Facebook Twitter
საქმე №ას-368-349-2012 2012 წელი

№ას-368-349-2012 14 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი ( თავმჯდომარე, მომხსენებელი )

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – სს „ს. რ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჩ.ი (ფოთი) ლ. – საქართველო“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ვაგონის მოცდენისა და ტვირთის შენახვის საფასურის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ს. რ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჩ. ე-ი (ფოთი) ლ. – საქართველოს“ მიმართ 2004 წლის იანვრიდან 2004 წლის დეკემბრამდე დარიცხული ვაგონების გამოყენებისა და სადგურის მომსახურეობის საფასურის – 187 243.14 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ს. რ-ის“ სარჩელი არ დაკამყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „ს. რ-ამ“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 იანვრის განჩინებით შპს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „ს. რ-ამ“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის განჩინებით შპს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, კასატორ შპს „ს. რ-ას“ დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და შპს „ს. რ-ის“ უფლებამონაცვლედ მოცემულ სამოქალაქო საქმეში ჩაებას სააქციო საზოგადოება „ს. რ-ა“ შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მოდავე იურიდიული პირის რეორგანიზაციის შედეგად რეორგანიზაციამდე არსებული მხარის ნაცვლად საქმეში ჩააბას პირი, რომელზეც კანონით დადგენილი წესით გადავიდა მხარის უფლება-მოვალეობანი.

მოცემულ შემთხვევაში სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2012 წლის 12 აპრილის №1-3/269 ბრძანებით ირკვევა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ს. რ-ა“ გარდაიქმნა სააქციო საზოგადოება „ს. რ-ად“ და წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია და შპს „ს. რ-ის“ უფლებამონაცვლედ მოცემულ საქმეში უნდა ჩაებას სააქციო საზოგადოება „ს. რ-ა“.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს „ს. რ-ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

სამოქალაქო საქმეში – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ს. რ-ის“ სარჩელის გამო შპს „ჩ. ე-ი (ფოთი) ლ. – საქართველოს“ მიმართ ვაგონის მოცდენისა და ტვირთის შენახვის საფასურის დაკისრების თაობაზე შპს „ს. რ-ის“ უფლებამონაცვლედ ჩაებას სააქციო საზოგადოება „ს. რ-ა“.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.