Facebook Twitter

№ა-4097-შ-82-2012 24 დეკემბერი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – გ. ა.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. გ. რ.-ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ავსტრიის რესპუბლიკის ქ.ვენის შიდა რაიონული სასამართლოს 2002 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2P 227/02a-p) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

დავის საგანი – შვილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ავსტრიის რესპუბლიკის ქ.ვენის შიდა რაიონული სასამართლოს 2002 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცდა ავსტრიის მოქალაქის – ლ. გ. რ.-ას მიერ საქართველოს მოქალაქე გ. ა.-ის შვილად აყვანა.

გ. ა.-იმ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება დასახელებულ ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინებით გ. ა.-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ გ. ა.-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დგინდება, რომ ავსტრიის რესპუბლიკის ქ.ვენის შიდა რაიონული სასამართლოს 2002 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცდა ავსტრიის მოქალაქის – ლ. გ. რ.-ას მიერ საქართველოს მოქალაქე გ. ა.-ის შვილად აყვანა.

ასევე დგინდება, რომ ხსენებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის სასამართლოს მიერ მასზე სააღსრულებო ფურცელი არ გაცემულა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, ავსტრიის რესპუბლიკის ქ.ვენის შიდა რაიონული სასამართლოს 2002 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დამტკიცდა ავსტრიის მოქალაქის – ლ. გ. რ.-ას მიერ საქართველოს მოქალაქე გ. ა.-ის შვილად აყვანა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად ავსტრიის რესპუბლიკის ქ.ვენის შიდა რაიონული სასამართლოს 2002 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დამტკიცდა ავსტრიის მოქალაქის – ლ. გ. რ.-ას მიერ საქართველოს მოქალაქე გ. ა.-ის შვილად აყვანა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ა.-ის შუამდგომლობა ავსტრიის რესპუბლიკის ქ.ვენის შიდა რაიონული სასამართლოს 2002 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2P 227/02a-p) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ავსტრიის რესპუბლიკის ქ.ვენის შიდა რაიონული სასამართლოს 2002 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე №2P 227/02a-p), რომლითაც დამტკიცდა ავსტრიის მოქალაქის – ლ. გ. რ.-ას მიერ საქართველოს მოქალაქე გ. ა.-ის შვილად აყვანა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე