Facebook Twitter

№ა-4209-შ-85-2012 24 დეკემბერი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ს. ა.-ბ.-უ

მოწინააღმდეგე მხარე – ფ. ბ.-უ

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის კიოლნის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეების განმხილველი მოსამართლის 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის კიოლნის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეების განმხილველი მოსამართლის 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა მხარეებს – ს. ა.-ბ.-უსა და ფ. ბ.-უს შორის, 2004 წლის 6 ივლისს კიოლნის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება, სარეგისტრაციო ნომრით 2225/2004.

ს. ა.-ბ.-უმ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა დასახელებულ ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ს. ა.-ბ.-უს შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ს. ა.-ბ.-უს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის კიოლნის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეების განმხილველი მოსამართლის 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა მხარეებს – ს. ა.-ბ.-უსა და ფ. ბ.-უს შორის, 2004 წლის 6 ივლისს კიოლნის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება, სარეგისტრაციო ნომრით 2225/2004.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, გერმანიის კიოლნის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეების განმხილველი მოსამართლის 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა მხარეებს – ს. ა.-ბ.-უსა და ფ. ბ.-უს შორის, 2004 წლის 6 ივლისს კიოლნის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება, სარეგისტრაციო ნომრით 2225/2004, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. ა.-ბ.-უს შუამდგომლობა გერმანიის კიოლნის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეების განმხილველი მოსამართლის 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის კიოლნის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეების განმხილველი მოსამართლის 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა მხარეებს – ს. ა.-ბ.-უსა და ფ. ბ.-უს შორის, 2004 წლის 6 ივლისს კიოლნის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება, სარეგისტრაციო ნომრით 2225/2004.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე