Facebook Twitter

საქმე №ა-3426-შ-69-2012 14 დეკემბერი, 2012 წელი.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ქ. ი.-ი ი.-ს ოღლი

დაინტერესებული პირი - ბინაგადის რაიონული აღმასრულებელი ხელისუფლების სამეურვეო განყოფილება

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს - აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება

დავის საგანი – შვილად აყვანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 5 აპრილის დადგენილებით (№ 2(001)-3004/12) 22.12.2005 დაბადებული ს. ი.-ა ფ. კიზი შვილად უნდა გადაეცეს ი.-ი ქ. ი.-ს ძეს და ე. რ.-ა ა. კიზის. 22.12.2005 დაბადებული ს. ი.-ა ფ. კიზის დაბადების მოწმობაში მამის აღმნიშვნელ სვეტში ჩაიწეროს ,,ქ. ი.-ი ი.-ს ოღლი“, დედის აღმნიშვნელ სვეტში ,, ე. რ.-ა ა. კიზი“.

ქ. ი.-ი ი.-ს ოღლიმ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 5 აპრილის დადგენილების (№ 2(001)-3004/12) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ქ. ი.-ი ი.-ს ოღლის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 5 აპრილის დადგენილების (№ 2(001)-3004/12) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ქ. ი.-ი ი.-ს ოღლის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 5 აპრილის დადგენილების (№ 2(001)-3004/12) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 5 აპრილის დადგენილებით (№ 2(001)-3004/12) 22.12.2005 დაბადებული ს. ი.-ა ფ. კიზი შვილად უნდა გადაეცეს ი.-ი ქ. ი.-ს ძეს და ე. რ.-ა ა. კიზის. 22.12.2005 დაბადებული ს. ი.-ა ფ. კიზის დაბადების მოწმობაში მამის აღმნიშვნელ სვეტში ჩაიწეროს ,,ქ. ი.-ი ი.-ს ოღლი“, დედის აღმნიშვნელ სვეტში ,, ე. რ.-ა ა. კიზი“.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ცნობებით დასტურდება, რომ დადგენილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 21 მაისს, ხოლო დაინტერესებული პირი - ბინაგადის რაიონული აღმასრულებელი ხელისუფლების სამეურვეო განყოფილება მონაწილეობდა საქმის განხილვაში. ასევე დასტურდება, რომ მოცემული დადგენილება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება (№ 2(001)-3004/12) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

რაც შეეხება ქ. ი.-ი ი.-ს ოღლის შუამდგომლობაში მითითებულ მოთხოვნას მისთვის ახალი ცვლილებებშეტანილი დაბადების მოწმობის გადმოგზავნის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის თანახმად ეს არ განეკუთვნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს უწყებრივ კომპენტენციას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ. ი.-ი ი.-ს ოღლის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 5 აპრილის დადგენილების (№ 2(001)-3004/12) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება (№ 2(001)-3004/12), რომლითაც 22.12.2005 დაბადებული ს. ი.-ა ფ. კიზი შვილად უნდა გადაეცეს ი.-ი ქ. ი.-ს ძეს და ე. რ.-ა ა. კიზის. 22.12.2005 დაბადებული ს. ი.-ა ფ. კიზის დაბადების მოწმობაში მამის აღმნიშვნელ სვეტში ჩაიწეროს ,,ქ. ი.-ი ი.-ს ოღლი“, დედის აღმნიშვნელ სვეტში ,,ე. რ.-ა ა. კიზი“.

ქ. ი.-ი ი.-ს ოღლის მოთხოვნა მისთვის ახალი ცვლილებებშეტანილი დაბადების მოწმობის გადმოგზავნის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს აღნიშნულზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს უწყებრივი კომპენტენციის არარსებობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ.ქათამაძე