№ა-3827-შ-76-2012 3 დეკემბერი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა. შ.-ი (წარმომადგენელი კ. კ.-ი)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. მ.-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის ქ.კიევის შევჩენკოს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე №2-10645/11)
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
უკრაინის ქ.კიევის შევჩენკოს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით შეწყდა მხარეებს: ა. შ.-სა და ა. მ.-ს შორის ქ.თბილისში, ქორწინების სახლში, 1996 წლის 10 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №1467).
ა. შ.-ის წარმომადგენელმა კ. კ.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ნოემბრის განჩინებით ა. შ.-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ა. შ.-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დგინდება, რომ უკრაინის ქ.კიევის შევჩენკოს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე №2-10645/11) შეწყდა მხარეებს: ა. შ.-სა და ა. მ.-ს შორის ქ.თბილისში, ქორწინების სახლში, 1996 წლის 10 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №1467).
ასევე დგინდება, რომ ხსენებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის სასამართლოს მიერ მასზე სააღსრულებო ფურცელი არ გაცემულა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
ამდენად, უკრაინის ქ.კიევის შევჩენკოს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე №2-10645/11), რომლითაც შეწყდა მხარეებს: ა. შ.-სა და ა. მ.-ს შორის ქ.თბილისში, ქორწინების სახლში, 1996 წლის 10 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №1467), საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის ქ.კიევის შევჩენკოს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე №2-10645/11), რომლითაც შეწყდა მხარეებს: ა. შ.-სა და ა. მ.-ს შორის ქ.თბილისში, ქორწინების სახლში, 1996 წლის 10 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №1467).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. შ.-ის შუამდგომლობა უკრაინის ქ.კიევის შევჩენკოს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე №2-10645/11) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის ქ.კიევის შევჩენკოს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე №2-10645/11), რომლითაც შეწყდა მხარეებს: ა. შ.-სა და ა. მ.-ს შორის ქ.თბილისში, ქორწინების სახლში, 1996 წლის 10 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №1467).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე