Facebook Twitter

№ას-1126-1057-2012 8 იანვარი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. ს.-ა, თ. ს.-ე, ნ. ბ.-ა, დ. კ.-ა, ი. შ.-ე, მ. ბ.-ი, ნ. შ.-ა, ა.ნ.-ი, მ. კ.-ე, ლ. ჩ.-ი, მ. შ.-ა, მ. ლ., ნ. ა.ე (მოსარჩელეები)

წარმომადგენელი - თ. ბ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ. ჰ.-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – გამოუყენებელი შვებულების თანხის, ერთი თვის შრომის ანაზღაურებისა და დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ა.-მა, თ. ს.-ემ და სხვებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ნ. ჰ.-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს.

მოსარჩელეების განმარტებით, ისინი მუშაობდნენ მოპასუხე საზოგადოებაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2011 წლის აგვისტოში შეუწყდათ შრომითი ურთიერთობა ისე, რომ არ უსარგებლიათ კუთვნილი შვებულებით და არც კანონით დადგენილი 1 თვის შრომის ანაზღაურება მიუღიათ.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელეებმა მოითხოვეს შპს „ნ. ჰ.-ისათვის“:

1. ნ. ა.-ის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების - 476 ლარის, გამოუყენებელი შვებულების თანხის - 476 ლარისა და 2011 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 934 ლარის 0.07 %-ის გადახდის დაკისრება;

2. თ. ს.-ის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების - 845 ლარის, გამოუყენებელი შვებულების თანხის - 845 ლარისა და 2011 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1690 ლარის 0.07 %-ის გადახდის დაკისრება;

3. ნ. ბ.-ას სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების სახით 764 ლარის, გამოუყენებელი შვებულების თანხის სახით 764 ლარისა და 2011 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1528 ლარის 0.7 %-ის გადახდის დაკისრება;

4. ნ. ა.-ის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების სახით 40 ლარის, გამოუყენებელი შვებულების თანხის სახით 40 ლარისა და 2011 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 80 ლარის 0.07%-ის გადახდის დაკისრება;

5. ნ. კ.-ის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების სახით 216 ლარის, გამოუყენებელი შვებულების თანხის - 216 ლარისა და 2011 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 432 ლარის 0.07 %-ის გადახდის დაკისრება;

6. ზ. ხ.-ის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების სახით 280 ლარის, გამოუყენებელი შვებულების თანხის სახით 280 ლარისა და 2011 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 560 ლარის 0.07 %-ის გადახდის დაკისრება;

7. ე. ვ.-ის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების სახით 396 ლარის, გამოუყენებელი შვებულების თანხის სახით 396 ლარისა და 2011 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 792 ლარის 0.07%-ის გადახდის დაკისრება;

8. დ. კ.-ას სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების სახით 1131 ლარის, გამოუყენებელი შვებულების თანხის - 1131 ლარისა და 2011 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2262 ლარის 0.07%-ის გადახდის დაკისრება;

9. მ. ლ.-ს სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების სახით 1029 ლარის, გამოუყენებელი შვებულების თანხის სახით 1029 ლარისა და 2011 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2058 ლარის 0.07%-ის გადახდის დაკისრება;

10. თ. ნ.-ის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების სახით 51 ლარის, გამოუყენებელი შვებულების თანხის - 51 ლარისა და 2011 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 102 ლარის 0.07%-ის გადახდის დაკისრება;

11. ნ. კ.-ის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების სახით 153 ლარის, გამოუყენებელი შვებულების თანხის სახით 153 ლარისა და 2011 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 306 ლარის 0.07%-ის გადახდის დაკისრება;

12. ჯ. ფ.-ის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების სახით 209 ლარის, გამოუყენებელი შვებულების თანხის სახით 209 ლარისა და 2011 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 418 ლარის 0.07%-ის გადახდის დაკისრება;

13. თ. ა.-ის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების სახით 176 ლარის, გამოუყენებელი შვებულების თანხის სახით 176 ლარისა და 2011 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 352 ლარის 0.07%-ის გადახდის დაკისრება;

14. მ. ს.-ის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების სახით 40 ლარის, გამოუყენებელი შვებულების თანხის სახით 40 ლარისა და 2011 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 80 ლარის 0.07%-ის გადახდის დაკისრება;

15. ი. ი.-ის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების სახით 51 ლარის, გამოუყენებელი შვებულების თანხის სახით 51 ლარისა და 2011 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 102 ლარის 0.07%-ის გადახდის დაკისრება;

16. ი. შ.-ის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების სახით 1132 ლარის, გამოუყენებელი შვებულების თანხის სახით 1132 ლარისა და 2011 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2264 ლარის 0.07%-ის გადახდის დაკისრება;

17. ლ. ჩ.-ის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების სახით 282 ლარის, გამოუყენებელი შვებულების თანხის სახით 282 ლარისა და 2011 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 564 ლარის 0.07%-ის გადახდის დაკისრება;

18. მ. კ.-ის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების სახით 282 ლარის, გამოუყენებელი შვებულების თანხის სახით 282 ლარისა და 2011 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 564 ლარის 0.07%-ის გადახდის დაკისრება;

19. მ. ბ.-ის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების სახით 1919 ლარის, გამოუყენებელი შვებულების თანხის სახით 1919 ლარისა და 2011 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 3838 ლარის 0.07%-ის გადახდის დაკისრება;

20. ნ. შ.-ას სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების სახით 87 ლარის, გამოუყენებელი შვებულების თანხის სახით 87 ლარისა და 2011 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 174 ლარის 0.07%-ის გადახდის დაკისრება;

21. მ. ქ.-ის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების სახით 1341 ლარის, გამოუყენებელი შვებულების თანხის სახით 1341 ლარისა და 2011 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2682 ლარის 0.07%-ის გადახდის დაკისრება;

22. გ. კ.-ის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების სახით 59 ლარის, გამოუყენებელი შვებულების თანხის სახით 59 ლარისა და 2011 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 118 ლარის 0.07%-ის გადახდის დაკისრება;

23. გ. ძ.-ას სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების სახით 176 ლარის, გამოუყენებელი შვებულების თანხის სახით 176 ლარისა და 2011 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 352 ლარის 0.07%-ის გადახდის დაკისრება;

24. ზ. გ.-ის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების სახით 310 ლარის, გამოუყენებელი შვებულების თანხის სახით 310 ლარისა და 2011 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 620 ლარის 0.07%-ის გადახდის დაკისრება;

25. ქ. მ.-ის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების სახით 352 ლარის, გამოუყენებელი შვებულების თანხის სახით 352 ლარისა და 2011 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 704 ლარის 0.07%-ის გადახდის დაკისრება;

26. მ. ძ.-ძის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების სახით 234 ლარის, გამოუყენებელი შვებულების თანხის სახით 234 ლარისა და 2011 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 468 ლარის 0.07%-ის გადახდის დაკისრება;

27. ლ. ჯ.-ის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების სახით 172 ლარის, გამოუყენებელი შვებულების თანხის სახით 172 ლარისა და 2011 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 344 ლარის 0.07%-ის გადახდის დაკისრება;

28. ნ. ა.-ის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების სახით 241 ლარის, გამოუყენებელი შვებულების თანხის სახით 241 ლარისა და 2011 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 482 ლარის 0.07%-ის გადახდის დაკისრება;

29. ა. ნ.-ის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების სახით 361 ლარის, გამოუყენებელი შვებულების თანხის სახით 361 ლარისა და 2011 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 722 ლარის 0.07%-ის გადახდის დაკისრება;

30. ლ. ა.-ის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების სახით 50 ლარის, გამოუყენებელი შვებულების თანხის სახით 50 ლარისა და 2011 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის 0.07%-ის გადახდის დაკისრება;

31. მ. შ.-ას სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების სახით 194 ლარის, გამოუყენებელი შვებულების თანხის სახით 194 ლარისა და 2011 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 388 ლარის 0.07%-ის გადახდის დაკისრება;

32. ქ. გ.-ის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების სახით 582 ლარის, გამოუყენებელი შვებულების თანხის სახით 582 ლარისა და 2011 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1164 ლარის 0.07%-ის გადახდის დაკისრება;

33. მ. ჭ.-ის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების სახით 249 ლარის, გამოუყენებელი შვებულების თანხის სახით 249 ლარისა და 2011 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 498 ლარის 0.07 %-ის გადახდის დაკისრება;

34. ე. გ.-ის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების სახით 156 ლარის, გამოუყენებელი შვებულების თანხის სახით 156 ლარისა და 2011 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 312 ლარის 0.07%-ის გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თ. ს.-ემ და სხვებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები ნ. ა.-ი, თ. ს.-ე, ნ. ბ.-ა, ნ. ა.-ე, ნ. კ.-ი, ზ. ხ.-ი, ე. ვ.-ი, დ. კ.-ა, მ. ლ., თ. ნ.-ი, ნ. კ.-ე, ჯ. ფ.-ი, თ. ა.-ე, მ. ს.-ე,ი. ი.-ი, ი. შ.-ე, ლ. ჩ.-ი, მ. კ.-ე, მ. ბ.-ი, ნ. შ.-ა, მ. ქ.-ე, გ. კ.-ი, გ. ძ.-ა, ზ. გ.-ი, ქ. მაღედანი, მ. ძ.-ძე, ლ. ჯ.-ე, ნ. ა.ე, ა.ნ.-ი,ლ. ა.-ი, მ. შ.-ა, ქ. გ.-ი,მ. ჭ.-ე, ე. გ.-ი დასაქმებული იყვნენ მოპასუხე შპს ,,ნ. ჰ.-ში“ სხვადასხვა თანამდებობებზე. შპს ,,ნ. ჰ.-სა“ და მოსარჩელეებს შორის 2011 წლის 2 თებერვალს დაიდო წერილობითი შრომითი ხელშეკრულება სამი თვის ვადით. მოპასუხე შპს ,,ნ. ჰ.-ის“ დირექტორის 2011 წლის 29 აპრილის ბრძანებით მოსარჩელეებს შრომითი ხელშეკრულების ვადა გაუგრძელდათ 2011 წლის 1 ივნისამდე. შპს ,,ნ. ჰ.-ის“ დირექტორის 2011 წლის 31 მაისის ბრძანებით მოსარჩელეებს შრომითი ხელშეკრულების ვადა გაუგრძელდათ 2011 წლის 1 ივლისამდე, ხოლო შპს ,,ნ. ჰ.-ის“ დირექტორის 2011 წლის 30 ივნისის ბრძანებით მოსარჩელეებს შრომითი ხელშეკრულების ვადა კვლავ გაუგრძელდათ 2011 წლის 1 აგვისტომდე. მხარეთა ახსნა-განმარტებით და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მოსარჩელეებს კუთვნილი შვებულებით არ უსარგებლიათ.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქალაქო სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის, ვინაიდან, 2011 წლის 2 თებერვალს დადებული იყო ვადიანი წერილობითი შრომითი ხელშეკრულება და მისი ვადა ამოიწურა 2011 წლის 2 მაისს, ამის შემდგომ მხარეებს შორის მოპასუხის მიერ გამოცემული ბრძანებებით გაგრძელდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულება 2011 წლის 1 აგვისტომდე. შესაბამისად, მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობები 2011 წლის 1 აგვისტოს შეწყდა ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა მოთხოვნა ერთი თვის შრომის ანაზღაურების მოპასუხესათვის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ საქართველოს შრომის კოდექსით მართალია, გათვალისწინებულია ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლება, მაგრამ კანონი არ ითვალისწინებს, დასაქმებულის მიერ გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხის ანაზღაურების შესაძლებლობას. „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ კონვენციის მე-6 მუხლი ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც უნდა ანაზღაურდეს გამოუყენებელი შვებულება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული სამუშაოდან გათავისუფლდება დამსაქმებლის მიზეზით. მოცემულ შემთხვევაში კი, შრომითი ურთიერთობები შეწყდა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო და არა დამსაქმებლის ინიციატივით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. ს.-ამ, თ. ს.-ემ, ნ. ბ.-ამ, დ. კ.-ამ, ი. შ.-ემ, მ. ბ.-მა, ნ. შ.-ამ, ა.ნ.-მა, მ. კ.-ემ, ლ. ჩ.-მა, მ. შ.-ამ, მ. ლ.მ, ნ. ა.ემ საკასაციო წესით გაასაჩივრეს მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. საკასაციო საჩივარი შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ წანამძღვრებს ემყარება: განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოპასუხე შპს „ნ. ჰ.-ის“ დირექტორის 2011 წლის 29 აპრილის ბრძანებით მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულებები გაგრძელდა 2011 წლის 1 ივნისამდე. მოპასუხემ ვერ წარადგინა მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა შრომის ხელშეკრულების მოქმედების ვადის თაობაზე მხარეთა შორის რაიმე შეთანხმების არსებობას. ასევე მოპასუხემ ვერ წარადგინა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეებისათვის ცნობილი იყო ბრძანების თაობაზე და კონკლუდენტური მოქმედებით გამოხატეს თანხმობა. ბრძანების თვალსაჩინო ადგილზე გამოქვეყნების ერთადერთ საბუთს წარმოადგენდა 2011 წლის 29 აპრილის ბრძანება №04/019 ხელშეკრულებების ვადის გაგრძელების შესახებ ბრძანების თვალსაჩინო ადგილას გამოკვრის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარცელეთა ნაწილთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2011 წლის 8 და არა 1 აგვისტოს. ამ შემთხვევაში, მხარეებს შორის დაიდო შრომის უვადო ხელშეკრულება, რომელიც დამსაქმებლის ინიციატივით შეწყდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ს.-ასა და სხვათა საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ განმარტებას და მიიჩნევს, რომ საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ს.-ას, თ. ს.-ის, ნ. ბ.-ას, დ. კ.-ას, ი. შ.-ის, მ. ბ.-ის, ნ. შ.-ას, ა.ნ.-ის, მ. კ.-ის, ლ. ჩ.-ის, მ. შ.-ას, მ. ლ.-ს, ნ. ა.-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე