Facebook Twitter

№ა-2150-შ-47-2012 24 დეკემბერი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე. ბ.-ი (წარმომადგენელი ფიქრია მახარაძე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. მ.-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – პოლონეთის რესპუბლიკის შ.-ის მარჯვენა სანაპიროსა და დასავლეთის საოლქო სასამართლოს VIII საოჯახო და არასრულწლოვანთა საკითხების განყოფილების 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – მამობის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

პოლონეთის რესპუბლიკის შ.-ის მარჯვენა სანაპიროსა და დასავლეთის საოლქო სასამართლოს VIII საოჯახო და არასრულწლოვანთა საკითხების განყოფილების 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მ. რ. მ.-ი, გვარად მ.-ი, ფ.-ისა და ე.ს შვილი, დაბადებული 1953 წლის 19 ნოემბერს შ.-ში, რომელიც გარდაიცვა. 2008 წლის 17 აგვისტოს შ.-ში, არის ქალბატონი ე. ბ.-ის, გვარად ლ.-ა, ა. ლ.-ას ქალიშვილი, დაბადებული .... წელს საქართველოში, ლ.-ის რაიონში, ჩანაწერის №1678, მამა.

2012 წლის 22 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ე. ბ.-მა, რომელმაც მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქა.ქო საქმეთა პა.ტის 2012 წლის 1 ივნისის განჩინებით ე. ბ.-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ე. ბ.-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ პოლონეთის რესპუბლიკის შ.-ის მარჯვენა სანაპიროსა და დასავლეთის საოლქო სასამართლოს VIII საოჯახო და არასრულწლოვანთა საკითხების განყოფილების 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მ. რ. მ.-ი, გვარად მ.-ი, ფ.-ისა და ე.ს შვილი, დაბადებული 1953 წლის 19 ნოემბერს შ.-ში, რომელიც გარდაიცვა. 2008 წლის 17 აგვისტოს შ.-ში, არის ქალბატონი ე. ბ.-ის, გვარად ლ.-ა, ა. ლ.-ას ქალიშვილი, დაბადებული .... წელს საქართველოში, ლ.-ის რაიონში, ჩანაწერის №1678, მამა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, პოლონეთის რესპუბლიკის შ.-ის მარჯვენა სანაპიროსა და დასავლეთის საოლქო სასამართლოს VIII საოჯახო და არასრულწლოვანთა საკითხების განყოფილების 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა, რომ მ. რ. მ.-ი, გვარად მ.-ი, ფ.-ისა და ე.ს შვილი, დაბადებული 1953 წლის 19 ნოემბერს შ.-ში, რომელიც გარდაიცვა. 2008 წლის 17 აგვისტოს შ.-ში, არის ქალბატონი ე. ბ.-ის, გვარად ლ.-ა, ა. ლ.-ას ქალიშვილი, დაბადებული .... წელს საქართველოში, ლ.-ის რაიონში, ჩანაწერის №1678, მამა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქა.ქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ბ.-ის შუამდგომლობა პოლონეთის რესპუბლიკის შ.-ის მარჯვენა სანაპიროსა და დასავლეთის საოლქო სასამართლოს VIII საოჯახო და არასრულწლოვანთა საკითხების განყოფილების 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას პოლონეთის რესპუბლიკის შ.-ის მარჯვენა სანაპიროსა და დასავლეთის საოლქო სასამართლოს VIII საოჯახო და არასრულწლოვანთა საკითხების განყოფილების 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა, რომ მ. რ. მ.-ი, გვარად მ.-ი, ფ.-ისა და ე.ს შვილი, დაბადებული 1953 წლის 19 ნოემბერს შ.-ში, რომელიც გარდაიცვალა 2008 წლის .. აგვისტოს შ.-ში, არის ქალბატონი ე. ბ.-ის, გვარად ლ.-ა, ა. ლ.-ას ქალიშვილი, დაბადებული .... წელს საქართველოში, ლ.-ის რაიონში, ჩანაწერის №1678, მამა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე