Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-1430-1349-2012 27 დეკემბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ სსიპ „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შ.შ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სარჩელი მოპასუხე შ.შ-ის მიმართ სწავლის საფასურის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

2012 წლის 24 დეკემბერს სსიპ „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წარმომადგენელმა გ. დ-ემ შუამდგომლობით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად საკასაციო საჩივრის გამოხმობა.

აღნიშნული შუამდგომლობის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, 2012 წლის 27 დეკემბერს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა მოწინააღმდეგე მხარე შ.შ-ს, რომელიც დაეთანხმა საკასაციო საჩივრის გამოხმობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.

ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კასატორი უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის თანხმობით გამოიხმოს საკასაციო საჩივარი, რის შედეგადაც იგი დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში კასატორმა სსიპ „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა“ თავისი საკასაციო საჩივარი გამოიხმო, რასაც მოწინააღმდეგე მხარე შ.შ-ი დაეთანხმა (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი,ს.ფ.149).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს (საიდენტიფიკაციო კოდი ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 15 ნოემბერს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე