Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

№ას-445-422-2012 25 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შპს „ს. რ-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ჩ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ჩ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს. რ-ის“ მიმართ სპეციალური სამედიცინო მომვლელის მომსახურების ხარჯის დაკისრების შესახებ და მოითხოვა შპს „ს. რ-ას“ გ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისროს აღნიშნულისათვის თვეში 790 ლარის გადახდა, საყოფაცხოვრებო მომვლელისათვის – 600 ლარისა და ადვოკატის ხარჯის – 1 000 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხე შპს „ს. რ-ამ“ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს გ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სპეციალური სამედიცინო მომვლელის მომსახურებისათვის ყოველთვიურად 790 ლარის გადახდა 2011 წლის 3 აგვისტოდან, მოპასუხეს დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული 1000 ლარის ანაზღაურება, გ. ჩ-ის სარჩელი შპს „ს. რ-ის“ მიმართ საყოფაცხოვრებო მომვლელის მომსახურებისათვის 600 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებზე უარის თქმის ნაწილში – გ. ჩ-ემ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შპს „ს. რ-ამ“ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა გ. ჩ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით გ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ს. რ-ას“ გ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა საყოფაცხოვრებო მომვლელის მომსახურებისათვის საჭირო ხარჯის 2011 წლის 24 ოქტომბრიდან ყოველთვიურად 600 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის – 864 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „ს. რ-ამ“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შემდეგი დასაბუთებით:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის განჩინებით შპს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო და კასატორს დაუბრუნდა სახელმწიფო ბაჟი 210 ლარის ოდნეობით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და შპს „ს. რ-ის“ უფლებამონაცვლედ მოცემულ სამოქალაქო საქმეში ჩაებას სააქციო საზოგადოება „ს. რ-ა“ შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მოდავე იურიდიული პირის რეორგანიზაციის შედეგად რეორგანიზაციამდე არსებული მხარის ნაცვლად საქმეში ჩააბას პირი, რომელზეც კანონით დადგენილი წესით გადავიდა მხარის უფლება-მოვალეობანი.

მოცემულ შემთხვევაში სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2012 წლის 12 აპრილის №1-3/269 ბრძანებით ირკვევა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ს. რ-ა“ გარდაიქმნა სააქციო საზოგადოება „ს. რ-ად“ და წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია და შპს „ს. რ-ის“ უფლებამონაცვლედ მოცემულ საქმეში უნდა ჩაებას სააქციო საზოგადოება „ს. რ-ა“.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს „ს. რ-ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

სამოქალაქო საქმეში – გ. ჩ-ის სარჩელის გამო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ს. რ-ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე შპს „ს. რ-ის“ უფლებამონაცვლედ ჩაებას სააქციო საზოგადოება „ს. რ-ა“.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.