Facebook Twitter

საქმე №ას-1473-1389-2012 14 დეკემბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. დ.-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი - სწავლის საფასურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. კ.-ის მიმართ 2008-2009 სასწავლო წლის სწავლის საფასურის - 2000 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 ოქტომბრის N3-593 ბრძანების საფუძველზე მოპასუხე ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტში. მას არ გადაუხდია სწავლის საფასური, რისი ვალდებულებაც მას, როგორც სტუდენტს, გააჩნდა, ასევე არ მიუმართავს უნივერსიტეტის რექტორისათვის განცხადებით და სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა არ მოუთხოვია. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 5 ივნისის N3-255 ბრძანებით ნ. დ.-ეს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი. უდავოა, რომ 2008 წლიდან 2009 წლის 5 ივნისამდე ნ. დ.-ე სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტად ითვლება, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება სწავლის საფასურის დავალიანების არსებობის თაობაზე და მის დასაფარად განესაზღვრა ვადა, თუმცა მოპასუხეს თანხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 სექტემბრის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინებით სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2012 წლის 14 დეკემბერს სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ლ. გ.-ემ და იშუამდგომლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე სარჩელის გამოხმობის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლიანობისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელ ლ. გ.-ის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება რომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინებით სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, ამავე განჩინებით კასატორს დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. აღნიშნული განჩინების შესახებ სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელ ლ. გ.-ეს, რის დასტურადაც საქმეში წარმოდგენილია სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტი (ტ.I, ს.ფ.207). ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინებით დასრულდა სამართალწარმოება საქმეზე, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელის გამო, ნ. დ.-ის მიმართ სწავლის საფასურის ანაზღაურების თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის თანახმად, სარჩელის გამოხმობის შესახებ განცხადება კი კასატორის წარმომადგენელმა ფოსტას ჩააბარა 2012 წლის 12 დეკემბერს, ხოლო სასამართლოს გადმოეცა 2012 წლის 14 დეკემბერს, რაც მისი განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელ ლ. გ.-ის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელ ლ. გ.-ის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ დარჩეს განუხილველად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე