Facebook Twitter

№ ას-286-275-2012 3 მაისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს „ს. რ-ის“ წარმომადგენელ დ. ს-ის შუამდგომლობა შპს „ს. რ-ის“ უფლებამონაცვლედ სს „ს. რ-ის“ ცნობის თაობაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 მაისის განჩინებით შპს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი სს „გ. ტ-ის“, სს „ს-ის“ მიმართ თანხის დაკისრებისა და სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენის თაობაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად; კასატორ შპს „ს. რ-ას“ დაუბრუნდა მის მიერ გადახდუილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი) 70% – 5600 ლარი.

2012 წლის 3 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა სს „ს. რ-ის“ წარმომადგენელმა დ. ს-მა და აღნიშნა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის საწარმოთა მართვის სააგენტოს 2012 წლის 12 აპრილის ბრძანებით შპს „ს. რ-ა“ გარდაიქმნა სააქციო საზოგადოება „ს. რ-ად“, რომელიც წარმოადგენს შპს „ს. რ-ის“ სამართალმემკვიდრეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოითხოვა დასახელებულ საქმეში სს „ს. რ-ის“ უფლებამონაცვლედ ჩართვა.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. (სარჩელის წარმოებაში მიღებიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე; გადაწყვეტილების გამოტანიდან მის კანონიერ ძალაში შესვლამდე; გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან მის აღსრულებამდე).

საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია უფლებამონაცვლება მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ იღებს თავის თავზე თავისი წინამორბედის უფლებებსა და მოვალეობებს.

რამდენადაც სს „საქრათველოს რ-ის“ წარმომადგენელმა დ. ს-მა სასამართლოს წარუდგინა საჯარო სამართლის იურიდიული პირის საწარმოთა მართვის სააგენტოს 2012 წლის 12 აპრილის ბრძანება, რომლის თანახმადაც, შპს „ს. რ-ა“ გარდაიქმნა სააქციო საზოგადოება „ს. რ-ით“, რომელიც წარმოადგენს შპს „ს. რ-ის“ სამართალმემკვიდრეს, საკასაციო სასამართლო კანონშესაბამისად მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულება საკმარისი საფუძველია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92.1 მუხლის თანახმად, შპს „ს. რ-ის“ უფლებამონაცვლედ სს „ს. რ-ის“ ცნობისა.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს. რ-ის“ წარმომადგენელ დ. ს-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. შპს „ს. რ-ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნას სს „ს. რ-ა“

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.