Facebook Twitter
saqarTvelos uzenaesi sasamarTlo

№-ა-4926-შ-77-2011 8 ნოემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ე. ს.-ს შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი რუსეთის ფედერაციის კალუგის ოლქის კიროვის რაიონის №32 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2010 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ე. ს.-ს სარჩელის გამო, მოპასუხე კ. კ.-ის მიმართ ალიმენტის დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ე. ს.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე კ. კ.-ის მიმართ და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის სარჩენად ალიმენტის დაკისრება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1998 წლის 9 ოქტომბერს იქორწინა მოპასუხესთან ქორწინების პერიოდში შეეძინათ შვილი 2001 წლის 13 თებერვალს დაბადებული ა. კ.-ე. ბავშვი არის მოსარჩელის კმაყოფაზე, მოპასუხე არ მონაწილეობს შვილის რჩენასა და აღზრდაში.

რუსეთის ფედერაციის კალუგის ოლქის კიროვის რაიონის №32 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2010 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ს.-ს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; კ. კ.-ეს დაეკისრა ე. ს.-ს სასარგებლოდ არასრუწლოვანი შვილის – ა. კ.-ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის ყველა სახის შემოსავლის 1/4 -ის გადახდა ბავშვის სრულწლოვანებამდე. აგრეთვე მას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 100 რუბლის გადახდა ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 28 დეკემბერს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

ე. ს.-მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის კალუგის ოლქის კიროვის რაიონის №32 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2010 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 იანვრის განჩინებით ე. ს.-ს შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის კალუგის ოლქის კიროვის რაიონის №32 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2010 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ე. ს.-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის კალუგის ოლქის კიროვის რაიონის №32 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2010 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ს.-ს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; კ. კ.-ეს დაეკისრა ე. ს.-ს სასარგებლოდ არასრუწლოვანი შვილის – ა. კ.-ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის ყველა სახის შემოსავლის 1/4 -ის გადახდა ბავშვის სრულწლოვანებამდე. აგრეთვე მას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 100 რუბლის გადახდა ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 28 დეკემბერს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, რუსეთის ფედერაციის კალუგის ოლქის კიროვის რაიონის №32 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2010 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ს.-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის კალუგის ოლქის კიროვის რაიონის №32 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2010 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც, ე. ს.-ს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; კ. კ.-ეს დაეკისრა ე. ს.-ს სასარგებლოდ არასრუწლოვანი შვილის – ა. კ.-ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის ყველა სახის შემოსავლის 1/4 -ის გადახდა ბავშვის სრულწლოვანებამდე. აგრეთვე მას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 100 რუბლის გადახდა ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავჯდომარე მ. სულხანიშვილი

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

თ. თოდრია