№ა-3154-შ-66-2012 24 დეკემბერი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ. ლ. ჰ.-ი (წარმომადგენელი თ. მ.-ი)
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. ფ. ლ. ჰ.-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის კარლსრუეს საოჯახო საქმეების განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის კარლსრუეს საოჯახო საქმეების განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით შეწყვეტილ იქნა მეუღლეებს – ჯ. ფ. ლ. ჰ.-სა და ნ. ლ. ჰ.-ს შორის კარლსრუეს მმაჩის ბიუროში 2011 წლის 9 თებერვალს რეგისტრირებული (სარეგისტრაციო № E 28/2011) ქორწინება.
ნ. ლ. ჰ.-მა წარმომადგენელ თ. მ.-ის მეშვეობით შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა დასახელებულ ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 აგვისტოს განჩინებით ნ. ლ. ჰ.-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ნ. ლ. ჰ.-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის კარლსრუეს საოჯახო საქმეების განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით შეწყვეტილ იქნა მეუღლეებს – ჯ. ფ. ლ. ჰ.-სა და ნ. ლ. ჰ.-ს შორის კარლსრუეს მმაჩის ბიუროში 2011 წლის 9 თებერვალს რეგისტრირებული (სარეგისტრაციო № E 28/2011) ქორწინება.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
ამდენად, გერმანიის კარლსრუეს საოჯახო საქმეების განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყვეტილ იქნა მეუღლეებს – ჯ. ფ. ლ. ჰ.-სა და ნ. ლ. ჰ.-ს შორის კარლსრუეს მმაჩის ბიუროში 2011 წლის 9 თებერვალს რეგისტრირებული (სარეგისტრაციო № E 28/2011) ქორწინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ლ. ჰ.-ის შუამდგომლობა გერმანიის კარლსრუეს საოჯახო საქმეების განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის კარლსრუეს საოჯახო საქმეების განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყვეტილ იქნა მეუღლეებს – ჯ. ფ. ლ. ჰ.-სა და ნ. ლ. ჰ.-ს შორის კარლსრუეს მმაჩის ბიუროში 2011 წლის 9 თებერვალს რეგისტრირებული (სარეგისტრაციო № E 28/2011) ქორწინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე