოსამართლის ლეონიდე სტანისლავის ძე იასენოვიჩის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი ქალაქ მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2006 წლის 17 თებერვლის და 22 თებერვლის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ თ. ა.-ს ძე შ.-ის, მიმართ თანხის დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქალაქ მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2006 წლის 17 თებერვლის განაჩენით თ. ა.-ს ძე შ.-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ ბელორუსიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 13 -ე მუხლის, 208-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ამავე განაჩენით თ. ა.-ს ძე შ.-ეს დაეკისრა ქალაქ მინსკის ცენტრალური რაიონის ადმინისტრაციის ფინანსური განყოფილების სასარგებლოდ ადვოკატის იურიდიული დახმარების გაწევის ხარჯის გადახდა 285 810 (ორას ოთხმოცდახუთი ათასი რვაასათი) ბელორუსული რუბლის ოდენობით. ამავე სასამართლოს 22 თებერვლის დადგენილებით თ. ა.-ს ძე შ.-ეს, ს. ვ.-ს ძე ა.-ს დაეკისრა ბელორუსიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გამოძიების მთავარი სამმართველოს სასარგებლოდ ექსპერტიზის ჩატარების ხარჯების ანაზღაურების ჩათვლით თითოეულისგან 216 160 (ორასთექვსმეტი ათას ას სამოცი) ბელორუსული რუბლის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 28 მარტს და არ აღსრულებულა.

ქალაქ მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს მოსამართლე ლეონიდე სტანისლავის ძე იასენოვიჩმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქალაქ მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2006 წლის 17 თებერვლის და 22 თებერვლის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს მოსამართლის ლეონიდე სტანისლავის ძე იასენოვიჩის შუამდგომლობა ქალაქ მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2006 წლის 17 თებერვლის და 22 თებერვლის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ქალაქ მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს მოსამართლის ლეონიდე სტანისლავის ძე იასენოვიჩის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ქალაქ მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2006 წლის 17 თებერვლის განაჩენით თ. ა.-ს ძე შ.-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ ბელორუსიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 13 -ე მუხლის, 208-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ამავე განაჩენით თ. ა.-ს ძე შ.-ეს დაეკისრა ქალაქ მინსკის ცენტრალური რაიონის ადმინისტრაციის ფინანსური განყოფილების სასარგებლოდ ადვოკატის იურიდიული დახმარების გაწევის ხარჯის გადახდა 285 810 (ორას ოთხმოცდახუთი ათასი რვაასათი) ბელორუსული რუბლის ოდენობით. ამავე სასამართლოს 22 თებერვლის დადგენილებით თ. ა.-ს ძე შ.-ეს დაეკისრა ბელორუსიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გამოძიების მთავარი სამმართველოს სასარგებლოდ ექსპერტიზის ჩატარების ხარჯის ანაზღაურება 216 160 (ორასთექვსმეტი ათას ას სამოცი) ბელორუსული რუბლის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 28 მარტს და არ აღსრულებულა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, ქალაქ მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2006 წლის 17 თებერვლის და 22 თებერვლის განაჩენი იმ ნაწილში, რომლითაც თ. ა.-ს ძე შ.-ეს დაეკისრა ქალაქ მინსკის ცენტრალური რაიონის ადმინისტრაციის ფინანსური განყოფილების სასარგებლოდ ადვოკატის იურიდიული დახმარების გაწევის ხარჯის გადახდა 285 810 (ორას ოთხმოცდახუთი ათასი რვაასათი) ბელორუსული რუბლის ოდენობით და ამავე სასამართლოს 22 თებერვლის დადგენილებით თ. ა.-ს ძე შ.-ეს დაეკისრა ბელორუსიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გამოძიების მთავარი სამმართველოს სასარგებლოდ ექსპერტიზის ჩატარების ხარჯის ანაზღაურება 216 160 (ორასთექვსმეტი ათას ას სამოცი) ბელორუსული რუბლის ოდენობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს მოსამართლის ლეონიდე სტანისლავის ძე იასენოვიჩის შუამდგომლობა ქალაქ მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2006 წლის 17 თებერვლის და 22 თებერვლის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ქალაქ მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2006 წლის 17 თებერვლის განაჩენი იმ ნაწილში, რომლითაც თ. ა.-ს ძე შ.-ეს დაეკისრა ქალაქ მინსკის ცენტრალური რაიონის ადმინისტრაციის ფინანსური განყოფილების სასარგებლოდ ადვოკატის იურიდიული დახმარების გაწევის ხარჯის გადახდა 285 810 (ორას ოთხმოცდახუთი ათასი რვაასათი) ბელორუსული რუბლის ოდენობით და ამავე სასამართლოს 22 თებერვლის დადგენილებით თ. ა.-ს ძე შ.-ეს დაეკისრა ბელორუსიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გამოძიების მთავარი სამმართველოს სასარგებლოდ ექსპერტიზის ჩატარების ხარჯის ანაზღაურება 216 160 (ორასთექვსმეტი ათას ას სამოცი) ბელორუსული რუბლის ოდენობით;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავჯდომარე მ. სულხანიშვილი

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

თ. თოდრია