№ას-1374-1296-2012 13 დეკემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.ბ-ის წარმომადგენელი ი.წ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ს.ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: მ. ქ-ის, გ. ც-ის, ი. ქ-ის, ამხანაგობა „ლ. ს-ოს“, ე. ც-ის, ნ. დ-ის, პ. კ-ის, მ.ბ-ის, მ. ბ-ის, მ. ხ-სა და ნ. ჩ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეების: გ. ც-სა და მ. ქ-ის, მის სასარგებლოდ, სოლიდარულად 389 059.22 აშშ დოლარის დაკისრება და აღნიშნული დავალიანების დაფარვის განსახორციელებლად მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქონებების იძულებითი რეალიზაცია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილლებით სს „ს.ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს: გ. ც-სა და მ. ქ-ეს სს „ს.ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 256 844.14 აშშ დოლარის გადახდა, აღნიშნული დავალიანების დაფარვის განხორციელება დადგინდა მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქონებების იძულებითი რეალიზაციით, დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონებები:
- ქ. ბათუმი, დასახლება გ-ო, სექტორი 36, კვარტალი 24, ნაკვეთი 001, დაზუსტებული ფართობი 694.00 კვ.მ/შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: მშენებარე, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 2329.19 კვ.მ საკადასატრო კოდი №...;
- მოპასუხე ნ. ჩ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება გ-ო, სექტორი 36, კვარტალი 24, ნაკვეთი 001, კოდი 01/020, დაზუსტებული ფართობი 694.00 კვ.მ შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: მშენებარე შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 2329.19 კვ.მ, სართული 5, ბინა 20, ფართით 64.90 კვ.მ საკადასატრო კოდი №...;
- მოპასუხე მ. ხ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება გ-ო, სექტორი 36, კვარტალი 24, ნაკვეთი 001, კოდი 01/015, დაზუსტებული ფართობი 694.00 კვ.მ შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: მშენებარე შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 2329.19 კვ.მ, სართული 4, ბინა 15, ფართით 64.90 კვ.მ საკადასატრო კოდი №...;
- მოპასუხე მ.ბ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება გ-ო, სექტორი 36, კვარტალი 24, ნაკვეთი 001, კოდი 01/011, დაზუსტებული ფართობი 694.00 კვ.მ შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: მშენებარე შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 2329.19 კვ.მ, სართული 4, ბინა 11, ფართით 100.18 კვ.მ საკადასატრო კოდი №...;
- მოპასუხე პ. კ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება გ-ო, სექტორი 36, კვარტალი 24, ნაკვეთი 001, კოდი 01/008, დაზუსტებული ფართობი 694.00 კვ.მ შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: მშენებარე შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 2329.19 კვ.მ, სართული 3, ბინა 8, ფართით 46.11 კვ.მ საკადასატრო კოდი №...;
- მოპასუხე ნ. დ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება გ-ო, სექტორი 36, კვარტალი 24, ნაკვეთი 001, კოდი 01/006, დაზუსტებული ფართობი 694.00 კვ.მ შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: მშენებარე შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 2329.19 კვ.მ, სართული 3, ბინა 6, ფართით 100.18 კვ.მ საკადასატრო კოდი №...;
- მოპასუხე ე. ც-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება გ-ო, სექტორი 36, კვარტალი 24, ნაკვეთი 001, კოდი 01/001, დაზუსტებული ფართობი 694.00 კვ.მ შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: მშენებარე შენობა-ნაგებობის საერთო ფარტი: 2329.19 კვ.მ, სართული 2, ბინა №1, ფართით 100.18 კვ.მ საკადასატრო კოდი №...;
- მოპასუხე ი. ქ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ჯ-ის ქუცა №75, ბინა №45, ფართით 71.70 კვ.მ, საკადასატრო კოდი №...;
იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება უზრუნველყოფის სარგნის რეალიზაცია ან რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავდა ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას, თანხის ამოღების განხორციელება დადგინდა მოაპსუხეების: გ. ც-სა და მ. ქ-ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ბ-ის წარმომადგენელმა ი.წ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება, მ.ბ-ის საკუთრებაში არსებული, ან არ არსებული „უძრავი ქონების“ რეალიზაციისა და ბაჟის დაკისრების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინებით მ.ბ-ის წარმომადგენელ ი.წ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2012 წლის 30 ივლისს, რომლის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი მოპასუხისათვის და მისი წარმომადგენლის - ი.წ-ის ცნობილი იყო, რაც ცხადყოფდა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 30 აგვისტოდან (გადაწყვეტილების ჩაბარების ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 31 ივლისს, ანუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მეორე დღეს, გადაწყვეტილების ჩაბარების ვადის 30-ე დღე იყო 2012 წლის 30 აგვისტო, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 30 აგვსიტოს და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა 2012 წლის 13 სექტემბერს), შესაბამისად, აპელანტს გასაჩივრების უფლება ჰქონდათ 2012 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით.
იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტმა კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა, კერძოდ, მან სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2012 წლის 14 სექტემბერს, ანუ გასაჩივრების კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ.ბ-ის წარმომადგენელმა ი.წ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მას გასაჩივრების საპროცესო ვადა არ დაურღვევია, ვინაიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 21-ე დღეს, ანუ სამოქალაქო საპროცესო კოედქსის 2591 -ე მუხლით დადგენილ ვადაში, არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა - 2012 წლის 21 აგვისტოს განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მისთვის, როგორც მხარისათვის, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემა, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლომ დასახელებული მუხლით დადგენილ ვადაში ვერ განახორციელა მის მიერ განცხადებით 21-ე დღეს მოთხოვნილი გადაწყვეტილების ასლის გადაცემა და იგი გადასცა მხოლოდ 2012 წლის 6 სექტემბერს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაეწყო 2012 წლის 7 სექტემბრიდან და მ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის დარღვევის მოტივით განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ მ.ბ-ის წარმომადგენელ ი.წ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიაზე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა არასწორად აითვალა 2012 წლის 30 აგვისტოდან, კერძოდ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.
ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო ზემოდასახელებული მუხლების ურთიერთჯერების საფუძველზე მიუთითებს შემდეგს: იმისათვის, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შესაბამისად, უნდა იკვეთებოდეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შემდეგი გარემოებები: გადაწყვეტილების გასაჩივრებას უნდა ესწრებოდეს გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი უნდა იყოს გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. ამასთან, 2591 მუხლი იმპერატიული ნორმაა. იგი ცალსახად და იმპერატიულად ადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს და ნორმის სხვაგვარი განმარტების საშუალებას არ იძლევა.
განსახილველ შემთხვევაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 ივლისის სხდომის ოქმის საფუძველზე და გაფრთხილების ხელწერილით დგინდება, რომ მ.ბ-ის წარმომადგენელ ი.წ-ის ცნობილი გახლდათ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, რაც დასტურდება გაფრთხილების ხელწერილზე მისი პირადი ხელმოწერით (იხ. ტ2, ს.ფ. 87). საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ ი.წ-ე, კანონით დადგენილი წესით შედგენილი მინდობილობის საფუძველზე, უფლებამოსილი იყო შეესრულებინა მოპასუხე მ.ბ-ის სახელით, რწმუნებულებაში აღწერილი ყველა საპროცესო მოქმედება, მათ შორის წარედგინა სააპელაციო საჩივარი (ტ. 1, ს.ფ. 141).
საქმის მასალებით ირკვევა, რომ მ.ბ-ის წარმომადგენელმა ი.წ-ემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 21-ე დღეს, ანუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 -ე მუხლით დადგენილ ვადაში, არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა - 2012 წლის 21 აგვისტოს განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მისთვის, როგორც მხარისათვის, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემა (იხ:ტ. 2, ს.ფ.138), რაც ცხადყოფს, რომ მას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მოთხოვნები არ დაურღვევია, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლომ დასახელებული მუხლით დადგენილ ვადაში ვერ განახორციელა მის მიერ განცხადებით 21-ე დღეს მოთხოვნილი გადაწყვეტილების ასლის გადაცემა და იგი გადასცა მხოლოდ 2012 წლის 6 სექტემბერს (ტ.2 , ს.ფ. 153), შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას მასზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად აითვალა ვადა 2012 წლის 30 აგვისტოდან და არასწორად ჩათვალა, რომ აპელანტმა 2012 წლის 14 სექტემბერს სააპელაციო საჩივრის წარდგენით დაარღვია გასაჩივრების 14-დღიანი ვადა.
ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მ.ბ-ის წარმომადგენელ ი.წ-ეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 ივლისის გაადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2012 წლის 6 სექტემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2012 წლის 14 სექტემბრს, მას კანონით დადგენილი გასაჩივრების 14-დღიანი ვადა არ დაუღვევია, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიაზე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ.ბ-ის წარმომადგენელ ი.წ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიაზე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე