Facebook Twitter
saqarTvelos uzenaesi sasamarTlo

№-ა-637-შ-16-2012 15 ნოემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა რუსეთის ფედერაციის ნოვგოროდის ოლქის ნოვგოროდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ა. სოკოლოვას შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი რუსეთის ფედერაციის ნოვგოროდის ოლქის ნოვგოროდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დ. ჯ.-ის ძე დ.-ს მიმართ მშობლის უფლების ჩამორთმევა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის ნოვგოროდის ოლქის ნოვგოროდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ო. დ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. დ. ჯ.-ის ძე დ.-ს დაბადებული 1967 წლის 23 მაისს ჩამოერთვა მშობლის უფლება არასრულწლოვანი გ. დ.-ის ძე დ.-ს მიმართ, დაბადებული 1995 წლის 11 თებერვალს; არასრულწლოვანი გ. დ.-ის ძე დ.-ა, დაბადებული 1995 წლის 11 თებერვალს, საცხოვრებლად დარჩა დედასთან ო. ა.-ს ასულ დ.-სთან, დაბადებული 1966 წლის 2 ივნისი. ამავე გადაწყვეტილებით დ. ჯ.-ის ძე დ.-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 200 (ორასი) რუბლის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 8 ნოემბერს და იგი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა რუსეთის ფედერაციის ნოვგოროდის ოლქის ნოვგოროდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ა. სოკოლოვამ. შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას იმ ნაწილში, რომლითაც დ. ჯ.-ის ძე დ.-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 200 (ორასი) რუბლის ოდენობით

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 თებერვლის განჩინებით რუსეთის ფედერაციის ნოვგოროდის ოლქის ნოვგოროდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ა. სოკოლოვას შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის ნოვგოროდის ოლქის ნოვგოროდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ა. სოკოლოვას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ნოვგოროდის ოლქის ნოვგოროდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ჯ.-ის ძე დ.-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 200 (ორასი) რუბლის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 8 ნოემბერს და იგი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, რუსეთის ფედერაციის ნოვგოროდის ოლქის ნოვგოროდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დ. ჯ.-ის ძე დ.-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 200 (ორასი) რუბლის ოდენობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსეთის ფედერაციის ნოვგოროდის ოლქის ნოვგოროდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ა. სოკოლოვას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ნოვგოროდის ოლქის ნოვგოროდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების (მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის ნოვგოროდის ოლქის ნოვგოროდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დ. ჯ.-ის ძე დ.-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 200 (ორასი) რუბლის ოდენობით;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავჯდომარე მ. სულხანიშვილი

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

თ. თოდრია