Facebook Twitter

საქმე №ა-3661-შ-75-2012 6 დეკემბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ვ. ს.-ა

წარმომადგენელი – რ. ბ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ს.- ს.-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ყაზახეთის რესპუბლიკის დასავლეთ-ყაზახსტანსკის ოლქის ქ.ურალსკის სასამართლოს 2011 წლის 26 სექტემბრის სასამართლო ბრძანება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ყაზახეთის რესპუბლიკის დასავლეთ-ყაზახსტანსკის ოლქის ქ.ურალსკის სასამართლოს 2011 წლის 26 სექტემბრის სასამართლო ბრძანებით ს.- ს.-ს ვ. ს.-ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის – 2009 წლის 4 სექტემბერს დაბადებული ლ. ს.-ას სარჩენად დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის – ხელფასის ან სხვა სახის შემოსავლის ¼-ის გადახდა განცხადების შეტანის მომენტიდან – 2011 წლის 23 სექტემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. ს.- ს.-ს დაეკისრა 921 ტენგეს გადახდა სახელმწიფოს სასარგებლოდ. აღნიშნული სასამართლო ბრძანება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 10 ოქტომბერს და ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

ვ. ს.-ას წარმომადგენელმს რ. ბ.-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ყაზახეთის რესპუბლიკის დასავლეთ-ყაზახსტანსკის ოლქის ქ.ურალსკის სასამართლოს 2011 წლის 26 სექტემბრის სასამართლო ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის დაკისრების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ივლისის განჩინებით ვ. ს.-ას წარმომადგენელ რ. ბ.-ის შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის დასავლეთ-ყაზახსტანსკის ოლქის ქ.ურალსკის სასამართლოს 2011 წლის 26 სექტემბრის სასამართლო ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის დაკისრების ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ვ. ს.-ას წარმომადგენელ რ. ბ.-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის დასავლეთ-ყაზახსტანსკის ოლქის ქ.ურალსკის სასამართლოს 2011 წლის 26 სექტემბრის სასამართლო ბრძანებით ს.- ს.-ს ვ. ს.-ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის – 2009 წლის 4 სექტემბერს დაბადებული ლ. ს.-ას სარჩენად დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის – ხელფასის ან სხვა სახის შემოსავლის ¼-ის გადახდა განცხადების შეტანის მომენტიდან – 2011 წლის 23 სექტემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. ს.- ს.-ს დაეკისრა 921 ტენგეს გადახდა სახელმწიფოს სასარგებლოდ. აღნიშნული სასამართლო ბრძანება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 10 ოქტომბერს და ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

ვ. ს.-ას წარმომადგენელმს რ. ბ.-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ყაზახეთის რესპუბლიკის დასავლეთ-ყაზახსტანსკის ოლქის ქ.ურალსკის სასამართლოს 2011 წლის 26 სექტემბრის სასამართლო ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის დაკისრების ნაწილში.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, ყაზახეთის რესპუბლიკის დასავლეთ-ყაზახსტანსკის ოლქის ქ.ურალსკის სასამართლოს 2011 წლის 26 სექტემბრის სასამართლო ბრძანებ ალიმენტის დაკისრების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ს.-ას წარმომადგენელ რ. ბ.-ის შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის დასავლეთ-ყაზახსტანსკის ოლქის ქ.ურალსკის სასამართლოს 2011 წლის 26 სექტემბრის სასამართლო ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ყაზახეთის რესპუბლიკის დასავლეთ-ყაზახსტანსკის ოლქის ქ.ურალსკის სასამართლოს 2011 წლის 26 სექტემბრის სასამართლო ბრძანება, რომლითაც ს.- ს.-ს ვ. ს.-ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის – 2009 წლის 4 სექტემბერს დაბადებული ლ. ს.-ას სარჩენად დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის – ხელფასის ან სხვა სახის შემოსავლის ¼-ის გადახდა განცხადების შეტანის მომენტიდან – 2011 წლის 23 სექტემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე