Facebook Twitter

საქმე # ა-4047-შ-81-2012 6 დეკემბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ხ. დ.-ი (კ.-ე)

წარმომადგენელი – გ. ც.-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ შ. დ.-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე _ გერმანიის გოესფელდის საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის გოესფელდის საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით 2000 წლის 24 ნოემბერს როზენდალის მმაჩის ბიუროს მიერ ხ. დ.-სა (კ.-ე) და შ. დ.-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (№60/2000) შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 5 მაისს და წარმოდგენეილი საოჯახო წიგნიდან ამონაწერის მიხედვით აღსრულებულია გერმანიაში.

ხ. დ.-ის (კ.-ის) წარმომდაგნელმა გ. ც.-ემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის გოესფელდის საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ნოემბრის განჩინებით ხ. დ.-ის (კ.-ის) წარმომდაგნელ გ. ც.-ის შუამდგომლობა გერმანიის გოესფელდის საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ხ. დ.-ის (კ.-ის) წარმომდაგნელ გ. ც.-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის გოესფელდის საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით 2000 წლის 24 ნოემბერს როზენდალის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება (№60/200) შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 5 მაისს და წარმოდგენეილი საოჯახო წიგნიდან ამონაწერის მიხედვით აღსრულებულია გერმანიაში.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, გერმანიის გოესფელდის საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ. დ.-ის (კ.-ის) წარმომდაგნელ გ. ც.-ის შუამდგომლობა გერმანიის გოესფელდის საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის გოესფელდის საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც 2000 წლის 24 ნოემბერს როზენდალის მმაჩის ბიუროს მიერ ხ. დ.-სა (კ.-ე) და შ. დ.-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (№60/2000) შეწყდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე