№ას-474-448-2012 24 მაისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ბ. და ლ. ბ-ები
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ლ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახ. გადაწყვეტილების მიღების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, რეგისტრაციის ბათილად ცნობა და მესაკუთრედ აღრიცხვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ლ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში კ., ბ. და ლ. ბ-ების წინააღმდეგ და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის – 2005 წლის 30 დეკემბერს დაბადებული კ. ბ-ის საცხოვრებელ ადგილად დედის – ლლ. ლ-ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და მოპასუხე კ. ბ-ისათვის შვილების – 2001 წლის 8 მარტს დაბადებული გ. ბ-ისა და 2005 წლის 30 დეკემბერს დაბადებული კ. ბ-ის სასარგებლოდ .მენტის დაკისრება, თვეში თითოეულ ბავშვზე 150 ლარის, სულ 300 ლარის დაკისრება მათ სრულწლოვანებამდე შემდეგ გარემოებათა გამო: სარჩელის თანახმად, 1999 წლიდან ლლ. ლ-ი და კ. ბ-ი იმყოფებიან ქორწინებაში, რომლებსაც ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი – გ. და კ. ბ-ები. მეუღლეებს ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა ოჯახში, მოსარჩელის მულის ბ. ბ-ის დაბრუნებამდე, რომლის გავლენითაც ლლ. ლ-ს ურთიერთობა დაეძაბა როგორც მეუღლესთან ასევე დედამთილთანაც. კ. ბ-ის ვალების გამო, მეუღლესთან შეთანხმებით, ლლ. ლ-ი 2009 წლის აგვისტოდან წავიდა სამუშაოდ თბილისში იმ მიზნით, რომ კ. ბ-ს დახმარებოდა ვალების გადახდაში და უკან დაბრუნების შემდეგ, შვილებთან და მეუღლესთან ერთად ეცხოვრა დედამთილისა და მულისგან ცალკე. თბილისში ყოფნის პერიოდში, კ. ბ-ი მეუღლეს აკითხავდა შვილებთან ერთად. ლლ. ლ-ი ეხმარებოდა მატერიალურად მეუღლეს და განაგრძობდა ზრუნვას შვილებზე. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, როდესაც ლლ. ლ-ი ჩავიდა სოფელში, მას მოპასუხეების მხრიდან არ მიეცა შესაძლებლობა შვილებთან ურთიერთობისა. ისინი ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახორციელებენ კ. და გ. ბ-ებზე და ბავშვებს ყველანაირი გზით აძულებენ დედას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოიტხოვა სარცელის დაკმაყოფილება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ლლ. ლ-ის სარჩელი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში დაკმაყოფილდა და 2005 წლის 30 დეკემბერს დაბადებული კ. ბ-ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის ლლ. ლ-ის საცხოვრებელი ადგილი. ამავე გადაწყვეტილებით სარჩელი .მენტის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: კ. ბ-ს 2001 წლის 08 მარტს დაბადებულ გ. ბ-ისა და 2005 წლის 30 დეკემბერს დაბადებული კ. ბ-ის სარჩოდ დაეკისრა თვეში 120 (ასოცი) ლარის ოდენობით, თვითოეულ ბავშვზე 60 (სამოცი) ლარი მათ სრულწლოვნებამდე. .მენტის გადახდევინება გადაწყდა სარჩელის აღძვრის დღიდან - 2011 წლის 26 აპრილიდან.
რაიონული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს კ., ბ. და ლ. ბ-ებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახ. გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით კ., ბ. და ლ. ბ-ების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე კ. ბ-ს მოსარჩელე ლლ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა .მენტის გადახდა 2005 წლის 30 დეკემბერს დაბადებული კ. ბ-ის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის დღიდან - 2011 წლის 26 აპრილიდან და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახ. გადაწყვეტილება, ლლ. ლ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე კ. ბ-ს მოსარჩელე ლლ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2005 წლის 30 დეკემბერს დაბადებული კ. ბ-ის სარჩენად .მენტის გადახდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის აღსრულების შემდეგ, გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
საპელაცოი სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
კ. ბ-ს და ლლ. ლ-ს ჰყავთ ორი შვილი. 2001 წლის 8 მარტს დაბადებული გ. ბ-ი და 2005 წლის 30 დეკემბერს დაბადებული კ. ბ-ი. ამჟამად, ლლ. ლ-ი და კ. ბ-ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე, გ. ბ-ი ცხოვრობს დედასთან ლლ. ლ-თან, ხოლო არასრულწლოვანი კ. ბ-ი ცხოვრობს მამასთან - კ. ბ-თან, მამიდასთან ბ. ბ-თან და ბებიასთან ლ. მოლაშვილთან ერთად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლზე და ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ სოციალური მუშაკების დასკვნებზე, რომლის მიხედვით, მოპასუხეების ოჯახს და ბავშვის, კ. ბ-ის პირველადი და სრული შეფასების შედეგად გამოიკვეთა, რომ ოჯახში კ. ბ-ი უზრუნველყოფილია ძირითადი საჭიროებებით: საკვებით, ტანსაცმლით, სამედიცინო მომსახურებით, ხოლო ბავშვის პირადი ჰიგიენა ნაკლებად არის დაცული. მამის, კ. ბ-ის ოჯახს წევრების მხრიდან ხორციელდება ფსიქო-ემოციური ზეგავლ. კ.ზე, რაც ბავშვს უარყოფითად განაწყობს დედის ლლ. ლ-ის მიმართ. არ უწყობენ ხელს მის ურთიერთობებს თანატოლებთან და უფროსებთან, ბავშვი იზოლირებულია სოციალურად. მოპასუხის ოჯახს კომფლიქტური ურთიერთობა აქვს ყველა მეზობელთან და თითქმის ყველა ნათესავთან. ოჯახს აქვს ჩაკეტილი საზღვრები და არ აქვს ძლიერი თანადგომის ქსელი. მოპასუხეების ოჯახში არსებული ოჯახური გარემო-პირობები, არასასურველია, საზიანოა ბავშვის ფსიქიკის ნორმალური განვიტარებისთვის. (იხ.სოციალური მუშაკების დასკვნა; ს.ფ. 111-113); სოციალური მუშაკების დასკვნის მიხედვით, ბავშვის, გ. ბ-ის ოჯახს პირველადი და სრული შეფასების საფუძველზე გამოიკვეთა დედის, ლლ. ლ-ის ოჯახში ბავშვი არის უზრუნველყოფილი საკვებით, ტანსაცმლით, სამედიცინო მომსახურებით, პირადი ჰიგიენით, მეთვალყურეობით და მზრუნველობით. დედის მხრიდან ხელი ეწყობა ბავშვის განათლებას და მის პიროვნულ განვითარებას. ლლ. ლ-ი არის მზრუნველი, ყურადღებიანი დედა. აქვს ძლიერი თანადგომის ქსელი მშობლების, ძმის და ნათესავების ს.თ, რომლებიც ეხმარებიან ფინანსურად და მორალურად. ლლ. ლ-ის ოჯახში შექმნილია კეთილსაიმედო და მზრუნველი გარემო ბავშვის განვითარებისთვის (იხ.სოციალური მუშაკების დასკვნა; ს.ფ. 114-118); სოციალური მუშაკების მიერ გამოკვლეულ იქნა ასევე ლლ. ლ-ის ძმის, იოსებ ლ-ის ოჯახური გარემოება. დასკვნის მიხედვით, იოსებ ლ-ის ოჯახში კეთილსაიმედო გარემოა. მისი ოჯახური მდგომარეობა აკმაყოფილებს იმ საჭირო მოთხოვნებს, რაც აუცილებელია ბავშვის აღზრდისთვის. (იხ.სოციალური მუშაკების დასკვნა; ს.ფ. 118-119);
ფსიქოლოგ ქ. კ-ის დასკვნით, კ. ბ-ს აქვს მეტყველების პრობლემა, ბგერებს არასწორად გამოთქვამს, აშკარაა მამის ოჯახს წევრების ზეწოლა ბავშვზე. ემოციურ-ნებელობით სფეროსთან მიმართებაში, შეიმჩნევა გუნება-განწყობილების სწრაფი ცვალებადობა, შფოთვის მაღ. დონე, აგზნებადობა, რაც დეპრესიული მდგომარეობის მაუწყებელია. მას სასწრაფოდ ესაჭიროება ტრავმათერაპიის ინტენსიური კურსის გავლა, მწვავე სტრესული მდგომარეობის, შფოთვის, შიშების, დეპრესიული მდგომარეობის მოსახსნელად, პარალელურად საჭიროა ბავშვის მამის, ბებიის კონსულტირება ბავშვთან მტკივნეულ საკითხებზე საუბრისათვის მოსამზადებლად და მისთვის რაციონალური და ემოციური მხარდაჭერის აღმოსაჩენად. ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის დაუშვებელია დედისგან შორს ყოფნა, საჭიროა სწორი, უწყვეტი ურთიერთობა მშობელსა და შვილს შორის. მამის ოჯახს წევრების არასწორმა მიდგომამ, შესაძლებელია ხანგრძლივი, ნეგატიური კვ. დაუტოვოს მის შემდგომ განვითარებაზე. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ორივე მშობელს ერთნაირად უყვარს, რომ ისინი ზრუნავენ მასზე. სასურველია ოჯახს გამთლიანება, რათა ბავშვს შეექმნას სრულყოფილი გარემო სწორი ფსიქიკური განვითარებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას’. ამავე კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.
ამდენად, არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას, სასამართლო გამოდის უპირველეს ყოვლისა ბავშვის ინტერესებიდან და ითვ.სწინებს მის ასაკს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, პირად მიდრეკილებას მშობლებისადმი, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა, მისი ცხოვრების წესს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძოდ კი, იმის გათვ.სწინებით, რომ ასაკიდან და ჯანმრთელობიდან გამომდინარე, კ. ბ-ი საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს და დაცვას სტრესული სიტუაციებისგან, დედასთან დაშორებამ შეიძლება უარყოფთად იმოქმედოს ბავშის ფსიქიკაზე და ბავშვის სულიერებას შეუქმნას დისკომფორტი, ასევე იმის გათვ.სწინებით, რომ უფროსი შვილი იზრდება დედასთან და მას აქვს ნორმალური გარემო, ასევე, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია დედმამიშვილების ურთიერთობა და მათი დაშორება, მცირე ასაკში უარყოფითად იმოქმედებს თვითოეულზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კ. ბ-ის უპირატეს ინტერესებს ემსახურება მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა დედის, ლლ. ლ-ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება .მენტის განსაზღვრის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსაფუძვლობაზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე მუხლებზე და ზემოაღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვ.სინებით, მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხე კ. ბ-ს მოსარჩელე ლლ. ლ-ის სასარგებლოდ სწორად დააკისრა .მენტი შვილების: 2001 წლის 08 მარტს დაბადებულ გ. ბ-ისა და 2005 წლის 30 დეკემბერს დაბადებული კ. ბ-ის სარჩოდ თვეში 120 (ასოცი) ლარის ოდენობით, თვითეულ ბავშვზე 60 (სამოცი) ლარი მათ სრულწლოვნებამდე.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე კ. ბ-ს მოსარჩელე ლლ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა .მენტის გადახდა 2005 წლის 30 დეკემბერს დაბადებული კ. ბ-ის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის დღიდან - 2011 წლის 26 აპრილიდან დაუსაბუთებელი იყო შემდეგ გარემოებათა გამო: იმ დადგენილი გარემოების გათვ.სწინებით, რომელიც არც მხარეთა შორის გამხდარა სადავო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის და მანამდეც, კ. ბ-ი ცხოვრობდა მამასთან – კ. ბ-თან, მამიდასთან ბ. ბ-თან და ბებიასთან ლ. მოლაშვილთან ერთად, რომლებიც ზრუნავდნენ მასზე, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის მიერ .მენტის გადახდის დაკისრება 2005 წლის 30 დეკემბერს დაბადებული კ. ბ-ის სასარგებლოდ უნდა მომხდარიყო არა სარჩელის აღძვრის დღიდან - 2011 წლის 26 აპრილიდან, არამედ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის შესრულების შემდეგ, ე.ი. მას შემდეგ, რაც 2005 წლის 30 დეკემბერს დაბადებული კ. ბ-ი საცხოვრებლად გადავა დედის საცხოვრებელ ადგილზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ კ., ბ. და ლ. ბ-ების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს კ., ბ. და ლ. ბ-ებმა, მოითხოევს მისი გაუქმება და ახ. გადაწყვეტილების მირებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის განჩინებით კ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინებით ბ. და ლ. ბ-ების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლაd.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. და ლ. ბ-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყ.ბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვ.სწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახ. გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყ.ბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ბ. და ლ. ბ-ების საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი ბ. და ლ. ბ-ების გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. და ლ. ბ-ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.