№ას-1780-1758-2011 22 იანვარი, 2013 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,თეიმურაზ თოდრია
სხდომის მდივანი- ლელა სანიკიძე
კასატორი – შპს „გ–ი...“
კასატორის წარმომადგენელი - ი.ყ–ი
მოწინააღმდეგე მხარე– შპს „ბ. დ. კ–ა“
მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი- ლ.გ–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება– თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს ,,ბ. დ კ–ასა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გამყიდველი, მოპასუხე) და შპს „გ–ი....ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მყიდველი, მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) შორის 2010 წლის 3 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხისაგან იყიდა 1600 კუბი B25 (რაც გულისხმობს M300 და ზემოთ) ბეტონი.
2. მოპასუხემ მოსარჩელეს 2010 წლის 12 თებერვლიდან 2010 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, სულ 22 ტრანშად, მიაწოდა 1470.5 ტონა ბეტონი, რომლითაც ამ უკანასკნელმა ათსართულიანი შენობა ააშენა.
3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ უხარისხო ბეტონის მიწოდებით გამოწვეული ზიანის - 246 951.92 ლარის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხეს მისთვის უნდა მიეწოდებინა ბეტონი, რომლის ხარისხიც B25-ზე (M350 მარკაზე) ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. მიწოდებული პროდუქცია არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარისხს, რის გამოც აუცილებელი გახდა შენობის გამაგრება, რაც ხარჯთან იყო დაკავშირებული. მოსარჩელის მითითებით, სწორედ ბეტონის უხარისხობამ გამოიწვია მისთვის შემდეგი ზიანი: შენობაზე გამაგრების სამუშაოებისათვის გაწეული - 5 437.92 ლარი, სამშენებლო ობიექტის დაგვიანებით ჩაბარების შედეგად შემკვეთის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება - 116 514 ლარი და მშენებლობის შეფერხებით გამოწვეული სხვა ზიანი.
4. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგ–ლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ბეტონი მიწოდებისას იყო შეთანხმებული ხარისხის, რაც დასტურდებოდა თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. გარდა ამისა, ხელშეკრულების თანახმად, ბეტონის ხარისხი ლაბორატორიულად უნდა შემოწმებულიყო და შედეგი 31 დღეში უნდა შეეტყობინებინათ გამყიდველისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამყიდველის პასუხისმგ–ლობა, ნივთის ნაკლის გამო, გამოირიცხებოდა. არცერთ მიწოდებაზე, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, მოსარჩელეს ბეტონის ხარისხზე პრეტენზია არ გამოუთქვამს. მან ვერ წარმოადგინა საბუთი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მიწოდებიდან 31 დღეში პრეტენზიით მიმართა მოსარჩელეს ბეტონის ხარისხთან დაკავშირებით და გამყიდველმა ნაკლი არ გამოასწორა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5.1. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ აშენებულ ობიექტზე გამოყენებული ბეტონის ხარისხი გამოკვლეულია ორი დოკუმენტით, შპს ,,ჰ.ჯ–ის” სამშენებლო პროდუქციის ტესტირების ლაბორატორიის 2010 წლის 6 სექტემბრის საგამოცდო ოქმითა (შემდეგში - 6.09.2010 საგამოცდო ოქმი) და რეგისტრირებული კავშირის „მ“-ს მიერ 2010 წლის 10 სექტემბერს შედგენილი საგამოცდო ოქმით (შემდეგში - 10.09.2010 საგამოცდო ოქმი). პირველ შემთხვევაში, გამოსაკვლევი სინჯები აღებულია მხოლოდ შენობის კოლონებიდან, მეორეში კი, გამოკვლეულია როგორც საყრდენი კედელი, ასევე, საძირკველი და გადახურვის ფილა. ამ უკანასკნელი საგამოცდო ოქმით ირკვევა, რომ შენობის კონსტრუქციებში ძირითადად გამოყენებულია სათანადო ხარისხის ბეტონი.
5.2. სასამართლოს დასკვნით, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დგინდებოდა მოსარჩელისთვის მიწოდებული პროდუქციის სათანადო ხარისხი. ამასთან, გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ მოსარჩელე მოპასუხისგან პროდუქციას იღებდა ხანგრძლივად, რამდენიმე თვის განმავლობაში და ამ პერიოდში მას ბეტონის ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს.
5.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს არ დაურღვევია ხელშეკრულების რომელიმე პირობა და არც ზიანი არ მიუყენებია მოსარჩელისათვის.
6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით - აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება.
7.1. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელემ ვერ წარადგინა იმ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მოპასუხისაგან მიღებული ბეტონი მიწოდების მომენტისათვის არ შეესაბამებოდა შეთანხმებულ ხარისხს.
7.2. სასამართლოს განმარტებით, რომელიც საქმეში წარმოდგენილ საექსპერტო დასკვნას დაეფუძნა, მიწოდების მომენტში ბეტონი შეიძლება იყოს ხარისხიანი, მაგრამ, დაყალიბებისა და მოვლის პირობების დარღვევის გამო, მისმა ხარისხმა (მარკიანობამ) მნიშვნელოვნად დაიკლოს. შესაბამისად, სასამართლომ გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოების დადგენას, ბეტონი მიწოდების მომენტშივე იყო უხარისხო, თუ მისი მარკიანობის დაწევა დაკავშირებული იყო ბეტონის დაყალიბებისა და მოვლის პირობების დარღვევასთან, რაზეც გამყიდველი, ხელშეკრულების თანახმად, პასუხს არ აგ–და.
7.3. იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ბეტონი მიწოდებისას იყო ხარისხიანი, მოპასუხე მიუთითებდა თვით მოსარჩელის მიერ წარდგენილ 10.09.2010 წლის საგამოცდო ოქმზე, რომლის თანახმად, მიწოდებული ბეტონის ხარისხის შემოწმების მიზნით, 2010 წლის მარტში, აპრილსა და ივნისში შვიდჯერ არის აღებული ნიმუშები, 28 დღე-ღამის ბეტონი გამოიცადა კუმშვაზე და დადგინდა, რომ ბეტონი საყრდენ კედელში მიეკუთვნება M250-ს, ხოლო დანარჩენ კონსტრუქციებში M300 მარკას - ანუ ხელშეკრულებით განსაზღვრულ მარკას.
7.4. რაც შეეხება 06.09.2010 წლის საგამოცდო ოქმს, პალატამ მიუთითა, რომ მასში არსებული მონაცემები ბეტონის სიმტკიცესთან დაკავშირებით, არ ასახავდა ბეტონის ხარისხს მიწოდების მომენტში. ამიტომ, სასამართლომ მიუთითა, რომ ეს ექსპერტიზა, რამდენიმე თვის წინ ჩასხმული კოლონებიდან აღებული ბეტონის სინჯების მიხედვით, ვერ გამოდგ–ოდა მიწოდების მომენტში ბეტონის უხარისხობის დამადასტურებლად.
7.5. მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობასთან დაკავშირებულ აპელანტის პრეტენზიაზე პალატამ მიუთითა, რომ, სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, ხელშეკრულების განმარტების შედეგად, დგინდებოდა მხარეთა შეთანხმება, მიწოდებისას ბეტონი ყოფილიყო ხელშეკრულების 1.1 მუხლში მითითებულ მარკასთან (M 300 და ზევით) შესაბამისი. სწორედ ამ შეთანხმების გამო, მხარეებმა განსაზღვრეს მყიდველის უფლებამოსილება - საქონლის მიღებიდან 31 დღეში ლაბორატორიული შემოწმების გზით შეემოწმებინათ საქონლის ხარისხი. ის გარემოება, რომ 22 ტრანშად გამყიდველმა მყიდველს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია, ხოლო ამ უკანასკნელმა მიიღო და გამყიდველს სრულად აუნაზღაურა ღირებულება (ბოლო ტრანშით მიწოდებული პროდუქციის გარდა), მხარეთა დავას არ იწვევს და დასტურდება საქმეში არსებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებითაც. ამასთან, დადგენილია, რომ პროდუქციის არცერთი ტრანშის მიღებაზე მხარეებს შორის არ გაფორმებულა მიღება-ჩაბარების აქტი. მართალია, ხელშეკრულების 2.3 მუხლის მიხედვით, საქონლის მიწოდება დასტურდება მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტითა და საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურით, თუმცა შემდგომი ქმედებებით, მხარეებმა ერთგვარად შეასწორეს ეს პუნქტი და საქონლის შესყიდვის (მიწოდების) დადასტურება დაუკავშირეს საგადასახადო ანგარიშფაქტურებს. ამიტომ, ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადის დაცვის შესახებ აპელანტის მტკიცება პალატამ არ გაიზიარა. ამასთან, სასამართლოს მითითებით, ეს ვადა დაცულიც რომ ყოფილიყო, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ბეტონის უხარისხობა მიწოდებისას. ეს კი ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავდა მიზეზ-შედეგობრივ კავშირს მოპასუხის მოქმედებასა და მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანს შორის (რომლის არსებობაც სადავო არ არის), რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარისი წინაპირობა იყო.
8. აღნიშნული განჩინება მოსარჩელემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
8.1. სადავო არ არის საქონლის მიწოდება, სადავოა მხოლოდ მიწოდებული ბეტონის ხარისხი, კერძოდ, ხელშეკრულების თანახმად, კასატორს უნდა მიეღო ბ25 კლასის ბეტონი და არა - მ300 მარკის ბეტონი. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 487-488 მუხლებზე, რომელთა მიხედვითაც, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი, რომელიც შეთანხმებული ხარისხისაა. ამ დროს საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება - ექსპერტიზის დასკვნები, რომლითაც სწორედ ის დასტურდება, რომ მყიდველმა მიიღო უხარისხო ნივთი. ამის მიუხედავად, სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორმა ვერ დაადასტურა ნივთის უხარისხობა, რაც საპროცესო ნორმების არასწორი შეფასებისა და განმარტების შედეგად მიღებული მცდარი დასკვნაა და რამაც გამოიწვია საქმეზე არსებითად უსწორო გადაწყვეტილების მიღება.
8.2. რაც შეეხება პრეტენზიის წარდგენის ვადას, ხელშეკრულების თანახმად, უნდა წარდგენილიყო 31 დღის განმავლობაში შემდეგი სამი პირობის შესრულების შემდეგ: ბეტონის ჩასხმის, ანგარიშფაქტურის მიღებისა და მიღება-ჩაბარების გაფორმების აქტის შემდეგ. რადგან ეს უკანასკნელი გაფორმებული არ არის, არც პრეტენზიის წარდგენის ვადა არ დარღვეულა. ანგარიშფაქტურა ვერ გაუტოლდება მიღება-ჩაბარების აქტს, როგორც ეს სასამართლომ მიუთითა, რადგან ანგარიშფაქტურა მკაცრი აღრიცხვის საბუთია.
8.3. სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 3 წელია, ხოლო მხარეთა შეთანხმება კანონით დადგენილი ხანდაზმულობის/შეცილების ვადის შეზღუდვასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებით ბათილია. ფაქტია, რომ კასატორს 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა არ გაუშვია და არც ხელშეკრულებით დადგენილი შედავების ვადა არ დაურღვევია.
9. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 მარტის განჩინებით - საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), შესაბამისად, ეს ფაქტები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
11. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი.
12. ნასყიდობის საგნის ნაკლით მიყენებული ზიანის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 477.1-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი), 494.1-ე (ნივთის ნაკლით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით), 394.1-ე (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგ–ლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები.
13. სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების წინაპირობებია: ვალდებულების ბრალეული დარღვევა, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ვალდებულების დარღვევასა და შედეგს შორის.
14. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება, კერძოდ, მოსარჩელეს მიაწოდა ნივთობრივად ნაკლიანი ნივთი. მოპასუხე უარყოფს ნაკლიანი ნივთის მიწოდებას, ამასთან, უთითებს, რომ მოსარჩელემ დროულად არ წარადგინა ნივთის ნაკლთან დაკავშირებული პრეტენზია, რითაც დაკარგა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება.
15. ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ნივთის ნაკლის მტკიცების ტვირთი ამ ნაკლზე მიმთითებელ პირს, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს ეკისრება. კერძოდ, მყიდველია ვალდებული ამტკიცოს, რომ მან ნივთის შემოწმება და ნაკლის შესახებ პრეტენზია შესაბამის ვადაში და შესაბამისი ფორმით განახორციელა. ამასთან, ნივთის ნივთობრივი ნაკლის შეფასებისას უპირატესობა ენიჭება მხარეთა შეთანხმებას (სსკ-ის 488.1 მუხლის მიხედვით, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგ–ლობისათვის). მოცემულ შემთხვევაში, მყიდველი და გამყიდველი ხელშეკრულებით შეთანხმდნენ საქონლის ხარისხზე - B25 მარკის (რაც გულისხმობს M300 და ზემოთ) ბეტონზე. ამასთან, მხარეებმა ხელშეკრულებაში მიუთითეს, რომ საქონელი, მიწოდების მომენტისათვის, უნდა შეესაბამებოდეს შეთანხმებულ ხარისხს.
16. ბეტონის ხარისხზე შეთანხმების ზემოხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით კასატორის პრეტენზია ისაა, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა მხარეთა შეთანხმების ფაქტი ბეტონის M300 მარკაზე, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, ხელშეკრულებაში მითითებული B25 არის ბეტონის კლასი, რომელსაც შეესაბამება M350 და არა M300 ბეტონის მარკა. მითითებული პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან ხელშეკრულების ტექსტიდან არ იკვეთება B25 კლასის ბეტონზე მხარეთა შეთანხმება. ამასთან, ასეც რომ იყოს, ცხადია, რომ მხარეებმა B25 კლასის ბეტონის შესატყვისად სწორედ M300 მარკის ბეტონი მიიჩნიეს. ამას ისიც ადასტურებს, რომ თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 10.09.2010 წლის საგამოცდო ოქმის დასკვნით, მოპასუხის მიერ მიწოდებული ბეტონის ხარისხი შეფასებულია სწორედ ბეტონის მარკაზე და არა ბეტონის კლასზე მითითებით. აქედან გამომდინარე, შებოჭილია რა ამ შეთანხმებით, მოსარჩელე მოპასუხეს ვერ მოსთხოვს უფრო მაღალი ხარისხის ბეტონის მიწოდებას.
17. კასატორის შემდეგი პრეტენზია ისაა, რომ მიწოდებული ბეტონი არ იყო შეთანხმებული ხარისხის. ეს პრეტენზიაც დაუსაბუთებელია, კერძოდ, 10.09.2010 წლის საგამოცდო ოქმით დგინდება, რომ მიწოდებული ბეტონი შეთანხმებული ხარისხის - M300 მარკის იყო. რაც შეეხება შენობის საყრდენ კედელს, მოსარჩელემ ვერ გამორიცხა, რომ შენობის ამ ნაწილში ბეტონის მარკიანობის დაქვეითება ბეტონის დაყალიბებისა და მოვლის წესების დაუცველობით არ იყო გამოწვეული. როგორც ზემოთ ითქვა, ნაკლიანი შესრულების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს, რომელმაც ეს ტვირთი ვერ დაძლია, კერძოდ, მან ვერ დაამტკიცა, რომ მიწოდებული ბეტონი მიწოდების მომენტში შეთანხმებული ხარისხის არ იყო.
18. გარდა ამისა, არსებითი ხასიათისაა და მოსარჩელის მოთხოვნას გამორიცხავს მოპასუხის შესაგ–ელი ნივთის ნაკლის გამო პრეტენზიის დროულად წარუდგენლობაზე. ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველს მიწოდებული ბეტონის ხარისხი ლაბორატორიულად უნდა შეემოწმებინა და შესაბამისი პრეტენზიით მიემართა გამყიდველისათვის საქონლის მიღებიდან 31 კალენდარულ დღეში. პრეტენზიის წარდგენის მითითებული ვადის დაუცველობის შემთხვევაში, მყიდველი კარგავდა საქონლის ნაკლთან დაკავშირებით პრეტენზიის წარდგენისა და ნაკლის გამო მოთხოვნის უფლებას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, რაკი, მოცემულ შემთხვევაში, მყიდველი მეწარმეა, მითითებული სახელშეკრულებო დანაწესი გამომდინარეობს და არ ეწინააღმდეგ–ა სსკ-ის 495.1 მუხლს (თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი; თუკი იგი ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება). ამ ნორმის მიხედვით, თუ მყიდველი მეწარმეა, იგი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი და ნაკლის აღმოჩენიდან გონივრულ ვადაში (ან იმ ვადაში, რა ვადაშიც მისთვის ცნობილი უნდა გამხდარიყო ნაკლის შესახებ) შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ გამყიდველს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ნაკლის გამო მეორადი მოთხოვნების განხორციელების უფლებას. ეს ნორმა პირდაპირ განსაზღვრავს მეწარმე მყიდველის ვალდებულებას, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც, სსკ-ის 487-ე-489-ე მუხლების მოთხოვნების დარღვევის მიუხედავად, არ წარმოიშობა ამავე კოდექსის 490-ე და შემდგომი მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი შედეგი, რაც მეწარმე მყიდველის მიერ პრეტენზიის დროულად წარდგენის ვალდებულების დარღვევას უკავშირდება, ისაა, რომ მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება. კანონმდებელი მოცემული მოწესრიგ–ით გარკვეულ ფიქციას უშვებს. კერძოდ, თუ მყიდველი შესაბამის ვადაში არ წააყენებს პრეტენზიას ნივთის ნაკლის გამო, ივარაუდება, რომ მან ნივთი მოიწონა. შესაბამისად, იგი კარგავს ნივთის ნაკლის გამო სახელშეკრულებო მოთხოვნების წაყენების უფლებას.
19. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში (საქონლის მიღების მომენტიდან 31 კალენდარულ დღეში) საქონლის ნაკლის გამო მყიდველს გამყიდველისათვის პრეტენზიით არ მიუმართავს. ამ ფაქტის მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია, კერძოდ:
19.1. ზემოხსენებული სახელშეკრულებო შეთანხმების თაობაზე კასატორის პრეტენზია ისაა, რომ ეს შეთანხმება ბათილია, ვინაიდან კანონით დადგენილი ხანდაზმულობის/შეცილების ვადების შეცვლა მხარეთა შეთანხმებით დაუშვებელია. კასატორის მოსაზრება ხანდაზმულობის/შეცილების ვადების შეცვლის დაუშვებლობის თაობაზე სწორია, თუმცა ის არ მიესადაგ–ა განსახილველ შემთხვევას, ვინაიდან, ჯერ ერთი, ხანდაზმულობისა და შეცილების ვადები განსხვავდება საპრეტენზიო ვადებისაგან. ამასთან, ნივთის ნაკლის გამო პრეტენზიის წარდგენის კონკრეტულ ვადებს სსკ-ის 495.1 მუხლი არ ადგენს. ეს ნორმა დისპოზიციურია, შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ, ინდივიდუალური სახელშეკრულებო პირობით შეთანხმდნენ ამ მოწესრიგ–ისაგან განსხვავებულ, უფრო მკაცრ ან უფრო ლოიალურ წესებზე. აქედან გამომდინარე, მხარეთა ავტონომიის ფარგლებში მიღწეული ზემოხსენებული შეთანხმება კანონს არ ეწინააღმდეგ–ა და მისი ბათილობის საფუძველიც არ არსებობს.
19.2. დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრეტენზიო ვადის არასწორად ათვლის თაობაზეც. ამ ვადის ათვლის წინაპირობად კასატორი საქონლის მიწოდებისას მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას მიიჩნევს. პალატა კასატორის ამ მოსაზრებას არ იზიარებს და განმარტავს: იმის დასადგენად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება (რომელიც მხარეებს საქონლის არცერთ მიწოდებაზე არ გაუფორმებიათ) იყო თუ არა პრეტენზიის წარდგენის ვადის ათვლის წინაპირობა, საჭიროა, გაირკვეს მისი დანიშნულება, რატომ შეთანხმდნენ მხარეები მის გაფორმებაზე, რა უნდა დაედასტურებინა ამ დოკუმენტს. ხელშეკრულების შინაარსის შესწავლით ირკვევა, რომ მხარეებმა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება მყიდველის მიერ საქონლის მიღების ფაქტის დადასტურებას დაუკავშირეს და არა მიწოდებული საქონლის ხარისხის შესამოწმებლად და პრეტენზიის წარსადგენად დადგენილი ვადის დენის დაწყებას. გამყიდველის მიერ საქონლის მიწოდება და მყიდველის მიერ მისი მიღება, მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საკითხი სამართლებრივად მნიშვნელოვანი არაა, ვინაიდან ნივთის ნაკლის გამო გამყიდველისათვის პრეტენზიის წარდგენის ვადის ათვლას არ უკავშირდება.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „გ–ი-21-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
თ.თოდრია