საქმე №ა-4713-შ-89-2012 3 იანვარი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორები: 1. ვ. გ.-ი
2. ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტკის მხარის ივანოვსკის რაიონის სასამართლო
მოწინააღმდეგე მხარე – მ. შ.-ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტკის მხარის ივანოვსკის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის, ადვოკატის მომსახურების ხარჯებისა და სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტკის მხარის ივანოვსკის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. შ.-ესა და ი.ე.-ს ვ. გ.-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის - 7693750 რუბლის, მორალური ზიანის - 2000000 რუბლისა და იურიდიული მომსახურების ხარჯის - 50000 რუბლის, სულ 9743750 რუბლის გადახდა, მ. შ.-ესა და ი.ე.-ს ასევე სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი - 489690 რუბლი და სასამართლო ხარჯები 4910 რუბლი.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ვ. გ.-მა და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მორალური და მატერიალური ზიანის, ასევე იურიდიული მომსახურების ხარჯების, სულ 9743750 რუბლის მ. შ.-ისათვის დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ასევე მომართა შუამდგომლობით ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტკის მხარის ივანოვსკის რაიონის სასამართლომ ამავე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და იმ ნაწილში აღსასრულებლად მიქცევის თხოვნით, რომლითაც მ. შ.-ეს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 489690 რუბლისა და სასამართლო ხარჯების - 4910 რუბლის ანაზღაურება.
საქმეში წარმოდგენილი სასამართლოს ბეჭდით დამოწმებული ცნობების თანახმად, დანაშაულით მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 22 დეკემბერს და ექვემდებარება აღსრულებას, გადაწყვეტილება ამ ნაწილში ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, მ. შ.-ე საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ დადგენილი წესით იყო ინფორმირებული, მასვე ჩაბარდა სარჩელის ასლი, სასჯელის მოხდის შემდგომ დაბრუნებულია მისამართზე: საქართველო, ქ.ლაგოდეხი, ჭ.-ის ქუჩა, სახლი N56.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 დეკემბრის განჩინებით ვ. გ.-ის შუამდგომლობა მორალური და მატერიალური ზიანის, ასევე იურიდიული მომსახურების ხარჯების, სულ 9743750 რუბლის, ასევე ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტკის მხარის ივანოვსკის რაიონის სასამართლოს შუამდგომლობა ამავე სასამართლოს 2009 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების სასამართლო ხარჯებისა და სახელმწიფო ბაჟის სახელმწიფოს სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ვ. გ.-ისა და ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტკის მხარის ივანოვსკის რაიონის სასამართლოს შუამდგომლობა ამავე სასამართლოს 2009 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტკის მხარის ივანოვსკის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. შ.-ესა და ი.ე.-ს ვ. გ.-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის - 7693750 რუბლის, მორალური ზიანის - 2000000 რუბლისა და იურიდიული მომსახურების ხარჯის - 50000 რუბლის, სულ 9743750 რუბლის გადახდა, მ. შ.-ესა და ი.ე.-ს ასევე სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი - 489690 რუბლი და სასამართლო ხარჯები 4910 რუბლი.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ვ. გ.-მა და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მორალური და მატერიალური ზიანის, ასევე იურიდიული მომსახურების ხარჯების, სულ 9743750 რუბლის მ. შ.-ისათვის დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ასევე მომართა შუამდგომლობით ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტკის მხარის ივანოვსკის რაიონის სასამართლომ ამავე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და იმ ნაწილში აღსასრულებლად მიქცევის თხოვნით, რომლითაც მ. შ.-ეს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 489690 რუბლისა და სასამართლო ხარჯების - 4910 რუბლის ანაზღაურება.
საქმეში წარმოდგენილი სასამართლოს ბეჭდით დამოწმებული ცნობების თანახმად, დანაშაულით მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 22 დეკემბერს და ექვემდებარება აღსრულებას, გადაწყვეტილება ამ ნაწილში ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, მ. შ.-ე საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ დადგენილი წესით იყო ინფორმირებული, მასვე ჩაბარდა სარჩელის ასლი, სასჯელის მოხდის შემდგომ დაბრუნებულია მისამართზე: საქართველო, ქ.ლაგოდეხი, ჭ.-ის ქუჩა, სახლი N56.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტკის მხარის ივანოვსკის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება მ. შ.-ისათვის ვ. გ.-ის სასარგებლოდ მორალური და მატერიალური ზიანის, ასევე იურიდიული მომსახურების ხარჯების, სულ 9743750 რუბლის, ხოლო ბელარუსის რესპუბლიკის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 489690 რუბლისა და სასამართლო ხარჯების - 4910 რუბლის ანაზღაურების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. გ.-ის შუამდგომლობა მორალური და მატერიალური ზიანის, ასევე იურიდიული მომსახურების ხარჯების, სულ 9743750 რუბლის მ. შ.-ისათვის დაკისრების ნაწილში ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტკის მხარის ივანოვსკის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტკის მხარის ივანოვსკის რაიონის სასამართლოს შუამდგომლობა ამავე სასამართლოს 2009 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების სასამართლო ხარჯებისა და სახელმწიფო ბაჟის სახელმწიფოს სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
3. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტკის მხარის ივანოვსკის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება მ. შ.-ისათვის ვ. გ.-ის სასარგებლოდ მორალური და მატერიალური ზიანის, ასევე იურიდიული მომსახურების ხარჯების, სულ 9743750 რუბლის, ხოლო ბელარუსის რესპუბლიკის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 489690 რუბლისა და სასამართლო ხარჯების - 4910 რუბლის ანაზღაურების ნაწილში.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ.როინიშვილი
პ. ქათამაძე