Facebook Twitter

№ას-1374-1296-2012 13 დეკემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.ხ-ა

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ს.ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: მ. ქ-ის, გ. ც-ის, ი. ქ-ის, ამხანაგობა „ლ. ს-ოს“, ე. ც-ის, ნ. დ-ის, პ. კ-ის, მ. ბ-ის, მ. ბ-ის, მ.ხ-სა და ნ. ჩ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეების: გ. ც-სა და მ. ქ-ის, მის სასარგებლოდ, სოლიდარულად 389 059.22 აშშ დოლარის დაკისრება და აღნიშნული დავალიანების დაფარვის განსახორციელებლად მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქონებების იძულებითი რეალიზაცია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილლებით სს „ს.ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს: გ. ც-სა და მ. ქ-ეს სს „ს.ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 256 844.14 აშშ დოლარის გადახდა, აღნიშნული დავალიანების დაფარვის განხორციელება დადგინდა მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქონებების იძულებითი რეალიზაციით, დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონებები:

- ქ. ბათუმი, დასახლება გ-ო, სექტორი 36, კვარტალი 24, ნაკვეთი 001, დაზუსტებული ფართობი 694.00 კვ.მ/შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: მშენებარე, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 2329.19 კვ.მ საკადასატრო კოდი №...;

- მოპასუხე ნ. ჩ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება გ-ო, სექტორი 36, კვარტალი 24, ნაკვეთი 001, კოდი 01/020, დაზუსტებული ფართობი 694.00 კვ.მ შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: მშენებარე შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 2329.19 კვ.მ, სართული 5, ბინა 20, ფართით 64.90 კვ.მ საკადასატრო კოდი №...;

- მოპასუხე მ.ხ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება გ-ო, სექტორი 36, კვარტალი 24, ნაკვეთი 001, კოდი 01/015, დაზუსტებული ფართობი 694.00 კვ.მ შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: მშენებარე შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 2329.19 კვ.მ, სართული 4, ბინა 15, ფართით 64.90 კვ.მ საკადასატრო კოდი №...;

- მოპასუხე მ. ბ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება გ-ო, სექტორი 36, კვარტალი 24, ნაკვეთი 001, კოდი 01/011, დაზუსტებული ფართობი 694.00 კვ.მ შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: მშენებარე შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 2329.19 კვ.მ, სართული 4, ბინა 11, ფართით 100.18 კვ.მ საკადასატრო კოდი №...;

- მოპასუხე პ. კ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება გ-ო, სექტორი 36, კვარტალი 24, ნაკვეთი 001, კოდი 01/008, დაზუსტებული ფართობი 694.00 კვ.მ შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: მშენებარე შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 2329.19 კვ.მ, სართული 3, ბინა 8, ფართით 46.11 კვ.მ საკადასატრო კოდი №...;

- მოპასუხე ნ. დ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება გ-ო, სექტორი 36, კვარტალი 24, ნაკვეთი 001, კოდი 01/006, დაზუსტებული ფართობი 694.00 კვ.მ შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: მშენებარე შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 2329.19 კვ.მ, სართული 3, ბინა 6, ფართით 100.18 კვ.მ საკადასატრო კოდი №...;

- მოპასუხე ე. ც-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება გ-ო, სექტორი 36, კვარტალი 24, ნაკვეთი 001, კოდი 01/001, დაზუსტებული ფართობი 694.00 კვ.მ შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: მშენებარე შენობა-ნაგებობის საერთო ფარტი: 2329.19 კვ.მ, სართული 2, ბინა №1, ფართით 100.18 კვ.მ საკადასატრო კოდი №...;

- მოპასუხე ი. ქ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ჯ-ის ქუცა №75, ბინა №45, ფართით 71.70 კვ.მ, საკადასატრო კოდი №...;

იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება უზრუნველყოფის სარგნის რეალიზაცია ან რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავდა ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას, თანხის ამოღების განხორციელება დადგინდა მოაპსუხეების: გ. ც-სა და მ. ქ-ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ხ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება, თავის საკუთრებაში არსებული, ან არ არსებული „უძრავი ქონების“ რეალიზაციისა და ბაჟის დაკისრების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინებით მ.ხ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.

სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2012 წლის 30 ივლისს, რომლის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი მოპასუხე მ.ხ-ის ცნობილი იყო, რაც ცხადყოფდა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 30 აგვისტოდან (გადაწყვეტილების ჩაბარების ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 31 ივლისს, ანუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მეორე დღეს, გადაწყვეტილების ჩაბარების ვადის 30-ე დღე იყო 2012 წლის 30 აგვისტო, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 30 აგვსიტოს და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა 2012 წლის 13 სექტემბერს), შესაბამისად, აპელანტს გასაჩივრების უფლება ჰქონდათ 2012 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით.

იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტმა კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა, კერძოდ, მან სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2012 წლის 14 სექტემბერს, ანუ გასაჩივრების კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ.ხ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ იგი არ ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას და ამასთან, იგი არც გადაწყვეტილების გამოცხადების დღის შესახებ გახლდათ ინფორმირებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ მ.ხ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.

ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო ზემოდასახელებული მუხლების ურთიერთჯერების საფუძველზე მიუთითებს შემდეგს: იმისათვის, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შესაბამისად, უნდა იკვეთებოდეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შემდეგი გარემოებები: გადაწყვეტილების გასაჩივრებას უნდა ესწრებოდეს გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი უნდა იყოს გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. ამასთან, 2591 მუხლი იმპერატიული ნორმაა. იგი ცალსახად და იმპერატიულად ადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს და ნორმის სხვაგვარი განმარტების საშუალებას არ იძლევა.

განსახილველ შემთხვევაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 ივლისის სხდომის ოქმის საფუძველზე და გაფრთხილების ხელწერილით დგინდება, რომ მ.ხ-ის ცნობილი გახლდათ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, რაც დასტურდება გაფრთხილების ხელწერილზე პისი პირადი ხელმოწერით (იხ. ტ2, ს.ფ. 87), შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას მასზე, რომ იგი არ ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას და ამასთან, არც გადაწყვეტილების გამოცხადების დღის შესახებ გახლდათ ინფორმირებული, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. კანონის დასახელებული ნორმებიდან ასევე გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების ვადებიც კანონმდებელმა დააწესა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2012 წლის 30 ივლისს, რომლის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი მოპასუხე მ.ხ-ის ცნობილი იყო, რაც ცხადყოფდა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 30 აგვისტოდან, ხოლო აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2012 წლის 14 სექტემბერს, ანუ გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით, ვინაიდან გასაცივრების ბოლო ვადა იყო 2012 წლის 13 სექტემბერი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აპელანტმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, სააპელაციო სასამართლომ მ.ხ-ას სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ.ხ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე