Facebook Twitter

№ას-1371-1293-2012 24 დეკემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე.ა-ე, მ.გ-ი, მ.გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ძ-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეტა პალატის 2011 წლის 18 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი – გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ.ძ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ა-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ნ.ა-ზე ქ. ბათუმში, მ. ა-ის ქ.№43-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მოსარჩელის მიერ დაკავებული ფართის გათავისუფლების სანაცვლოდ 98800 ლარის 75%-ის, ანუ 74 100 ლარის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.ძ-ის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - მოპასუხე ნ.ა-ეს მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სადგომზე, მდებარე ქ. ბათუმი, მ. ა-ის ქ. №43-ში, მ.ძ-ის მის მიერ დაკავებულ ფართზე მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ, დაეკისრა მ.ძ-ის სასარგებლოდ 22 938 ლარის გადახდა; მოპასუხე ნ.ა-ეს დაეკისრა მ.ძ-ის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტიელბა სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ძ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტიელბის მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით მ.ძ-ის სააპელაციო საჩივარი დაზუსტებული მოთხოვნით დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, მ.ძ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, მ.ძ-ი აღიარებულ იქნეს ქალაქ ბათუმში, მ. ა-ის გამზირი №43-45-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან (საკადასტრო კოდი ...) 73.1 კვ.მ. ფართის მქონე ოთახების, მათ შორის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე 27,8 კვ.მ. ფართის, 12,4 კვ.მ. ფართის ანტრესოლის, პირველ სართულზე განთავსებულ 13.7კვ.მ. ფართისა და 19.2 კვ.მ. სარდაფის მესაკუთრედ Nნ.ა-ის 17 196 ლარისა და 77 თეთრის გადახდის სანაცვლოდ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სევიდა კანონიერ ძალაში.

20112 წლის 30 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს ე.ა-ემ, მ.გ-მა და მ.გ-მა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოითხოვა ამავე სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლებით:

განმცხადებელთა განმარტებით, ქ. ბათუმში, მ. ა-ის გამზირ №43-ში თანასაკუთრებაში გააჩნიათ საცხოვრებელი სახლი, კერძოდ, საცხოვრებელი სახლის პირველი სართული (პირველ სართულზე ეზოში არსებული კიბის უჯრედის გარდა) თანასაკუთრებაში რეგისტრირებულია ნ. და ე.ა-ის სახელზე. საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ნ.ა-ეს ინდივიდუალურ საკუთრებაში გააჩნია 184.25 კვ.მ, რომელშიც შედის შენობის პირველი სართულის ქვეშ განლაგებული ორი სარდაფი – 20.6 კვ.მ და 6.2 კვ.მ, რაც მას რეალურად აქვს გამოყოფილი, ასვეე მეორე სართულზე განლაგებული №3 და №4 ოტახების მესაკუთრეა მ.გ-ი, ხოლო დანარჩენი ფართი ეკუყთვნის საკუთრების უფლებით მ.გ-ს.

მ.ძ-ზე საკუთრებაში გადაცემული, მის მიერ სადავოდ გამხდარი ფართი მეორე სართულზე არსებული 27.8 კვ.მ, 12.4 კვ.მ ანტრესოლი და პირველ სართულზე არსებული 13.7 კვ.მ არ წარმოადგენს ნ.ა-ის საკუთრებას და აღნიშნული ფართები არ შედის ნ.ა-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ 184.35 კვ.მ ფართში. მ.ძ-ზე საკუთრებაში გადაცემული ფარტები წარმოადგენს კიბის უჯრედში არსებულ ღია თავისუფალ ფართებს, რომელსაც ყველა მესაკუთრე იყენებდა და იყენებს, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა წევრთა თანასაკუთრებას და, შესაბამისად, სასამართლოს თანასაკუთრებაში არსებული ფართის სხვის საკუთრებაში გადაცემა, ისე, რომ ამის შესახებ განცხადების ავტორებს არ შეატყობინა, არ უნდა გადაეწყვიტა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 სექტმებრის განჩინებით ე.ა-ის, მ.გ-სა და მ.გ-ის წარმომადგენელ ვ. ხ-ის განცხადება ამავე სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობის საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე.ა-ის, მ.გ-სა და მ.გ-ის წარმომადგენელმა ვ. ხ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ განმცხადებლების თანასაკუთრებაში არსებული სადავო ფართი ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელეს ისე, რომ განმცხადებლები სასამართლო პროცესზე მოწვეულები არ ყოფილან, მაშინ, როდესაც მიღებული გადაწყვეტილება უშუალოდ ეხებოდა მათ უფლებებსა და ინტერესებს, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებით სადავო ქონებაზე დაკარგეს თანასაკუთრების უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ე.ა-ის, მ.გ-სა და მ.გ-ის წარმომადგენელ ვ. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან გაჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შeიძლება ბათილად იქნას ცნობილი თუ, პირი, რომლის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება არ იყო მოწვეული საქმის განხილვის ეტაპზე.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათიალდ ცნობის მიზეზი შეიძლება გახდეს ის გარემოება, თუ მართალია პირი საქმეში არ ყოფილა ჩაბმული არც მოსარჩელედ, არც მოპასუხედ და არც მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა მისი უფლებები და მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ, ანუ უშუალოდ შეეხო მის კანონიერ ინტერესებს და ამ დროს იგი არ იყო საქმის განხილვაზე მოწვეული.

განსახილველ შემთხვევაში როგორც საქმის მასალებით ირკვევა მ.ძ-ი ითხოვდა ნ.ა-ის სახელზე რეგისტრირებული 184 კვ.მ ქ. ბათუმში, მ. ა-ის ქ.№43-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან,რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა მის მფლობელობაში არსებული ბინა, მოსარჩელის მიერ დაკავებული ფართის გათავისუფლების სანაცვლოდ 98800 ლარის 75%-ის, ანუ 74 100 ლარის დაკისრებას.

საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით მ.ძ-ის სააპელაციო საჩივარი დაზუსტებული მოთხოვნით დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, მ.ძ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, მ.ძ-ი აღიარებულ იქნეს ქალაქ ბათუმში, მ. ა-ის გამზირი №43-45-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან (საკადასტრო კოდი ...) 73.1 კვ.მ. ფართის მქონე ოთახების, მათ შორის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე 27,8 კვ.მ. ფართის, 12,4 კვ.მ. ფართის ანტრესოლის, პირველ სართულზე განთავსებულ 13.7კვ.მ. ფართისა და 19.2 კვ.მ. სარდაფის მესაკუთრედ Nნ.ა-ის 17 196 ლარისა და 77 თეთრის გადახდის სანაცვლოდ.

საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ნ.ა-ე ჩუქები ხელშეკრულების საფუძველზე, წარმოადგენს ქ. ბათუმში, მ. ა-ის ქ.№43-ში მდებარე 184,25 კვ.მ ფართს.

სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. აღნიშნული მუხლის თანახმად, ივარაუდება, რომ რეესტრის უფლების რეგისტრაციის ფაქტი სრულად და სწორად არის განხორციელებული. მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობა სათანადო წესით დადასტურებული არ არის. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას მასზე, მიღებული გადაწყვეტილებით შეიზღუდა, განმცხადებლების უფლება, ვინაიდან თანასაკუთრებაში არსებული სადავო ფართი ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელეს ისე, რომ განმცხადებლები სასამართლო პროცესზე მოწვეულები არ ყოფილან, მაშინ, როდესაც მიღებული გადაწყვეტილება უშუალოდ ეხებოდა მათ უფლებებსა და ინტერესებს, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებით სადავო ქონებაზე დაკარგეს თანასაკუთრების უფლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზე, რომ ე.ა-ე, მ.გ-ი და მ.გ-ი არ განეკუთვნებოდნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს და, შესაბამისად, მათი განცხადება კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 1012 წლის 18 სექტემბრის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.ა-ის, მ.გ-სა და მ.გ-ის წარმომადგენელ ვ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 სექტემბრის განჩინება.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე