Facebook Twitter

საქმე №ა-2854-შ-60-2012 3 დეკემბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ვ. მ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – დ. მ.-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – ვალდსჰუტ-ტინგენის საუბნო სასამართლოს 2006 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვალდსჰუტ-ტინგენის საუბნო სასამართლოს 2006 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით დუშეთის რაიონის მმაჩის ბიუროში 2002 წლის 15 მაისს რეგისტრირებული ქორწინება №11/2002 შეწყდა, მშობლის ზრუნვა 2003 წლის 22 ოქტომბერს დაბადებულ ლ.-იზე დაეკისრა მოსარჩელეს, წილების მხარეთა შორის გათანაბრება არ მომხდარა, ხოლო სასამართლო ხარჯები გადახდათ მხარეებს.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ვ. მ.-მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის განხილულია ზეპირი მოსმენით და სასამართლო სხდომაზე მხარეები წარმომადგენლის მეშვეობით იღებდნენ მონაწილეობას, დასტურდება ის გარემოებაც, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში 2006 წლის 15 მარტიდან შევიდა. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით ირკვევა ისიც, რომ გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია, ხოლო საქმეში წარმოდგენილი პირადობის მოწმობის ასლის თანახმად, შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 5 ივლისის განჩინების საფუძველზე ვ. მ.-მა განმარტა, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების რეგისტრაციის მიზნით მიმართა სამოქალაქო რეესტრის დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურს, სადაც აცნობეს, რომ გადაწყვეტილების რეგისტარციისათვის სავალდებულო იყო მისი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ცნობა, ამასთან დააზუსტა, რომ მოითხოვდა გადაწყვეტილების მხოლოდ განქორწინების ნაწილში ცნობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ განქორწინების ნაწილში ვ. მ.-ი შუამდგომლობა ვალდსჰუტ-ტინგენის საუბნო სასამართლოს 2006 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ვალდსჰუტ-ტინგენის საუბნო სასამართლოს 2006 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით დუშეთის რაიონის მმაჩის ბიუროში 2002 წლის 15 მაისს რეგისტრირებული ქორწინება №11/2002 შეწყდა, მშობლის ზრუნვა 2003 წლის 22 ოქტომბერს დაბადებულ ლ.-იზე დაეკისრა მოსარჩელეს, წილების მხარეთა შორის გათანაბრება არ მომხდარა, ხოლო სასამართლო ხარჯები გადახდათ მხარეებს.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის განხილულია ზეპირი მოსმენით და სასამართლო სხდომაზე მხარეები წარმომადგენლის მეშვეობით იღებდნენ მონაწილეობას, დასტურდება ის გარემოებაც, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში 2006 წლის 15 მარტიდან შევიდა. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით ირკვევა ისიც, რომ გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია, ხოლო საქმეში წარმოდგენილი პირადობის მოწმობის ასლის თანახმად, შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა, ასევე დადასტურებულია გადაწყვეტილების საქართველოს ტერირორიაზე ცნობის აუცილებლობა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე ნორმის მე-2 პუნქტით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, განქორწინების ნაწილში ვალდსჰუტ-ტინგენის საუბნო სასამართლოს 2006 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. მ.-ის შუამდგომლობა ვალდსჰუტ-ტინგენის საუბნო სასამართლოს 2006 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ვალდსჰუტ-ტინგენის საუბნო სასამართლოს 2006 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დუშეთის რაიონის მმაჩის ბიუროში 2002 წლის 15 მაისს რეგისტრირებული №.../2002 ქორწინება შეწყდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე