საქმე №ა-3831-შ-77-2012 14 დეკემბერი, 2012 წელი.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ვ. დ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ს. კ.-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - აშშ კოლორადოს შტატის არაპაჰოეს საგრაფოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
აშშ კოლორადოს შტატის არაპაჰოეს საგრაფოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (№ 07DR1700) ვ. დ.-სა და მ. ს. კ.-ს შორის არსებული ქორწინება შეწყდა განქორწინებით.
ვ. დ.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აშშ კოლორადოს შტატის არაპაჰოეს საგრაფოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების (№ 07DR1700) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ვ. დ.-ს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად და დაევალა სასამართლოში წარმოედგინა მოპასუხის - მ. ს. კ.-ის ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი) და სხვა სახის საკონტაქტო ინფორმაცია. დადგენილ ვადაში ვ. დ.-მა განცხადებით მომართა სასამართლოს და წარმოადგინა მ. ს. კ.-ის მისამართი აშშ-ში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ვ. დ.-ის შუამდგომლობა აშშ კოლორადოს შტატის არაპაჰოეს საგრაფოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების (№ 07DR1700) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ვ. დ.-ის შუამდგომლობა აშშ კოლორადოს შტატის არაპაჰოეს საგრაფოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების (№ 07DR1700) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
აშშ კოლორადოს შტატის არაპაჰოეს საგრაფოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (№ 07DR1700) ვ. დ.-სა და მ. ს. კ.-ს შორის არსებული ქორწინება შეწყდა განქორწინებით.
საქმეში წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 31 ოქტომბერს, ასევე დასტურდება, რომ მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე, რადგან გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ შეესაბამებოდა ორივე მეუღლის ნებას.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
აშშ კოლორადოს შტატის არაპაჰოეს საგრაფოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება (№ 07DR1700) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. დ.-ის შუამდგომლობა აშშ კოლორადოს შტატის არაპაჰოეს საგრაფოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების (№ 07DR1700) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას აშშ კოლორადოს შტატის არაპაჰოეს საგრაფოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება (№ 07DR1700), რომლითაც ვ. დ.-სა და მ. ს. კ.-ს შორის არსებული ქორწინება შეწყდა განქორწინებით.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ.ქათამაძე